რატომ განსხვავდებიან ზოგიერთი ტყუპები ერთმანეთისგან?
ავტორი: ქეთი ვაწაძე
ასტროლოგის ფოსტიდან:
“ქალბატონო ქეთი, ტყუპებზე მაინტერესებს რაღაც (ზოდიაქოთი ტყუპები არა)…ერთ ძმებს ვიცნობ, ტყუპები არიან, ზოდიაქოთი ლომები. ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან ხასიათითაც და გარეგნობითაც. ერთი ჭკვიანია ძალიან,ლომური თვისებები აქვს. მეორე კიდე ჩვეულებრივი აბეზარი ბიჭია… რატომ? ერთნაირები არ უნდა იყვნენ? ერთნაირი რუკები ხომ ექნებათ?..”
ამასთან დაკავშირებით ერთი ისტორია გამახსენდა. ადრე მომმართა ერთმა ადამიანმა, რომელსაც გარკვეული პრობლემები ჰქონდა.
როდესაც ჰოროსკოპი გავუკეთე და მისი ხასიათის შტრიხები განვიხილე, მითხრა, რომ ეს თვისებები მაინცდამაინც არ ახასიათებდა. ძალიან გამიკვირდა, ვინაიდან შესაძლებელია ადამიანის ხასიათში არ ვლინედბოდეს პირადი ჰოროსკოპის ყველა მაჩვენებელი, მაგრამ თითქმის არცერთი? – ეს უკვე გამორიცხულია.
აღმოჩნდა, რომ მას ტყუპისცალი ჰყავდა, რომელიც მასზე 5 წუთით ადრე დაიბადა და ჩემს მიერ გაკეთებული დახასიათება სწორედ მასზე იყო `ზედგამოჭრილი!~ როგორც მან მითხრა: `უფროსი~ ძმა იყო – აქტიური, შეუპოვარ, ძლიერი, ყოველთვის ადვილად აღწევდა საწადელს (ასეთივე დახასიათება ჰქონდა ჰოროსკოპის მიხედვით), მას კი გაუთავებელი პრობლემები და მოუგვარებელი ცხოვრება ჰქონდა. `უფროსი~ ძმა, მუცლადყოფნის პერიოდშივე ასეთი იყო: არავის დაუთმო პირველობა, იქვე გამოავლინა ლიდერული თვისებები და პირველი მოევლინა ქვეყანას.
მან დაბადებისთანავე გაიმარჯვა, რაც მის შემდგომ ცხოვრებაზეც აისახა! მეორე ძმა კი, მიუხედავად თითქმის ერთნაირი ჰოროსკოპისა, ბევრად სუსტი და უიღბლო აღმოჩნდა, რადგან დაბადებიდანვე შეეგუა ცხოვრებაში `მეორე ადგილის~ დაკავებას.
თითქოს ჰოროსკოპის ყველა დადებითი პოტენციალი, ძმამ წაიღო, მას კი მხოლოდ უარყოფითი დარჩა (დენი დევიტოსა და შვარცნეგერის ცნობილი ფილმის არ იყოს). ამის მიუხედავად, მათ შორის მაინც იყო გარკვეული მსგავსებები, მაგრამ ჰოროსკოპის დადებითი პოტენციალი, უფრო მეტად `უფროს` ძმაში ვლინდებოდა.
საერთოდ ასტროლოგიაში 10 წუთი და თუნდაც 5, ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ვინაიდან ყოველ 4 წუთში იცვლება ასცედენტის გრადუსი, ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია ზოდიაქოს ნიშანიც და სახლების მდებარეობაც ნიშნებში.
ეს, ერთი შეხედვით უმნიშვნელო 4 წუთი, მართლაც შესამჩნევ განსხვავებას იძლევა და შესაბამისად, განსხვავებულ ხასიათს, პოტენციალს, ბედს. ხშირად, სწორედ ამიტომ არიან ტყუპები ერთმანეთისგან განსხვავებულნი მიუხედავად თითქმის იდენტური ჰოროსკოპებისა.
და კიდევ, უმთავრესი: არ უნდა დაგვავიწყდეს იმის გათვალისწინება, როგორია ადამიანის სულიერი გამოცდილება, სულიერი `ბაგაჟი`. შეუძლებელია, თუნდაც ტყუპებს, სრულიად ერთნაირი სიმწიფის სული ჰქონდეთ! მიუხედავად იდენტური ჰოროსკოპებისა, თუნდაც მრავალი მსგავსებისა, ეს არის ორი დამოუკიდებელი სული, ერთმანეთისგან განსხვავებული ამოცანით, კარმით, მისიით.
კიდევ, მნიშვნელოვანია რომელ გვარში იბადება ადამიანი, როგორი ენერგეტიკა და კარმა აქვს გვარს, რა ამოცანა აქვს სამყაროს წინაშე, რა უნდა გამოასწოროს, რა მისია უნდა შეასრულოს თვითონ ამ გვარმა.
