ასტროლოგიური მაღაზია

რა არის ეზოთერიკა?

ქეთი ვაწაძე

რა არის ეზოთერიკა?

სიტყვა `ეზოთერიკა~ ბევრისთვის გაუგებარია, ზოგში კი გარკვეულ შიშს იწვევს. მაგრამ, მიუხედავად ამისა სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ამ სფეროთი.

ბევრს უჩნდება კითხვა – საერთოდ, რას მოიცავს `ეზოთერიკა~ ან რა გავლენა აქვს მას ადამიანის ცხოვრებაზე?

ეზოთერიკა ბერძნული სიტყვაა (ბერძნულიდან ἐσωτερικός — შინაგანი) და ყველაფერს ფარულს, საიდუმლოს, საკრალურს ნიშნავს საპირისპიროდ სიტყვისა ეგზოთერიკა, _ რაც გახსნილს, საყოველთაოს, ყველასთვის ხელმისაწვდომს გულისხმობს.

ეს სიტყვა ელინიზმის ეპოქაში გაჩნდა (ჩვ. წ.აღ-მდე IV-III ს.ს.). იმ პერიოდში ის საიდუმლომცოდნეობას, ფილოსოფიური და რელიგიური სწავლების ე.წ. `შინაგან დოქტრინას~ აღნიშნავდა, რომელიც მხოლოდ იმ რჩეულთათვის იყო ხელმისაწვდომი, რომლებმაც ხელდასმის რიტუალი გაიარეს (თითოეული განდობილი ვალდებული იყო საიდუმლოდ შეენახა ნებისმიერი ეზოთერული ცოდნა. ამ საკრალური ცოდნის გადაცემა უბრალო მოკვდავთათვის სასტიკად იკრძალებოდა და სიკვდილით ისჯებოდა).

`ეზოთერიკა~, როგორც ტერმინი –– უფრო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამკვიდრდა.

საწყისი მნიშვნელობით `ეზოთერიკა~ აღნიშნავდა საიდუმლო მისტიკურ სწავლებებს, მაგრამ ბოლო ხანებში, საზოგადოებისა და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, მრავალი ეზოთერული სწავლება უკვე აღარ წარმოადგენს საიდუმლოს. დაგროვილი ცოდნის დიდი ნაწილი უკვე ხელმისაწვდომია ბევრისთვის წიგნებისა და თუნდაც ინტერნეტის მეშვეობით.

ეზოთერიკაში სხვადასხვა მისტიკურ სწავლებებთან და პრაქტიკებთან ერთად ასევე მოიაზრება ასტროლოგია, ნუმეროლოგია, ენიოლოგია, ფსიქოლოგია, გიპნოზი, იოგა და სხვ.

ზოგადად ეზოთერიკა – ეს არის ფილოსოფიური სწავლება, რომელიც უფრო ღრმად განიხილავს სამყაროს, ვიდრე ფილოსოფია.

ის დამყარებულია `სამყაროს მოწყობის~ პრინციპებზე. ეზოთერული ფილოსოფია ხსნის მრავალ `ამოუცნობ~ პროცესებს, ისეთებს, როგორიცაა, მაგალითად, სულების რეინკარნაცია, კარმა. ანუ, ეზოთერული ფილოსოფია ეძებს და საუბრობს ფესვებზე და არა ნაყოფზე.

ეზოთერიკის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ისაა, რომ სამყარო ცხოვრობს საერთო კანონების მიხედვით და სამყაროში ყველაფერი ურთიერთკავშირშია. ეს კავშირი მყარდება გარკვეული ენერგიის მეშვეობით, რომელიც, მთლიანად, სამყაროს მოიცავს.

ეზოთერიკა ამბობს, რომ ადამიანი თავისი კონკრეტული ქმედებებით ქმნის თავის მომავალს. ამასთან, ზოგი ქმედება იმწამსვე აისახება მის ბედზე, ზოგი კი გარკვეული წლების შემდეგ, შესაძლოა შემდეგ ინკარნაციაშიც.

როდესაც ადამიანი ცხოვრების პროცესში რაღაც ქმედებებს სჩადის, პარალელურად ზემოქმედებს მის გარესამყაროზეც. ამასთან, მოქმედებაში ითვლება არამარტო ის, რასაც აკეთებს მატერიალურ სამყაროში, არამედ იცის, რაზეც ფიქრობს და განიცდის (მისი ემოციები, სურვილები, განწყობა). ამ ყველაფერს შესაბამისი ენერგია აქვს და გარკვეული ინფორმაციის მატარებელია.

ეზოთერიკა _ არ არის მეცნიერება. ის უბრალოდ საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ (დაშტამპული, ზომბირებული აზროვნებიდან გამომდინარე) არ აღიარებული ცოდნაა, რომელიც სხვადასხვა მიზეზთა გამო არ არის ოფიციალურად აღიარებული.

ეზოთერიკოსი – ეს არის ადამიანი, რომელმაც შეძლო სოციუმის ზომბი – პროგრამებისგან გათავისუფლება და ცდილობს იაზროვნოს და განვითარდეს დამოუკიდებლად.

