ასტროლოგიური მაღაზია

რა საჭიროა საბავშვო ჰოროსკოპი?

ბავშვის რუკა
თუ მშობელს აქვს ხელთ ბავშვის ჰოროსკოპი, ეს საშუალებას აძლევს მას სწორად წარმართოს პატარას აღზრდა-განვითარების პროცესი.

ამოიცნოს მისი ქცევის, მისწრაფებების, ჯანმრთელობის, სუსტი თუ ძლიერი მხარეებისა და ნიჭიერების საიდუმლოებები !

აუცილებლად გაიგეთ თქვენი პატარას ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ. იმისთვის რომ ხელი შეუწყოთ მის ძლიერ, წარმატებულ და ბედნიერ პიროვნებად ჩამოყალიბებას : )

როგორი დამოკიდებულება აქვს თქვენს პატარას სამყაროს მიმართ? რა მოსწონს, რა – არა?

რა სირთულეებს შეიძლება წააწყდეთ მისი გაზრდის დროს და როგორ უნდა მოიქცეთ, რომ თითოეული სირთულე მხოლოდ მარტივადგადასალახი გამოწვევევა იყოს, რომელიც პატარას ცხოვრებაში უარყოფით კვალს არ დატოვებს?

როგორი ჯანმრთელობა ექნება? რომელი ორგანო აქვს პოტენციურად სუსტი და რომელი – ძლიერი?

როგორ ისწავლის? რა სფეროს მიმართ ექნება განსაკუთრებული ინტერესი და როგორ შეძლებთ დააინტერესოთ საგნებით რომლებიც უბრალოდ საჭიროა მისთვის?

როგორ უნდა გააკეთებინოთ პატარას ის, რაც არ უნდა, მაგრამ აუცილებელია?საბავშვო ჰოროსკოპი

როგორ უნდა განმუხტოთ კონფლიქტური სიტუაციები და მოიქცეთ ისე, რომ გაზარდოთ ის უკონფლიქტო პიროვნებად…

ადამიანის პირად რუკაში ამ და უამრავ სხვა კითხვაზე პასუხია ჩაშიფრული; რაც უფრო ადრე გაიგებთ თითოეულდეტალს შვილის ჰოროსკოპის შესახებ მით უფრო საინტერესო და წარმატებული იქნება პატარას გაზრდა-აღზრდის პროცესი.

იაპონიაში და ბევრ სხვა განვითარებულ ქვეყანაში ადამიანის პირად ჰოროსკოპს დაბადებისთანავე, სამშობიაროშივე ადგენენ იმისთვის, რომ მშობლებმა პირველივე დღეებიდან იცოდნენ რეალურად „ვისთან აქვთ საქმე“ და ოჯახის ახალ წევრთან თანაცხოვრება ჰარმონიულად როგორ წარმართონ.

მაგალითად, პატარა თევზებისთვის და სასწორისთვის ჰარმონიული გარემო, ხელოვნება, შინაური ცხოველები და ბუნება განსაკუთრებით აუცილებელია იმისთვის, რომ ყველა ასპექტში სწორად განვითარდნენ.

პატარა თხის რქასაც, მიუხედავად იმისა, რომ სამყაროს ზედმეტად სერიოზულად, ხშირად მუქ ფერებში აღიქვამს წყნარი გარემო და ლამაზი, მშვიდი გარემოცვა სჭირდება.

ძლიერ და მტკიცე პატარა მორიელს სჯობს არასოდეს შეეკამათოთ რადგან თავისი საქმე ყველა უფროსზე უკეთესად თვითონ, ინტუიციით იცის. სამაგიეროდ, მისი გაზრდისას რკინის ნერვები, გამჭრიახობა და განსაკუთრებული სიმტკიცე თქვენ მოგეთხოვებათ.

ემოციურ, დედაზე ყველაზე მეტად შეყვარებულ და მიწებებულ კირჩხიბს ხელი უნდა შეუწყოთ დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბებაში და გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების საშუალება უნდა მისცეთ.

პატარა მერწყული განსაკუთრებით მორცხვი და მორიდებულია – მის თამამ და გულღია ადამიანად ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი თქვენ უნდა შეასრულოთ.

პატარა მშვილდოსანი ჭრილობების მიღებისადმია მიდრეკილი, მოარიდეთ მას წვეტიანი, მჭრელი საგნები და ფეხისადგმისთანავე ასწავლეთ, რომ დანა და მაკრატელი წვეტით ქვემოთ უნდა ეჭიროს.

დინჯი, აუღელვებელი ქალწული ხშირად ვეგეტარიანელია, ამიტომ ცხოველური პროდუქტის მიღებას მაინცდამაინც ნუ დააძალებთ.

პატარა ამბიციური ლომის გაზრდისას შეეცადეთ მისი მედიდური ბუნება მისდავე სასიკეთოდ წარმართოთ და მაქსიმალური მიზნის მიღწევას მიაჩვიოთ.

ჭამისმოყვარე, გურმან კუროს პატარა ასაკიდანვე გაუკონტროლეთ რაციონი რომ საკვების სიყვარული სიმსუქნეში არ გადაეზარდოს.

მოძრავი, ანცი ვერძი არასოდეს აუშვათ ხეზე ან კლდეზე თავსაბურავის გარეშე, თავის ტრამვებისადმი მიდრეკილს „როლიკებზე“ დგომის დროსაც დაცვა სჭირდება.

ცანცარა, ზედაპირული ტყუპები კი სერიოზულობას, თანმიმდევრულ მოქმედებას და ნათქვამის შესრულებას უნდა მიაჩვიოთ.

მოკლედ, ყველა ნიშანს ინდივიდუალური, თანაც ცოდნით მიდგომა სჭირდება იმისთვის, რომ პატარა წარმატებულ, ლაღ, ძლიერ და უზრუნველ ადამიანად გაიზარდოს, რომელიც მედგრად დაუდგება სირთულეებს და დამოუკიდებლად გაუძღვება ცხოვრებას, მაშინაც, როდესაც პატარა აღარ იქნება.

გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ამათუ იმ ზოდიაქოს ნიშნის შესახებ ეხება მხოლოდ ნიშნის ტიპიურ წარმომადგენლებს. იმის დადგენა კი რამდენად ტიპიურად წარმოადგენს ადამიანი თავის ნიშანს მხოლოდ პირადი რუკის შედგენის შედეგად, დაბადების თარიღის, ადგილისა და ზუსტი საათის გათვალისწინებითაა შესაძლებელი.

წაიკითხეთ ასევე: საბავშვო ჰოროსკოპი; რა საჭიროა პირადუ ჰოროსკოპი?

გისურვებთ წარმატებას!

მოამზადა ვივი ვაშამ

პირადი ჰოროსკოპის შესადგენად დაგვიკავშირდით: 597 010 036; piradihoroskopi@astrologia.ge;

 

ავტორი

მსგავსი ფოსტები