რაქუ და კეტუ
ჩვენ, ყველანი ხასიათის ზედმეტად განვითარებული და განუვითარებელი შტრიხებით ვიბადებით. სამხრეთის მთვარის კვანძი ზედმეტად განვითარებულ ხასიათის შტრიხებზე მიუთითებს, ხოლო ჩრდილოეთისა განუვითარებელზე. სამხრეთის კვანძი ეს წარსულის გამოცდილებაა და რა თქმა უნდა ნასწავლი გაკვეთილების გამეორება უფრო მარტივია, ვიდრე ახლის ათვისება. არადა სწორედ ჩრდილოეთის კვანძის რჩევები გვჭირდება შინაგანი ბალანსის შექმნისთვის.
ჩრდილოეთ და სამხრეთ კვანძები ყოველთვის ერთმანეთის საპირისპირო ნიშნებშია. ისინი ციური სხეულები არ არიან, მთვარისა და დედამიწის ორბიტების გადაკვეთისას წარმოქმნილი ორი წერტილია, მთვარის ჩრდილოეთ განედიდან სამხრეთ განედში გადასვლისა რომ ახლავს თან ან პირიქით.
ეს წერტილები ზოდიაქოს ციკლის გავლას 18 წელზე მეტს ანდომებენ და თითოეულ ნიშანშიც დაახლოებით წელიწადნახევარს რჩებიან. კვანძები კარმულ ბალანსს გვაცნობენ და ცხოვრებისეულ გაკვეთილებს გვაძლევენ, რომელთა სწავლამაც საკუთარი თავის სრულყოფისა და ბედნიერების გზაზე უნდა დაგვაყენოს. თუკი ჩვენ ჯიუტად ვდგავართ წინა ცხოვრებაში გატკეპნილ გზაზე და თავის შეწუხება არ გვინდა ჩრდილოეთის კვანძის გასავითარებლად, ახალი ცხოვრება თავად შეეცდება ძალის გამოყენებით სხვა რელსებზე გადაგდგათ. ეს კი ცოტა მტკივნეულია ხოლმე.
,,ცხოვრებას მორჩილები მიყავს, ურჩებს კი მიათრევს“. დანარჩენი თავად უნდა გადაწყვიტოთ. ვაცნობიერებთ თუ არა ამ გაკვეთილებს, შედეგებთან შეჯახება მაინც პირისპირ მოგვიწევს. ვერკვევით თუ ვერ ვერკვევით ასტროლოგიაში, ასტროლოგია მაინც არის. გვჯერა თუ არ გვჯერა, ვარსკვლავები ყველაზე მოქმედებენ…,,რაც არ ჩანს, არ ნიშნავს რომ არ არსებობს“ და სულ რომ არ იცოდეთ რა თვისებების განვითარება გჭირდებათ, ცხოვრება ამას ასტროლოგიის გარეშეც გასწავლით. ეს დაახლოებით 29-დან 40 წლამდე ასაკში ხდება, მაგრამ სანამ ამ ეტაპამდე მივალთ ბრმად ვართ მინდობილი ჩვენი სამხრეთის კვანძის მიდრეკილებებს, განსაკუთრებით კი მაშინ თუკი პლანეტების შეერთება გაქვთ მათთან რუკაზე. ეს არც ისე უსაფრთხოა.
ჩვენ ყველაზე მეტად ის გვინდა, რაც ჩვენი სამხრეთის კვანძითაა წარმოდგენილი – ცხოვრების მოწესრიგება (სამხრეთის კვანძი ქალწულში) თუ პარტნიორული ურთიერთობების დალაგება (სამხრეთის კვანძი სასწორში), მაგრამ წარმატებას რომ მივაღწიოთ, მათი საპირისპირო ნიშნების თვისებების განვითარება მოგვიწევს. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ უარი უნდა ვთქვათ იმ ცოდნაზე, რაც წარსულში მივიღეთ, უარი ვთქვათ ნიჭზე, რომელიც გვაქვს, უბრალოდ გაზრდისა და განვითარებისთვის ახალი გზები უნდა ვეძიოთ, ის წიგნი წავიკითხოთ, ჯერ რომ არ წაგვიკითხავს და ხასიათის ის შტრიხები შევითვისოთ, რაც გვაკლია. ამისთვის უფრო მეტი დრო, რაც სასწავლი გვაქვს იმას უნდა დავუთმოთ და არა რაც ნასწავლი გვაქვს იმის გამეორებას. პარალელი რომ გავავლოთ ჩრდილოეთის კვანძი პირი იქნება სამხრეთის კუჭი, კუჭს საჭმელი უნდა? თუ პირს არ გამოვიყენებთ, შუძლებელია კუჭის დაკმაყოფილება. აღმავალი ნიშნის თვისებებმა შეიძლება სულაც არ მოგიყვანოთ აღფრთოვანებაში. ჩრდილოეთის კვანძი – ეს თქვენი გამოწვევაა! დახედეთ რუკას და გაარკვიეთ მათი ნიშანი და სახლი. ეს თქვენი ცხოვრებისეული რჩევებია
————————————————————————
-
მთვარის კვანძები სერგეი ვრონსკის მიხედვით
-
აღმავალი კვანძი ვერძში, დაღმავალი – სასწორში
-
აღმავალი კვანძი კუროში, დაღმავალი–მორიელში
-
აღმავალი კვანძი ტყუპებში, დაღმავალი – შვილდოსანში
-
აღმავალი კვანძი კირჩხიბში, დაღმავალი–თხის რქაში
-
აღმავალი კვანძი ლომში, დაღმავალი – მერწყულში
-
აღმავალი კვანძი ქალწულში, დაღმავალი – თევზებში
-
აღმავალი კვანძი სასწორში, დაღმავალი – ვერძში
-
აღმავალი კვანძი მორიელში, დაღმავალი – კუროში
-
აღმავალი კვანძი შვილდოსანში, დაღმავალი – ტყუპებში
-
აღმავალი კვანძი თხის რქაში, დაღმავალი – კირჩხიბში
-
აღმავალი კვანძი მერწყულში, დაღმავალი – ლომში
-
აღმავალი კვანძი თევზებში, დაღმავალი – ქალწულში
————————————————————————————
-
აღმავალი კვანძი პირველ პირველ სახლში, დაღმავალი – მეშვიდეში
-
აღმავალი მეორე სახლში, დაღმავალი – მერვეში
-
აღმავალი კვანძი მესამე სახლში, დაღმავალი – მეცხრეში
-
აღმავალი კვანძი მეოთხე სახლში, დაღმავალი – მეათეში
-
აღმავალი კვანძი მეხუთე სახლში, დაღმავალი მეთერთმეტეში
-
აღმავალი კვანძი მეექვსე სახლში, დაღმავალი–მეთორმეტეში
-
აღმავალი კვანძი მეშვიდე სახლში, დაღმავალი–პირველში
-
აღმავალი კვანძი მერვე სახლში, დაღმავალი – მეორეში
-
აღმავალი კვანძი მეცხრე სახლში, დაღმავალი – მესამეში
-
აღმავალი კვანძი მეათე სახლში, დაღმავალი – მეოთხეში
-
აღმავალი კვანძი მეთერთმეტე სახლში, დაღმავალი – მეხუთეში
-
აღმავალი კვანძი მეთორმეტე სახლში, დაღმავალი მეექვსეში