ვინაიდან ტყუპები ერთ გვარში მოევლინენ ქვეყანას, მათი მისიაც, მთლიანობაში, ამ გვარის პრობლემებისა და დანიშნულების შესაბამისი იქნება (ასევე ხდება არატყუპი და-ძმების შემთხვევაშიც). მაგრამ, შესაძლოა ერთში გამოვლინდეს მოდგმის თვისებების რაღაც გარკვეული შტრიხები და ამოცანები, მეორეში კი – საერთოდ განსხვავებული (ორივესთან პირადი კარმის შესაბამისად).
საბოლოო ჯამში, ორივე ერთი და იმავე საქმეს, _ საკუთარი და თავისი მოდგმის მისიის შესრულებას ემსახურება, თუმცა შესაძლოა, ეს განსხვავებული სიმძიმის და განსხვავებული პასუხისმგებლობის ამოცანა იყოს.
სწორედ ამით აიხსნება ერთი და იმავე დაბადების მონაცემების დროს ადამიანების ხასიათსა და ცხოვრებაში გარკვეული განსხვავებაც. ჯერ ერთი, გასათვალისწინებელია სასტარტო მონაცემები (ანუ, რომელ ქვეყანაში, რომელ სოციალურ ფენაში, როგორი მატერიალური უზრუნველყოფის ოჯახში იბადება ადამიანი).
ვინაიდან, როგორც ავღნიშნე, გარდა საკუთარი კარმისა, თითოეული ადამიანი საკუთარი გვარის, მოდგმის კარმასაც ქმნის. მას ეკისრება იმ გამოცდილების დაგროვება, რაც სხვადასხვა მიზეზთა გამო მისმა წინაპრებმა ვერ დააგროვეს, ასევე ევალება იმ დადებითი ტენდენციების გაგრძელება-გაძლიერება, რაც მისმა გვარმა არსებობის მანძილზე დააგროვა, ასევე, მანვე უნდა გამოასწოროს ბევრი შეცდომა (ცოდვა), რაც მისმა მოდგმამ (დედისა და მამის მხრიდან) დაუშვა სამყაროსა და ადამიანების მიმართ.
სწორედ ამიტომ ამბობენ: `ცოდვა შვიდ თაობაზე გადადისო~. სწორედ ეს იგულისხმება, _ თუ წინაპართაგან ვინმემ უმძიმესი ცოდვა ჩაიდინა, ამაზე პასუხს (მასთან ერთად) მისი შთამომავლები აგებენ. ამ `შეცდომის~ გამოსწორება სწორედ მათ ეკისრებათ! ამას მოითხოვს კარმის, სამყაროსეული სამართლიანობისა და კანონზომიერების კანონი. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რას ვაკეთებთ, როგორ ვცხოვრობთ, რას ვტოვებთ ჩვენს შემდეგ.
ზოგი ამ პასუხისმგებლობას თავიდან ირიდებს, ან უფრო მეტიც, იმავე შეცდომებს უშვებს, რასაც მისი წინაპრები, რითიც კიდევ უფრო ამძიმებს საგვარეულო კარმას, ზოგი კი პირიქით, ყველაფერს აკეთებს, რომ გადაიხადოს მოდგმის `დავალიანება~, დააგროვოს დადებითი პოტენციალი,
გამოასწოროს შეცდომები და ა.შ. ამაში მას სულიერი სიმწიფე და მდიდარი სულიერი გამოცდილება ეხმარება, რაც პირველ ვარიანტში, ან ჯერ არ არის საკმაოდ დაგროვილი, ან სულიერი მზაობა არ აქვს, მან ჯერ კიდევ ბევრი უნდა ისწავლოს (ძირითადად საკუთარ შეცდომებზე და მწარე გაკვეთილებზე).
არავინ იბადება რომელიმე ოჯახში `შემთხვევით~, უბრალოდ ვინც რისთვისაა მზად და რისი შესაბამისიცაა (კარმულად), იმას აკეთებს. თითოეული თავისი მოდგმის დადებით ან უარყოფით პოტენციალს აგრძელებს (ხშირად ორივეს ერთდროულად).
უბრალოდ, ვისაც გონიერება და სულიერება ჰყოფნის, ცდილობს საკუთარ თავში ნაკლოვანებების აღმოფხვრას, თვისებებში სასიკეთო კორექტირების შეტანას, მოდგმის ენერგეტიკის `გასუფთავებას~, სხვა კი, უბრალოდ იმეორებს და აძლიერებს უარყოფითს, კვლავ აბინძურებს როგორც საკუთარ, ისე მოდგმის კარმას.
ახლა ალბათ ხვდებით, რატომ არიან ერთმანეთისგან ასეთი განსხვავებულნი თქვენი მეგობარი ტყუპები. როგორც ჩანს, სხვადსხვა მისია და განსხვავებული სულიერი გამოცდილება აქვთ და შესაბამისადაც ავლენენ თავს, რომ არაფერი ვთქვათ დაბადების დროში თუნდაც მცირე, მაგრამ მაინც მნიშვნელოვან განსხვავებაზე.