ასტროლოგიური მაღაზია

რა არ მოსწონთ ქალებს მამაკაცებში

სექსიქალებს, მიუხედავად თავიანთი განსხვავებული ზოდიაქოს ნიშნებისა, ერთი საერთო თავისებურება გვაქვს,- თითქმის ერთნაირად ვუყურებთ და ვაფასებთ მამაკაცებს.
მამაკაცებს სულ ტყუილად ჰგონიათ, რომ ქალის მოხიბვლას ადვილად შეძლებენ. მათ ავიწყდებათ, რომ ქალები დიდ ყურადღებას აქცევენ მამაკაცის გარეგნობას, ხასიათს, ქცევის მანერას და ყველა წვრილმანს. ქალები საოცრად ჰუმანურები და მომთმენი ვართ, მაგრამ არ შეგვიძლია მამაკაცების ზოგიერთ თვისებასთან მშიდობიანი თანაარსებობა.

გაინტერესებთ ალბათ რა გვაღიზიანებს და არ მოგვწონს ყველაზე მეტად ქალებს მამაკაცებში.

1. უყურადღებობა – არც ერთ ქალს, განურჩევლად ზოდიაქოს ნიშანისა, არ მოსწონს, როდესაც მამაკაცი სათანადო ყურადღებას არ იჩენს მის მიმართ! ყველაზე მეტად ამას ალბათ კირჩხიბის ნიშნის ქალები განიცდიან, რომელთთათვის საყვარელი ადამიანის მხრიდან იგნორი – ტრაგედიის ტოლფასია.

2. უსუფთაობა – ბევრისთვის მნიშვნელოვანია, რომ მის გვერდით აკურატული, მოვლილი მამაკაცი იდგეს (მანიკურის გაკეთება არ არის აუცილებელი). ეს, ყველაზე მეტად ქალწულს აღიზიანებს, ვინაიდან თვითონ ზედმეტად პედანტია მსგავს საკითხებში.

3. უგემოვნოდ ჩაცმა – მამაკაცთა უმრავლესობისთვის საკმარისია ერთი-ორი წყვილი ჯინსის და რამდენიმე პერანგის ქონა. აქედან გამომდინარე ქალებს უწევთ შერიგება იმ ფაქტთან, რომ მათი რჩეული საზოგადოებაში ერთი და იგივე ტანსაცმლით ჩნდება. საერთოდ, უგემოვნებას, ყველაზე მეტად, სასწორისა და კუროს ნიშნის ქალბატონები განიცდიან, ვინაიდან მათი იდეალია მოდური, დახვეწილი მანერების გემოვნებიანი მამაკაცი.

4. დონჟუანობა – ამ ტიპის მამაკაცს ყველა ქალი ერიდება. ურცხვად ტრაბახობს სასიყვარულო ფრონტზე საკუთარი მიღწევებით.მისთვის სულერთია, მარტოა თუ ქალბატონთან ერთად – მოურიდებლად ათვალიერებს სხვა ქალებს და მორიგ მსხვერპლს ეძებს. მასთან საქმის დაჭერა – არცერთ ქალს სურს.

5. კამათის მოყვარული, ჩამკირკიტე მამაკაცები – მათთან ურთიერთობა – ერთგვარი სტრესია. (გამუდმებით ყურადღებით უნდა იყო, ზედმეტი არ უნდა წამოგცდეს, შენი თითოეული ნაბიჯი უნდა იცოდეს, ყველა კითხვაზე საჭირო პასუხი გქონდეს, და ა.შ.) – ეს ყველაზე მეტად ვერძ ქალბატონებს აღიზიანებთ, ვინაიდან ვერ იტანენ, როდესაც ვინმე მათზე გაბატონებას ცდილობს და ისედაც, იმდენად დამოუკიდებლები არიან, უმამაკაცოდაც მშვენივრად იცხოვრებდნენ.

