რა არის ასტრო-მედიცინა
მიხეილ ცაგარელი
ასტროლოგია, როგორც ბუნების ინტერპრეტატორი გვიჩვენებს რომ სამყარო იმართება კარგადდამუშავებული გეგმის მიხედვით, რომ ყველაფერს თავისი წყობა გააჩნია და ესა თუ ის მოქმედება დროში გასაოცარი სიზუსტით ხორციელდება.
შემთხვევით არაფერი ხდება.ყოველ ჩვენგანს, გააჩნია ამ სამყაროში საკუთარი ადგილი და გარკვეული ფუნქცია.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სხვადასხვა სეზონურ ცვლილებებსა და პლანეტარულ ზემოქმედებებს ვექვემდებარებით, მაინც არ მივეკუთვნებით აბსოლუტურად განპირობებულ ქმნილებებს,
რადგან მხოლოდ ჩვენ ხელთ არის შესაძლებლობები რომლებიც შეიძლება გამოვიყენოთ ან არ გამოვიყენოთ…
აქედან გამომდინარე, აუცილებებლია ბუნებისა და კოსმოსის კანონზომიერებათა შესწავლა, რათა მოვახდინოთ მათთან ცნობიერი კოოპირება ჩვენი ქმედებების სისწორისა და მაღალი შედეგიანობის მიზნით…
ჩვენ ვერ შევცვლით ბუნების კანონს და არ შეგვიძლია დროებითაც კი შევწყვიტოთ ბუნების მოქმედება მაგრამ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ჩვენი პასუხები ბუნებრივ ვიბრაციებზე. საკუთარი აზროვნებისა და ქმედების გაუმჯობესების გზით, რაშიც სწორედ ასტროლოგიის ცოდნა გვეხმარება. ზემოთთქმულიდან გამომდინარე, მიმაჩნია რომ კაცობრიობის შეცვლა უახლოეს წლებში, მერწყულის 2160 წლიან ერაში გამოიწვევს უდიდეს დაინეტრსებას ამ მეცნიერების მიმართ. (რაც უკვე შეინიშნება განსაკუთერბით ახალგაზრდა თაობაში) ეს არამც და არამც არ არის გამოწვეული ცრუ რწმენით ან შიშით არამედ იმ სიბრძნის შეცნობის სურვილით, რომელიც დაგვიტოვეს ბრძენმა წინაპრებმა ბუნებისა და კოსმიური სხეულების კანონების ათასწლოვანი შესწავლის შემდეგ.
რატომ ახდენს კოსმოსი ასეთ გავლენას ადმიანებზე და რატომ აკუთვნებდენ ასეთ დიდ როლს ასტრო-მედიცინას სხვადასხვა ქვეყნების რელიგიებსა თუ კულტურებში? საქმე ისაა, რომ ასტროლოგია სიტყვა „ასტროს“ – ვარსკვლავი – მნიშვნელობის გარდა, შეიცავს კიდევ ერთ მნიშვნელობას – ასტრალი, ანუ სულიერი სუბსტანცია, რომელსაც თანამედროვე ენით ბიო-ველს, ან აურას ვუზწოდებთ, ეზოთერულ ცნებებში კი ასტრალურ სხეულად ან სულად მოიხსენიება.
ასტრალს გააჩნია კოსმიური ენერგიეს მიღების, დაგროვების და ფიზიკურ სხეულში მისი განაწილების უნარი. რომელსაც ადამიანი თავისთავად იღებს კვებისა და სუნთქვის მეშვეობით. ამ ენერგიებს ეგვიპტეში უწოდებდნენ „კას“, ჩინეთში – „ცის“, იაპობნიაში – „კის“, ინდოეთში – „პრანას“, ევროპაში – „ფლუიდს“ და ა.შ…
ახალდაბადებული ბავშვი პირველივე შესუნთქვიდან იწყებს ამ ენერგიის შეთვისებას, რითაც აღავსებს ფიზიკური და ასტრალური სხეულების ორგანოებსა და სისტემებს. ასე განაწყობს მთელ ორგანიზმს გარკვეულ კოსმოსურ რითმზე.
ასტრომედიცინის კანონზომიერებათა გამოყენება აძლიერებს ასტრალურ სხეულს, რაც ხელს უწყობს დაავადებისგან განკურნვას და მთლიანად ორგანიზმის გაჯანსაღებას.
ძველად, ასტრო მედიცინის ცოდნა აუცილებელი იყო სწორი მკურნალობისთვის. შუა საუკუნეებში კი, ევროპაში, სამედიცინო ასტროლოგიის ჩაბარების გარეშე სტუდენტი ვერ მიიღებდა ექიმის დიპლომს. სხვათა შორის, უცხოეთის თანამედროცვე სასწავლებლებში, კვლავ მიექცა დიდი ყურადღება ამ საკითხს. რაზედაც მეტყველებს სამედიცინო ასტყროლოგიის კურსის დაფუძნება ისეთ ცნობილ სასწავლო ცენტრებში როგორიც არის ტოკიოს უნივერსიტეტი, სორბონის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი და კერძო სამედიცინო სასწავლებლები, სადაც მასობრივად შემოიღეს ასტრო-მედიცინეს შესწავლა.
