Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

რა არის კარმული კვანძები

კარმა
ქეთი ვაწაძე
ასტროლოგის ფოსტიდან

ხშირად მესმის კარმული კვანძებისა და კარმული წლების შესახებ იქნებ ამიხსნათ, რა არის ეს?

`კარმული კვანძების` ცნება, უპირველესად, კარმულ ასტროლოგიაში გამოიყენება საერთოდ, კარმული კვანძები დაკავშირებულია რეინკარნაციასთან, რასაც ასტროლოგიაში აღიარებენ. ამ კვანძების მიხედვით თითოეულ ადამიანს რაღაც გარკვეული, მისთვის აუცილებელი მისია აქვს (ეს მისია, პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ აქვს შესასრულებელი).

ქვეცნობიერად მან ეს იცის, მაგრამ კონკრეტულად რა აქვს გასაკეთებელი _ ხშირ შემთხვევაში, ვერ ხვდება. სწორედ ამ მისიის მაჩვენებელია ადამინის პირად ჰოროსკოპში კარმული კვანძების მდებარეობა. არსებობს აღმავალი და დაღმავალი კვანძები. აღმავალ კვანძს ჰქვია `რაქუ`, სხვანაირად დრაკონის თავი, დაღმავალს კი _ `კეტუ~, დაღმავალი კვანძი. ჰოროსკოპში რაქუს მდებარეობა რომელიღაც ზოდიაქოს ნიშანსა და სახლში განსაზღვრავს ადამიანის მისიას, რისთვისაც მოვიდა ამქვეყნად, _ რა უნდა გააკეთოს, რა მიმართულებით განვითარდეს…

კეტუს მდებარეობა კი მიუთითებს იმაზე, რა გამოცდილება აქვს მის სულს, რა ისწავლა, რისი დახვეწაც, პრინციპში, აღარ სჭირდება (კეტუ, მხოლოდ ერთგვარ ცხოვრებისეულ ტრამპლინად უნდა იყოს გამოყენებული, რომელზე დაყრდნობითაც ადამიანმა, ასე ვთქვათ, დიდი ნახტომი უნდა გააკეთოს განვითარებაში ახალ ეტაპზე გადასასვლელად) თითოეულ ინკარნაციაში ადამიანი იღებს რაღაც გარკვეულ ცოდნას, გამოცდილებას. ის იმდენჯერ იბადება, იმდენჯერ მოდის მატერიალურ სამყაროში, რამდენიც საჭიროა მისი სულიერების დახვეწისთვის, სრულყოფისთვის, ახალი შტრიხებისა და… რაღაც ახალი, მისთვის საჭირო გამოცდილების შესაძენად, ან შეცდომების გამოსასწორებლად (ეს არის რეინკარნაციის პრინციპი). თითოეულ მოსვლაზე მის სულს თან მოაქვს ის გამოცდილება და ცოდნა, რაც წინა ინკარნაციების დროს დააგროვა (ანუ, კეტუ, რაც უკვე აკეთა, იცის). იმისთვის, რომ მოხდეს მისი სულიერი ზრდა, მან ამ გამოცდილებების საპირისპირო უნდა აკეთოს, ისეთი თვისებები, ცოდნა და გამოცდილება უნდა შეიძინოს, რაც მისმა სულმა ჯერ არ იცის, ან კარგად განვითარებული არ აქვს.

ანუ, ადამიანმა უნდა გააკეთოს თავისი აღმავალი კვანძი, `რაქუ~ (რისთვისაც დაიბადა, რა მისიაც აქვს), რათა ახალი შტრიხებით გაიმდიდროს სული და მიიღოს საჭირო გამოცდილება. თუმცა, როგორც წესი, ამის გაკეთება უძნელდება ან არ სურს, ვინაიდან ეს ყველაფერი მისთვის უცხო, გაუგებარი და რთულია. მას ურჩევნია და ეადვილება აკეთოს ის, რაც მისთვის კარგადაა ნაცნობი (კეტუ), ამიტომ ინერციით ისევ ძველს აკეთებს, რითიც ხელს უშლის თავის სულიერ ზრდას…

