ასტროლოგიური მაღაზია

რა ადგილი შეეფერება ქორწილისთვის თქვენს ზოდიაქოს

ქორწილისად უნდა მოაწყოთ ან სჯობდა მოგეწყოთ თქვენი ქორწილის წვეულება…თუ ასტროლოგიის პოპულარიზებასთან ერთად, ხელის მოწერისთვის ან ჯვრისწერისთვის ასტროლოგის დახმარებით თარიღისა და ზუსტი დროის დადგენა თანდათან პოპულარული ხდება, ქორწილისთვის შესაბამისი ადგილის შერჩევა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, ჩვენთვის ჯერ კიდევ უცხოა…

თუმცა, დარწმუნებულები ვართ, მაინც დაგაინტერესებთ რომელი ადგილი იქნება იდეალური თქვენი საქორწინო წვეულებისთვის… იქნება ეს საქართველოში, თუ სხვა ქვეყანაში ^_^
ვერძი
თქვენ საკმაოდ არატრადიციული და არაორდინალური ხართ 🙂 საუკეთესო ადგილი ვერძის ქორწილისთვის არის მთის კურორტი, შეგიძლიათ პირდაპირ თხილამურებზე სრიალის შემდეგ დაქორწინდეთ : )ზოგადად ნებისმიერი ექსტრემალური ადგილი საუკეთესო თქვენთვის თქვენთვის.
კურო
როგორც ბუნების მოყვარულს, თქვენთვის საუკეთესო იქნება ქორწინება ტყეში, სიმწვანეში, ბუნებასთან ახლოს ან უბრალოდ თქვენს სოფელში, აგარაკზე… სადმე მთაში <3 ასეთი ადგილები დადებითად დამუხტავს თქვენს ოჯახს პირველივე დღიდან და ბედნიერების გარანტიას გაამყარებს 🙂
ტყუპები
თქვენთვის ველები და მინდვრები იქნება კარგი : ) მოკლედ, შეარჩიეთ მიდამო, სადაცთავისუფლათ იმოძრავებთ, თვალუწვდენელი სივრცე გექნებათ და თავისუფლების შეზღუდვას ქორწილის დღესაც კი არაფერი გაგრძნობინებთ <3
კირჩხიბი
იმდენად ხართ სახლის და თქვენი კერის მოყვარული, რომ კარგი იქნება საკუთარ ეზოში თუ გააკეთებთ საქორწინო სუფრას, ან ახლო -მახლო პატარა მყუდრო ტაძარში, ადგილი უნდა იყოს კომფორტული სადაც ბავშვები და შინაური ცხოველებიც კი კომფორტულად იგრძნობენ თავს. ასევე, საკვები ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის ამიტომ ადგილობრივ საუკეთესო რესტორანშიც გაგახარებდათ ქორწილის აღნიშვნა <3
ლომი
ხართ გემოვნებიანი, დახვეწილი, სერიოზული და ჩამოყალიბებული ადამიანი, ამიტომაც ქორწილი უნდა აკმაყოფილებდეს თქვენს კრიტერიუმებს და სულ ერთია სად გააკეთებთ

მთავარია იყოს მეტი მბზინვარება, სიმდიდრე და ეფექტურობა. შეგიძლიათ თუნდაც უდაბნოშიც კი მიიღოთ სტუმრები <3
ქალწული
პრაქტიკული, დახვეწილი ადამიანი ხართ. ქორწილიც შესაბამის გარემოში უნდა გადაიხადოთ. მაგალითად, ხეხილის ბაღი ან ყვავულებიანი მინდორი იდეალური იქნება თქვენთვის. რა თქმა უნდა, ძვირი არაფერი უნდა ღირდეს და მაქსიმალური ეკონომია უნდა გასწიოთ :))
სასწორი
თქვენთვის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე რომანტიული ნიშნისთვის, საუკეთესო იქნება ქორწილი ზღვის ხედის მქონდე ძვირფას რესტორანში ან საერთოდაც გემზე, კრუიზის დროს, გაშლილ ოკეანეში.

მორიელი
გიყვართ მოგზაურობა და საკუთარ თავში დარწმუნებული ხართ, ამიტომაც გქონდეთ ქორწილი საზღვარგარეთ, რატომაც არა? მთავარია სიმყუდროვე და სანდო გარემო იგრძნოთ… თუმცა თქვენ ნებისმიერ ადგილას მოახერხებთ საკუთარი გარემოს შექმნას და იქნებით ბედნიერი <3
მშვილდოსანი
მოგზაურობა თქვენი სფეროა, სადმე ეკლექტიკურ ადგილას გადაიხადეთ ქორწილი, ზღვა, ქვიშა, ოქროს კოშკები <3 ნუ იქნება ეს მაინცდამაინც საზღვარგარეთი 🙂 წადით ურეკში, ან თუნდაც სვანეთში, კოშკების ქვეშ…

თხის რქა

ტრადიციულ ადგილას ქორწინება, იქ სადაც თქვენი წინაპრები ცხოვრობდნენ, ასევე განსხვავებული ადგილები, იდუმალი და ამავე დროს უაზროდ კომფორტული, დიახ ეს თქვენია და ბედნიერი ქორწინების საწინდარია.

მერწყული
ყველაზე უჩვეულო ადგილები გიზიდავთ, შესაბამისად, თქვენი ქორწინებისთვის ბედნიერი ადგილები იქნება ოკეანეში გაკეთებული მინის აკვარიუმი, ან ეგვიპტის პირამიდების ტერიტორია.
თევზები
გიყვართ წყალი, ხართ რომანტიული, ასე რომ იქორწინეთ გემზე ოკეანეში, ან სადმე სანაპიროზე ან უბრალოდ იქირავეთ კანოე გაიჭერით წყალში და იბედნიერეთ.

მოამზადა თაკო ლომიძემ
დააშეარეთ სტატია, თუ მოგეწონათ <3

ავტორი

მსგავსი ფოსტები

  1. Keti Keti

    asec vapireb..

  2. Sophiko Zakaraia

    morieli ^_^

დატოვეთ კომენტარი