რა საჭიროა ტკივილი?
ახლობლის ღალატი მძიმე დაღს ასვამს ჩვენს ფსიქიკას, გულს გვტკენს და იმედგაცრუებას იწვევს. „კოსმიური კანონების“ მიხედვით კი ითვლება, რომ ამ დროს ერთი ენერგოდონით მაღლა აგვიშვეს, ე.ი. მოგვეცა საშუალება, რომ წინ ვიმოძრაოთ, თუმცა ზოგი ძალიან დიდხანს რჩება რაღაც გარკვეულ სიტუაციაში და მხოლოდ ტკივილის, ტანჯვის განცდის შემდეგ არის შესაძლებელი ასეთი ადამიანის ყურადღების გადართვა ბევრად უფრო „ფართო დიაპაზონზე“.
განცდების გარეშე ცხოვრება შეუძლებელია, რადგან ეს პირობა ადამიანის დნმ-ში თვით შემოქმედმა ჩადო სულის აღმასვლისთვის (ან დაღმასვლისთვის) და აქტიური განვითარებისთვის.
ფიზიკური ტკივილების განცდის შემდეგ იხსნება ასტრალური არხი, ემოციური განცდის შემდეგ კი-მენტალური.
მენტალური იმედგაცრუება ხსნის სულიერ გასვლას, შესაბამისად სულიერ იმედგაცრუებას გავყავართ ფაქიზ სამყაროებში და ასე უსასრულოდ.
ძველი პროგრამიდან თავის დაღწევასთან ერთად ჩვენთვის იხსნება ახალი შესაძლებლობები. ტკივილის განცდის შემდეგ ადამიანზე გადმოდის წყალობაც.
ყოველთვის, როცა უზენაეს ძალებს სურთ ხელი შეუწყონ ადამიანის ზეაღსვლას, გახსნან მისი არსება, იგი რაღაცას კარგავს. მაგრამ რატომ?-სვამენ კითხვას. პასუხი ერთია- ასეთია არჩევანი წარსულსა და მომავალს შორის.
ხშირად გვეშინია, დავკარგოთ ის, რაც ჩვენთვის ხელსაყრელია, ის, რასაც შეჩვეული ვართ ან ის, რაც ჩვენთვის ნაცნობია…მაგრამ არჩევანის გაკეთება აუცილებელია – შიში ან სიყვარული. ფაქტია, თუ არ შეგიძლია, მიენდო ღმერთს, იწყებ თამაშს საკუთარ თავთან.
ადამიანი ოცნებობს, მართოს ყოველი დღე, ყოველი წუთი და თუ გეგმები იმსხვრევა, იტანჯება. სტრატეგიული ამოცანების დასახვას შემოქმედის პროგრამასთან შეუთანხმებლად მოაქვს იმედგაცრუება ცხოვრებაზე. ეს რომ არ მოხდეს, განგება ფაქტიურად გვაიძულებს ავიღოთ ტილო და საღებავები და დავიწყოთ ახალი ცხოვრების ხატვა მიჯაჭვულობებისა და პირობითობების გარეშე – ეს არის ნამდვილი მინდობა ბედისწერისადმი; „უფალო იყავ ნება შენი ჩემზდა“- თუ შეგვიძლია გულით ვთქვათ ეს ჯადოსნური სიტყვები და არა გონებით, ეს უკვე საფეხურზე აღმასვლის ნიშანია, ეს უკვე ჭეშმარიტი მინდობაა ღვთისადმი.
თარგმნა ეკა ჭუმბურიძემ