ისტორიულად, ასტროლოგია და მედიცინა ურთიერთშერწყმის ბრწყინვალე მაგალითს წარმოადგენდა. არა ერთ ექიმსა და ცნობილ ასტროლოგს შორის, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიხსენოთ ჰიპოკრატე. სამწუხაროდ, მისი შრომების თანამედროვე პუბლიკაციებში ასტროლოგიური ნაწილი გამოტოვებულია, თუმცა, ჯერ კიდევ ძვ. წ. აღ. IV-V საუკუნეებში ჩამოაყალიბა თეორია ადამიანის ორგანიზმზე მზის აქტივობის გავლენის შესახებ. რაც შემდგომ დაადასტურა აკადემიკოსმა ჟიჟევსკიმ. სწორედ ჰიპოკრატემ ბრძანა – “ექიმი ვერასოდეს იქნება სრულყოფილი, თუ მან არ იცის სამედიცინო ასტროლოგიაო”… კიდევ ერთმა ცნობილმა ექიმ ასტროლოგმა კ. გალენმა (IIს.) მიაქცია ყურადღება მთვარის აქტივობის ციკლს და მის გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე.
შუა საუკუნეების ევროპული ასტრო-მედიცინა აგრეთვე წარმატებით იყენებდა ძველ ინდურ სამედიცინო ტრაქტატებს. ჩარაკა- სამჰიტას და სუშატრა – სამჰიტას. ასევე, ტიბეტური მედიცინის კლასიკურ წყაროს ჩჟუდ – შის. რომელთა ცოდნაც მჭიდროდ იყო დაკავშირებული კოსმოსური კანონზომიერებების პრინციპებთან. საქვეყნოდ ცნობილია ექიმ ასტროლოგების ფ. მატერნისა და ფტოლემეს (I-II სს.) შრომები.
ფტოლემეს ოთხტომეული, რომელშიც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვამნ საკითხად სწორედ სამედიცინო ასტროლოგია შედიოდა. არანაკლებ ცნობილია არაბ ექიმ ასტროლოგთა სახელებიც. რომელთა შორის გამოირჩეოდნენ ალბუ ბატენი და ბენ ბალი. თავისთავად, გვერდს ვერ ავუვლით გენიალურ ალ ბირუნის, რომელმაც IX –X სს.-ებში, საფუძველი დაუდო სამედიცინო მინერალოგიის თეორიულ საფუძვლებს, რომელიც ასტრო-მედიცინის პრინციპებს ეყრდნობოდა.
კიდევ ერთი ექიმ-ასტროლოგის სახელია ჩაწერილი ოქროს ასოებით მედიცინეს ისტორიაში: ეს არის ალი აბუ იბნ-სინა. (ავეცინა) რომლის „საექიმო მეცნიერების კანონი“ სამკურნალო ხელოვნების უბრწყინვალეს ნიმუშს წარმოადგენს. ამ ნაშრომის თანამედროვე გამოცემაშიც, სამწუხაროდ, ამოღებულია ასტროლოგიური ნაწილი. კიდევ ორი ექიმ ასტროლოგის სახელი მე მგონი, სრულად წარმოაჩენს ასტროლოგიისა და მედიცინის მჭიდრო ურთიერთკავშირის აუცილებლობას. ერთი იყო განუმეორებელი პარაცელსი (XIV-XV სს. ) რომლის შრომა „ახალი სამედიცინო ცოდნის საფუძვლებიო“ უხვად შეიცავს ასტრო-მედიცინის რეცეპტებს და მეორე – ლეგენდარული მიშელ ნოსტრადამუსი, რომლის წინასწარმეტყველებანი და მკურნალობის მეთოდები დღესაც აოცებს კაცობრიობას.
დღეისთვის, უცხო ქვეყნმების წამყვან კლინიკებსა თუ სასწავლებლებში ფართოდ ინერგება ასტრომედიცინა ასტრომინეროლოგია და მაკრობიოტიკის საფუძვლები. რადგან თანამედროვე ექიმი წარმოუდგენელია ამ მეცნიერებებთან დაკავშირებული ცოდნის გარეშე. ასეთ კლინკებში კომპიუტერი მკურნალ ექიმს კლინკური მედიცინის საკითებთან დაკავშირებული ცნობების გარდა, ავადმყოფის ინდივიდუალური ჰოროსკოპიდან გამომდინარე აწვდის ინფორმაციას მის დაავადებასთან დაკავშირებული მკურნალობის პოზიტიურ და ნეგატიურ პერიოდებზე მასზე პლანეტარულ ზემოქმედებაზე. ასტრომინეროლოგიის პრინციპებისა და კანონზომიერებების მეშვეობით კი ექიმი გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს ამა თუ იმ დაავადებაზე.
მინერალებისთვის დამახასიათებელი ენერგეტიკული ვიბრაციების მეშვეობით სხვათა შორის, ბელორუსიაში, ქალაქ მინსკში, წარმატებით ფუნქციონირებს ამ პრინციპებზე მომუშავე ნატურალური მედიცინეს ცენტრი ექიმ ნატუროპათის პოფესორ ე. გონიკმანის ხელძღვანელობით. თავის მხრივ, მაკრობიოტიკის ცოდნა ექიმს აძლევბს იმის დასკვნის შესაძლებლობას თუ იან ან ინ ენერგიების მქონე რომელი პროდუქტების და კერძების მიღება იქნება დასაშვები ავადმყოფისათვის, გამომდინარე დაავადების დიაგნოზიდან.
ზემოთთქმულიდან გამომდინარე. ნათლად წარმოჩდება სამომომავლო მედიცინისა და ექიმთა განვითარების ახალი პერსპექტივები რომლებიც დაეფუძნება კლასიკურ ტრადიციულ და რა საკვირველია, ახალ სამეცნიერო კლინიკურ ცოდნასთან ერთად, ასტო მედიცინის ასტრო მინეროლოგიისა და მაკრობიოტიკის უძველეს და მარად აქტუალურ ცოდნას. ყოველივე ეს კი ხელს შეუწყობს მკურნალი ექიმის სრულყოფილ ცოდნას, განვითარებას, ეფექტურ მკურნალობასა და ბუნების პრინციპებთან მიახლოებას.