6. სიძუნწე – არამგონია რომელიმე ქალი მოხიბლული იყოს ამ საშინელი თვისებით. ძუნწი მამაკაცები ძნელად თუ იმეტებს ფულს თაიგულისთვის და ყოველთვის იაფფასიან ღვინოს უკვეთავს. ქალთან პირველივე პაემანზეც კი არ ერიდება ახსენოს სიტყვები: ეკონომია და ბიუჯეტი. თუ ამ თვისებას სხვა ნიშნის ქალები მეტ-ნაკლებად ეგუებიან, ლომისთვის ეს პირდაპირ შეურაცხყოფის ტოლფასია! ლომს ისედაც ყველაფერ პირველხარისხოვანსა და საუკეთესოზე აქვს პრეტენზია, მამაკაცის გვერდით კი – როგორც მინიმუმ დედოფლად სურს იგრძნოს თავი და ამიტომ ძუნწი მამაკაცისკენ არც კი გაიხედავს, ისევე, როგორც სხვა ქალბატონების დიდი უმრავლესობა

7. უხეშობა, ტირანია – თუ ქალბატონი განსაკუთრებული მაზოხისტური თვისებებით არ გამოირჩევა (გვხვდებიან ასეთებიც), ყველა ქალისთვის ეს მტკინვეული თემაა, განსაკუთრებით კი თევზები და სასწორი განიცდის მამაკაცის მხრიდან უხეშ დამოკიდებულებას. მათ ფაქიზი შიდასამყარო აქვთ და მათი გულის ტკენა, უბრალოდ მკაცრი გამომეტყველებითაც კი შეიძლება.

8. უპასუხისმგებლობა, უნიათობა – მართლაც, ცუდი თვისებაა, გინდა ქალის და გინდა მამაკაცის მხრიდან. არცერთ ქალს სურს თავის გვერდით ამგვარი ტიპის მამაკაცის ყოლა, მაგრამ ყველაზე დიდი რეაქცია უპასუხისმგებლო, უსაქმურ მამაკაცზე თხის რქის მანდილოსანს აქვს! (ასევე ქალწულს, ღრიანკალს). მას მოთხოვნილება აქვს მის გვერდით საქმიანი, სანდო მამაკაცი იხილოს, რომელიც შეძლებს მისი სტატუსის ამაღლებას, მამაკაცი- რომლითაც იამაყებდა.

9. ზედმეტად სერიოზული, უჟმური მამაკაცები – რომლის გვერდითაც მოსაწყენია ყოფნა. ამგვარ მამაკაცს ყველაზე მეტად ვერ ეგუება ტყუპების, მერწყულსა და მშვილდოსნის ნიშნის ქალებიაბა, კაცებო, მზად ხართ სიმართლისთვის? ქალებო, თქვენ თუ ეთანხმებით მოყვანილ ინფოს? : )) , რომლებსაც უყვართ სიახლეები, მხიარულება და გართობა.

10. და ბოლოს, ქალებს არ მოსწონთ მხდალი, სუსტი, საკუთარ თავში დაურწმუნებელი მამაკაცები – მით უფრო, თუ ქალი მორიელი ან ვერძია – ის ახლოს არ გაიკარებს ამგვარ კაცს. ეს საკმაოდ ძლიერი ქალის ტიპია, რომლისთვისაც აუცილებელია, რომ მამაკაცი მასზე კიდევ უფრო ძლიერი იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ ინტერესს მალე კარგავს.

მოკლედ, როგორც გამოკითხვიდან გამოჩნდა სუსტი სქესის წარმოდგენით იდეალური მამაკაცი უნდა იყოს მამაცი, საინტერესო, ნაკლებად ჩამკირკიტე, ხელგაშლილი, ყურადღებიანი, სანდო. ერთი სიტყვით _ ნამდვილ მამაკაცს არ უნდა გააჩნდეს არც ერთი ზემოთ ჩამოთლილი თვისება.

მოამზადა თიკო ჩხაიძემ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

Comments

  1. martaliaaaaa….