საერთოდ, როდესაც სული უნდა განსხეულდეს, ანუ ადამიანი უნდა დაიბადოს, სამყაროს თავიდანვე დაშვებული და ასე ვთქვათ `გამოყოფილი` აქვს მისთვის საჭირო ოდენობის ენერგია, ჰაერი, საკვები, საარსებო წყაროები. და როდესაც ადამიანი მოდის ამ სამყაროში და არ იზრდება, ანუ ისევ იმას აკეთებს, რასაც წინა ინკარნაციებში აკეთებდა, სამყაროს თვალთახედვით ასეთი ადამიანი მუქთამჭამელია, რადგან არ ვითარდება, ახალს არაფერს სწავლობს და ტყუილად, მხოლოდ საკუთარი მიწიერი ინტერესების დასაკმაყოფილებლადცხოვრობს და მოიხმარს სამყაროსეულ რესურსებს. ის უბრალოდ ადგილს ტკეპნის, ვინაიდან არ ასრულებს თავის მისიას, რისთვისაც განსხეულდა სწორედ ასეთ დროს იწყება ადამიანის ცხოვრებაში უსიამოვნებები, რაც ერთგვარი სიგნალი, მინიშნებაა, რომ ის არასწორად ცხოვრობს და დროა, რაღაც შეცვალოს. მან შეიძლება სამსახური დაკარგოს, ფინანსური პრობლემების და უსიამოვნებების პერიოდი დაეწყოს, ლოგინად ჩავარდეს, ციხეში მოხვდეს და სხვ.…(ეს უფრო კარმულ წლებში ხდება, რომელზეც სტატიის მეორე ნაწილში დავწერ) სამყაროს სხვა ბერკეტი ან საშუალება არ აქვს, რომ ადამიანის ცნობიერებამდე მიიტანოს, რომ ის, თავისი ცხოვრების სტილით, ცხოვრებისეული გეზით მცდარ გზას ადგას, არ ასრულებს თავის მისიას, დროს ფუჭად ხარჯავს და ზემოთ, ღვთისკენ, სრულიად არ იხედება, რითიც იმძიმებს კარმას, დეგრადირებს. სწორედ ამიტომ მოუვლენს ხოლმე ასეთ ადამიანს მძიმე განსაცდელს, რათა როგორღაც შეაჩეროს, დააფიქროს, ხელი შეუშალოს მას სულიერ დაცემაში, დეგრადირებაში. მხოლოდ ასეთი მძიმე განსაცდელის დროს იწყება ადამიანში სულიერი ძვრები, კათარზისი. უჩნდება კითხვა _ `რას არ ვაკეთეს სწორად?

რა შეეშალა? რა შევცოდე? სწორად ვცხოვრობ?~ მას ახსენდება ღმერთი, ცოდვა.. იწყებს სამყაროში თავისი დანიშნულების ძიებას სხვა დროს, ანუ, როდესაც ბედნიერად და უდარდელად ცხოვრობს, მას საერთოდ არ ახსოვს არც ღმერთი, არც თავისი სული და არც არაფერი, რაც მასთანაა კავშირში.. მხოლოდ მას შემდეგ, რაც რაღაც პრობლემების წინაშე დგება, მასში იღვიძებს ადამიანი, რომელიც იწყებს თავის სულზე ზრუნვას, შეცდომების გამოსწორებას, მონანიებას, ცდილობს მეტად მიმართოს ღმერთს.. სწორად იცხოვროს… ატარებს რევიზიას საკუთარ თავში, აზრებში, ქმედებებში, ანუ იწყებს სულიერ ტრანფორმირებას. თუ ადამიანს ეყო გონიერება და იმ უსიამოვნებებისგან, რაც მას თავს გადახდა შეძლო თავისთვის სასიკეთო დასკვნების გამოტანა (ანუ, მოახდინა სულიერი ზრდა, გააანალიზა თავისი უარყოფითი მხარეები, ცოდვები, მოინანია, იგივე შეცდომებს აღარ უშვებს), მაშინ მის ცხოვრებაში უფრო ნათელი ეტაპი იწყება, ის თავს შინაგანად უფრო ჰარმონიულად, მშვიდად გრძნობს, ნაკლები წინააღმდეგობა ხვდება ცხოვრებაში და ა.შ. კარმულ წლებში, როგორებიცაა: 26-28, 36-38, 46-48, 56-58 და ა.შ.,

პრობლემები, ადამიანების ცხოვრებაში, უფრო მეტად იჩენენ ხოლმე თავს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი რაღაცას არ აკეთებს სწორად, არასწორი მიმართულებით ვითარდება, ისე არ ცხოვრობს, როგორც უნდა ცხოვრობდეს, ანუ, არ ასრულებს თავის მისიას (რაქუს) და აუცილებელია ამის გამოსწორება. როგორ? ან ვის რა მისია აქვს? ამას ადამიანის პირადი რუქის შედგენა სჭირდება.

ავტორი

მსგავსი ფოსტები

  1. Gvanca Kovziridze

    rogor unda gavigo chems horoskopshi karmuli kvandzebis mdebareoba da rogor unda damexmaros es chemi misiis gagebashi?

  2. Xatia Maisuradze

    da es piradi ruqa rogor unda shevadgino?gtxovt mipasuxet

  3. Tamo Akubardia

    პირადი რუკა უნდა შეადგინოთ. ასტროლოგს მიმართეთ ან თავადაც შეიძლება ამის გარკვევა საიტების მეშვეობთ.

  4. Tamo Akubardia

    http://astrology.org.ua/aweb.htm ამ საიტზე ჩაწერთ დაბადების დღის მონაცემებს ველებში და პირად რუკას შეადგენს,, ნელნელა გაერკვევით> აღმავალიც ამ რუკაზე ჩამოჩნდება 🙂

  5. Tamo Akubardia

    http://astrology.org.ua/aweb.htm ამ საიტზე ველებში შეიყვანეთ თქვენი დაბადების დღის მონაცემები და პირად რუკასაც გაჩვენებთ 🙂

დატოვეთ კომენტარი