რა საჭიროა პირადი ჰოროსკოპი?
პირადი ჰოროსკოპის შესადგენად მიჰყევით ბმულს >>
ქეთი ვაწაძე
ასტროლოგის ფოსტიდან
რა საჭიროა პირადი ჰოროსკოპის შედგენა? ზოდიაქოს ნიშნის ცოდნა საკმარისი არ არის?
გააჩნია, რისთვის. თუ ზოგადი ინფორმაცია გაკმაყოფილებთ, რასაკვირველია, საკმარისია, მაგრამ, თუ თქვენ ადამიანის იმ კატეგორიას განეკუთვნებით, რომელიც ინტერესდება ეზოთერული თემებით, სამყაროსა და საკუთარი თავის შემეცნებით, გაინტერესებთ მეტი იცოდეთ საკუთარ თავზე, თქვენს მისიაზე ამ სამყაროში _ ნამდვილად არ იქნება საკმარისი მხოლოდ ზოგადი ინფორმაციია.
ამისთვის აუცილებელია შეიქმნას თქვენი ასტროლოგიური რუკა, ჰოროსკოპი, რომლის შედგენა ხდება არამარტო იმის გათვალისწინებით, თუ რომელ წელს, რომელ თვესა და რიცხვში დაიბადეთ, არამედ აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, რომელ საათსა და წუთზე მოევლინეთ ამ ქვეყანას, რომელ ქვეყანასა და ქალაქში.
ამ ყველაფერს – გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს არის ადამიანის ინდივიდუალობის განსმსაზღვრელი.
სწორედ ამიტომ არის, რომ ერთი და იგივე ნიშნის წარმომადგენლები – ზოგჯერ ასე განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
ხშირად გამიგია ადამიანებიგან – ,,ეს ყველაფერი სისულელეა! ჩემი ნიშნის დახასიათება (ან პროგნოზი) წავიკითხე, და არაფერიც არ ემთხვევა!,,
ასეთი რაღაცეები, რასაკვირველია ხდება და ეს ადამიანი, მართლაც არ ტყუის. მაგრამ არ ტყუის არც ასტროლოგია!
საქმე იმაშია, რომ ადამიანის ფსიქოტიპზე გავლენა აქვს არამარტო მზეს (ანუ იმ ნიშანს, რომლის გავლენითაც დაიბადა), არამედ დანარჩენ პლანეტებსაც. ღოგორც ჩანს ასეთი ადამიანი არ არის თავისი ნიშნის კლასიკური წარმომადგენელი.
თუ ადამიანი, ვთაქვათ, დაბადებულია ვერძის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ და მის პირად რუკაში, ჰოროსკოპში აღმოჩნდება, რომ მნიშვნელოვანი პლანეტები, ვთქვათ მთვარე, ვენერა ან მერკური მის მეზობელ, თევზების ნიშანშია მოთავსებული, რასაკვირველია ეს ადამიანი არ იქნება ტიპიური ვერძი! ვერძის იმპულსურობა, აქტიურობა, სიუხეშე არ იქნება მასში ასე გამოკვეთილი სწორედ თევზების ნიშანში მოხვედრილი პლანეტების გავლენის გამო. ის უფრო ლმობიერი, მოსიყვარულე, მშვიდი ვერძი იქნება და რასაკვირველია, ასეთი ადამიანი ვერ აღმოაჩენს ვერძის ძირითად თვისებებს საკუთარ თავში და შეექმნება შთაბეჭდილება – რომ ან თვითონ არ არის ვერძი, ან ასტროლოგია ტყუის. ორივე მოსაზრება – მცდარია. ეს არის ასტროლოგიის არასცორი, ზედაპირული გაგება.
ასტროლოგია, ზოგს მხოლოდ სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილი, ხშირად საეჭვო რეპუტაციის მქონე პროგნოზები ჰგონია, ზოგს კი `ვეწყობი-არ ვეწყობის~ დონეზე აიტერესებს (ზოდიაქოებს შორის შეთავსებას ვგულისხმობ). არადა, ასტროლოგია ბევრად მეტია! ყველასაც შეეწყობი და ყველაფერიც ბევრად უკეთ გექნება, თუ საკუთარ თავს იპოვნი, შენი თავის რეალიზებასა და ნაკლოვანებების გაკონტროლებას შეძლებ, რაშიც მხოლოდ ჰოროსკოპი დაგეხმარება.