ამ სფეროში არ არიან ავტორიტეტები. არ შეიძლება იყო `საუკეთესო სპეციალისტი~! არსებობს მხოლოდ საკუთარი ან სხვისი გამოცდილება, რომელიც შეიძლება გაიმეორო, მოსინჯო ან გააანალიზო. მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ცნობიერებას. უმთავრესია მხოლოდ სულიერი ზრდის, თვით-შემეცნების, ცნობიერების ზრდის პროცესი, რომელიც უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს.

ეზოთერიკა მრავალი რელიგიის `შინაგან ნაწილად~ მიიჩნევა. ის უდიდესი ადამიანების – წინასწარმეტყველების, მესიების, დიდი სულიერი მოძღვრების ცოდნას ეფუძნება, რაზე დაყრდნობითაც მსოფლიოში მრავალი რელიგია შეიქმნა.

ბევრს ეზოთერიკა სუფთა სახის რელიგია ან სექტა ჰგონია, რაც ნამდვილად, არასწორია. ეზოთერიკა – არ არის რელიგია, მაგრამ მას კავშირი აქვს მასთან თუნდაც იმით, რომ ორივეს საერთო მიზანი აქვს. მაგ.: ადამიანის შეცვლა, რასაც ეზოთერიული სისტემები კონკრეტული მეთოდებს გამოყენებთ აღწევენ, თუმცა ერთი განსხვავებით – რელიგია `ადამიანის ცნობიერების მდგომარეობას ცვლის~, ეზოთერიკა კი – `ცნობიერების ამაღლებას, გაზრდას, ცნობიერების გაფართოებას~ ემსახურება.

თუმცა, ეზოთერიკული პრაქტიკები მართლაც გვხვდება ზოგიერთი რელიგიის შიგნით. მაგ.: სუფიზმი – ისლამის შიგნით, ნეიდანი _ დაოსიზმის შიგნით, იოგა – ინდუიზმის, ჩან (ეზოთერიული ბუდიზმი, იგივე ძენი) – ბუდიზმის, ხოლო კაბალა- იუდაიზმის შიგნით.

ეზოთერიული სისტემები (სკოლები) ხშირად რელიგიების (უფრო აღმოსავლური რელიგიების) წიაღში იმალება და პრინციპულად განსხვავდება დასავლეთის მისტიციზმისგან (ორდენებისა და რელიგიებისგან) იმით, რომ ეს ეზოთერული სწავლებები, მიუხედავად მოჩვენებითი `აბსტრაქტული მსოფლმხედველობისა~, ბევრად უფრო პრაქტიკული და ბრძნულია და რეალურ შედეგზეა ორიენტირებული.
ამგვარად, ეზოთერიკა – ეს არის ცოდნისა და უნარების კრებული, რომელიც ადამიანებს საკუთარი მიზნის პოვნასა და სხვადასხვა ცხოვრებისეული სიტუაციების სასიკეთოდ გადაწყვეტაში ეხმარება.

ბევრი ეზოთერიკას და ეზოთერულ ცოდნას სისულელედ და უაზრობად მიიჩნევს, ვინაიდან მისი ახსნა, მეცნიერულად დამტკიცება ამ ეტაპზე შეუძლებელია. ეს ყველაფერი ცრურწმენაა და არა ამოუცნობის შეცნობის მცდელობა, ისევე, როგორც შუასაუკუნეებში ხდებოდა, როდესაც ყველას, ვინც სამყაროს მოწყობის ეკლესიურ სწავლებას არ იზიარებდა, კოცონზე წვავდნენ და დასცინოდნენ.

იმისთვის, რომ ჭეშმარიტება ვიპოვოთ აუცილებელია იმ დოგმებისგან გათავისუფლება, რომელიც გარკვეულ მცდარ წარმოდგენებსა და შიშზეა დაფუძნებული.

ამ ეტაპზე, ადამიანებს, არ გვაქვს საკმარისი ცოდნა სამყაროსა და მისი შეუცნობელი მხარეების შესახებ. და სულაც არ არის აუცილებელი, რომ სამყარო მარტივი იყოს და მხოლოდ ფიზიკურ რეალობას ემყარებოდეს.

ბევრი რამ ჯერ არ ვიცით, ხოლო იმ მცირედს, რაზეც ხელი მიგვიწვდება, არ ვღებულობთ, რადგან მეცნიერულად ვერ ვამტკიცებთ, არ გვესმის. მაგრამ, რადგან ჩვენი ცნობიერება ამას ჯერ ვერ წვდება ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი არ არსებობს ან არარეალურია! უბრალოდ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. (თუ დღისით ვერ ხედავთ მთვარეს ცის კაბადონზე , ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არ არის!).

ხოლო ისინი, ვისაც ამდენი ლოდინი არ სურს, ეზოთერიული სწავლებების `გამოღვიძებული~ ცნობიერების ადამიანები, ამ ყველაფრის შეცნობას თავისებურად ცდილობენ. მთავარი – შემეცნების, ცნობიერების გაფართოების სურვილია.

შემოგვიერთდით ამ საინტერესო პროცესში!

P.S. `და ის მაინც… ბრუნავს!!!~
გალილეო გალილეი

ქეთი ვაწაძე

ავტორი
  1. Tamo Akubardia

    ძალიან საინტერესო სტატიაა 🙂 მადლობა ქეთი :*

დატოვეთ კომენტარი