რატომ ფენ შუი?
წარმოვიდგინოთ რომ, დაბადებიდან მოგვეცა რუკა, რომელზეც სამყაროში ჩვენი მოგზაურობის გზა და ამა თუ იმ ცხოვრებისეული მისიის მითითებაა დატანილი და შევეცადოთ შევადაროთ ცხოვრება მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობას, რომელიც მშვიდი, სასიამოვნო დღეების გარდა, შეიძლება ქარიშხლიან საშიშ საათებსაც გვიქადდეს…
რეალურად, საშიში და საგანგაშო არაფერია, როდესაც გაქვს შესაბამისი ცოდნა სამყაროს შესახებ და იცი, როგორ გამოიყენო ესა თუ ის ინფორმაცია…
წარმოვიდგინოთ, რომ რუკასთან ერთად, გზის გამარტივების მიზნით, ნავიც მოგვცესნავს, რომელშიც ვჯდებით და მივემგზავრებით. შეიძლება შეგვხვდეს პატარა ნავი, მოგვეცეს ორი ნაჭერი პური და ერთი ბოთლი წყალი. შეიძლება შეგვხდეს დიდი გემი, მრავალფეროვანი გასართობი ოთახებით და უამრავი გემრიელი კერძით დატვირთული. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ გემზე ცხოვრებით გართულები ავცდეთ ჭეშმარიტ დანიშნულებას და რიფზე აღმოვჩნდეთ,. პატარა ნავში კი უფრო ყურადღებით ვიყოთ და სწრაფად მივიდეთ დანიშნულების ადგილამდე.
ორივე შემთხვევაში, ეს სომბოლური შედარებაა ჩვენს გარემოსთან, ოჯახთან, სახლთან სადაც დაბადებიდან ვცხოვრობთ… გემიც და ნავიც, არის ჩვენი სახლი ძირითადი სამყოფელი და საყრდენი ცხოვრების გზაზე, რომელზეც არა ერთი ადამიანი გვხვდება. ზოგი დამხმარე, ზოგი თავისდაუნებურად, ხელის შემშლელი.. შეიძლება ერთმა აფრების გაშლა გვასწავლოს, მეორემ კი უდროო დროს ჩაკეცოს ქსოვილი…
ფენ-შუი უძველესი ჩინური მეცნიერება, რომლის დანიშნულებასაც ოდითგანვე, ადამიანსა და გარესამყაროს შორის ჰარმონიის დამყარება წარმოადგენს. ეს არის სწავლება, რომელიც გვეხმარება გარემოსთან სწორი ურთიერთკავშირის მეშვეობით, უფრო წარმატებული, ბედნიერი და მშვიდი განწყობის შექმნაში.
ჩვენ ირგვლივ არსებულ ყველა სულიერ თუ უსულო არსებასა და საგანს საკუთარი ენერგია გააჩნია, რომელიც თითოეულ ჩვენგანზე ზემოქმედებს, მიუხედავად იმისა, გვჯერა თუ არა ამ საოცარი “ზღაპრის”…
თუმცა, მარტივია ზღაპრალი რეალობად ქცეულ საოცრებად ვაქციოთ, როდესაც გვეცოდინება როგორ გამოვიყენოთ გარემოში არსებული სხვა და სხვა ენერგია ჩვენდასასიკეთოდ. ამისთვის ფენ შუი სრულიად მარტივ „ფორმულებსა“ და ურთიერთიერთობის წესებს გვაწვდის. გვაძლევს საშუალებას განსხვავებული თვალით დავაკვირდეთ გარემოს, გავითვალისწინოთ სამყაროს ძირითადი კანონები და თავად გავხდეთ ჩვენი ცხოვრების წამმართველნი. იმ ხილული თუ უხილავი ენერგიებისგან დამოუკიდებლად, რომლებიც ჩვენზე ზემოქმედებენ…
კლასიკური ფენ-შუის მიხედვით, ადამიანის ცხოვრებაზე სამი ძირითადი რამ ზემოქმედებს: კარმა/ბედი, იღბალი და ფენ-შუი… და რადგან ვერც კარმას და ვერც იღბალს განსაკუთრებული გაანალიზებისა და გაცნობიერების გარეშე, დღესვე ვერ დავიმორჩილებთ, ფენ შუის მეშვეობით მარტივად შეგვიძლია სასიკეთო კორექტივები შევიტანოთ ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესებაში…
მოამზადა ანნა თოფურიძემ