პირად ჰოროსკოპში ჩანს – რა ფსიქოტიპი აქვს ადამიანს, რომელი ნიშნის თვისებები მეტად ჭარბობს მასში, სწორედ ჰოროსკოპის შედგენის მეშვეობით ეძლევა ადამიანს შანსი გაიგოს საკუთარ თავზე მეტი. დაინახოს თავისი შეცდომები, იპოვოს გამარჯვებისა და საკუთარი თავის რეალიზების ყველაზე ეფექტური და უმოკლესი გზა და ა.შ.
სწორედ პირადი ჰოროსკოპის მეშვეობით ადამიანს შეუძლია მიიღოს პასუხები მისთვის უმნიშვნელოვანეს კითხვებზე, – ,,რისთვის გავჩნდი?,, თავი დაიზღვიოს არასასურველი ნაბიჯის გადადგმისგან, სწორად შეარჩიოს სასიყვარულო თუ საქორწინო პარტნიორი, დაადგინოს ახალი საქმის დაწყებისა თუ ქორწინებისთვის საუკეთესო პერიოდი, დღე და ა.შ. და რაც მთავარია – ჰარმონიაში იყოს როგორც საკუთარ თავთან, ისე – გარე სამყაროსთან.
ადამიანის ბედი არ არის ფატალური!
არ არსებობს ცუდი ბედი! ცუდი ჰოროსკოპი!
ყოველთვის შეიძლება უფრო უკეთესი შედეგის მიღება, ვიდრე მოცემულობაშია! ყველაფერი, გარკვეულწილად, ადამიანის ნებას, არჩევანს ექვემდებარება. თუ ადამიანს სათანადო კორექტივები შეგაქვს თავის ბედ-იღბალში, პასუხისმგებლობას იღებ საკუთარ თავზე – ბედიც ეცვლება!
ბედი ფატალურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არაფრის შეცვლა არ გსურს. რისი მრავალი მიზეზიც არსებობს: სიზარმაცე, უცოდინარობა, ფატალიზმი, რწმენის არქონა, მათ შორის, საკუთარი თავის. როდესაც არ ცვლი არაფერს – ღებულობ მხოლოდ იმას, რაც არის და რაც ხშირ შემთხვევაში არ გაკმაყოფილებს. და თუ არ გაკმაყოფილებს, მაშინ შეცვალე!
შწორედ ამაში გეხმარება პირადი რუკა. ის გიჩვენებს რა გავაკეთოტ იმისთვის, რომ ნაკლები დანაკარგითა და შედარებით უმტკინვეულოდ გავიაროთ ცხოვრების გზა, თავიდანვე მივიღოთ ის ცოდნა, რა სფეროშიც მეტ წარმატებას მივაღწევთ და ტყუილად არ ვფლანგოთ დრო ისეთ რაღაცეებზე, რაც ჩვენთვის ნაკლები წარმატების მომტანია.
ეს ინფორმაცია დროულად რომ ჩავარდნოდა ზოგიერთ მშობელს ხელში, მათი შვილები უფრო წარმატებული და რეალიზებული იქნებოდნენ არამარტო თავიანთ პროფესიაში, არამედ, ჩვეულებრივ, ყოფით ცხოვრებაში.
უაზრობაა ბავშვს აიძულო მთელი ენერგია და დრო დაუთმოს, მაგალითად, ბიოლოგიის შესწავლას, რათა შემდგომში სამედიცინოზე ჩააბაროს და რიგითი ექიმი გამოვიდეს (როდესაც ამ სფეროში საჭირო მონაცემები და გამარჯვების შანსი სულაც არ აქვს) მაშინ, როდესაც მისგან მშვენიერი მენეჯერი, იურისტი, მხატვარი ან რაიმე სხვა დარგის პროფესიონალი დადგებოდა!
მე თუ მკითხავთ, პირად ჰოროსკოპს, ადამიანებს, სამშობიარო სახლებში უნდა ურიგებდნენ!…
მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანი წარმატებული და რეალიზებული იქნება, თუ მთელ თავის ძლისხმევას, დროსა და ენერგიას მიმართავს იმ სფეროსკენ, რომელიც აპრიორი, გამარჯვების მომტანია, სადაც გაწეული ძალისხმევა პირდაპირპროპორციულია იმ წარმატების, რისკენაც მთელი ცხოვრება მივილტვით!
მათავარია, დროულად აღმოვაჩინოთ და განვავითაროთ საკუთარ თავში ის თვისებები, შევიძინოთ ის აუცილებელი ცოდნა და დავიგროვოთ ის გამოცდილება, რომელიც მოცემული მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება.
თუმცა, არიან ე.წ. იღბლიანი ადამიანები, რომლებიც თავიანთ გზას, მისიას, ინტუიციის წყალობით პოულობენ
ისინი, თითქოს და ღვთის, მფარველი ანგელოზის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ არიან… ნაკლებ შეცდომას უშვებენ… და ინტუიტიურად სწორად ცხოვრობენ.
თუ თქვენ ამ კატეგორიას განეკუთვნებით, სულაც არ გჭირდებათ ჰოროსკოპის შედგენა!
მაგრამ, თუ სუსტი ინტუიციის პატრონი ხართ _ სასურველია, იცოდეთ თქვენი დადებითი და განსაკუთრებით, უარყოფითი მხარეები, რათა საკუთარ ბედ-იღბალში კორექტირების შეტანის საშუალება გქონდეთ.
მოკლედ და ლაკონურად შეიძლება ასეც ითქვას: პირადი ჰოროსკოპი გაძლევთ საშუალებას შეიტყოთ თქვენს ჰოროსკოპში ჩაშიფრული ინფორმაცია, გააანალიზოთ წარსულის შეცდომები, განსაზღვროთ ინდივიდუალური განვითარების გზა, სწორად აირჩიოთ პროფესია და საქმიანობის სფერო, მონახოთ ის პარტნიორი, რომელთანაც უფრო კარგ, ჰარმონიულ ურთიერთობას დაამყარებთ. ერთი სიტყვით – სასიკეთო კორექტივები შეიტანოთ თქვენს ბედ-იღბალში…
მერწმუნეთ, ეს ყველაფერი _ შესაძლებელია!
წარმატებები!)
წაიკითხეთ ასევე: რა საჭიროა საბავშვო ჰოროსკოპი?
წაიკითხეთ სტატიები:
- რა საჭიროა პირადი რუკა?
- რა არის ასცედენტი?
- პირადი რუკა – სამყაროს პასპორტი
- ადამიანის ბედი ფატალური არ არის
- რა არის სინასტრია?
- როგორ შევადგინოთ რუკა ონლაინ
გაეცანით ჩვენი საიტის ონლაინ მომსახურებებს:
18 Comments
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
ფასიანია თუ არა ჰოროსკოპის შედგენა და თუ ასეა_რა ღირს?
მოგესალმებით. ვკითხულობ თქვენს თიტქმის ყველა სტატიას. ძალიან მჭირდება ვიცოდე ჩემი შვილის პირადი ჰოროსკოპის შედგენა, მაგრამ წარმოდგენა არა მაქვს, როგორ შევადგინო. თუ დამეხმარებით, ძალიან მადლობელი ვიქნები.
mogesalmebit dzaian mainteresebs piardi horoskopis shedgena tu damexmarebit didad madlobeli viqnebi
mogesalmebit dzaian mainteresebs piardi horoskopis shedgena tu damexmarebit didad madlobeli viqnebi
tu sheidzleba gvipasuxet.tqvens mititebul nomerze yoveltvis dakavebaa da rogor da nairad shevadginot piradi horoskopi?dalian gtxovt damexmaret
es yvelaferi ufasoa?
me var wamyvani astrologi da gagiwevt daxmarebas yvelanair kitxvaze 😀
da kide erti ufaso haeri agaraa da vin ras gasargeblebt ufasod 😀
vici,rom ufaso araferia,magram winaswar minda fasi vicode.ikneb chemi biujeti ver wvdeba fass.ar jobia ,fasic dawerot da tu ar momewoneba,darekvit ar shegawuxebt
მარტო კარმული ჰოტროსკოპი მეუღლეების ანუ ჩვენი, რომ გავიგოთ რატომ გვჭირს ის რაც გვჭირს რა დაჯდება?
ra girs piradi horoskopis shedgena?
me gamovagzavne tqvens imailze informacia,magram pasuxi ver mivige……..
დაბადებული ვარ 23 ოქტომბერს დღის 18 შთ-ზე , რომელ ზოდიაქოს ნიშანს ვეკუთვნი???
zalian minda chemi da chemi shvilebis piradi rukis shedgena da gtxovt momcerot ra jdeba es yvelaperii
davibade 1997 wlis 14ivlis da mainteresebs chemi piradi horoskopiiii
Davibade 1976.18.11 zalian mainteresebs cemi piradi horoskopi.zalian gtxovt damexmaret.aa gamis 2.30st
davibade 17.11.1994 23:54 dzaliam mainteresebs chemi piradi horoskopi. dzalian gtovt damexmaret da gamarkviet
davibade 17.11.1994 23:54 dzaliam mainteresebs chemi piradi horoskopi. dzalian gtovt damexmaret da gamarkviet