რასაცა გასცემ შენია…
სამყარო კანონზომიერია♥
ჩემო კეთილო მეგობრებო, ვაგზლის მოედანზე არის ერთი შენობა, სადაც 55 სოციალურად დაუცველი დედა ცხოვრობს, თავიანთი პატარებით. ზოგი მარტოხელა დედაა, ზოგი მარჩენალდაკარგული, ზოგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის დედა… ჰყავთ ყველა ასაკის ბავშვი.
ახლა ველაპარაკე ქალბატონს, რომელიც იმ შენობაში არეგულირებს სხვა და სხვა საკითხებ. ვუთხარი, რომ ყველას რა თქმა უნდა ვერ დავეხმარებით, მაგრამ კარგს იზამს თუ თვითონ დაგვაკავშირებს დედებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ყველაფერი. გავიგე, რომ არის ერთი შვიდი წლის პატარა, ინვალიდი, ეტლში. მისთვის მინდა ნაძვის ხის ჩუქება, ალბათ ყველაზე მეტად მას გაუხარდება მაქვს ნაძვი და ცოტა სათამაშო.
სახლს ვალაგებ და ტანსაცმელიც გადავალაგე.ვიცი რომ თქვენც ალაგებთ:) იქნებ გადააწყოთ თქვენც რაც გაქვთ და გემატებათ სხვის გასახარებლად და ხვალ ასე თორმეტი საათისთვის შევიკრიბოთ, როგორვ წინაზე, ჯითისის შენობასთან, კოლმეურნეობაზე. შევაგროვოთ ყველაფერი რაც გვექნება და წავიღოთ (ან წავიღებ, ვიცი რომ ბევრი დრო წინასაახალწლოდ არ გვაქვს არავის.მაგრამ იმაზე დიდი ბედნიერება ალბათ არაფერია, როდესაც შენ შეგიძლია გააბედნიერო და გაახარო ვინმე…
მითუმეტეს ბავშვი …გამოგვადგება ტკბილეული, სათამაშოები, ტანსაცმელი, ნაძვის ხის სათამაშოები და ყველაფერი რაც აზრად მოგივათ დამიწერეთ აბა თქვენი აზრი და შევჯერდეთ რას ვაკეთებთ.
სხვათა შორის, წინასაახალწლოდ გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დახმარება, ნივთებისა და თანხის გაცემა ყოველთვის დადებითად მოქმედებს მომდევნო წლის ბარაქაზე და კეთილდღეობაზე…
რასაცა გასცემ შენია…
არასოდეს დაგეზაროთ, არასოდეს დაგენანოთ გაცემა, თუ გსურთ რომ შემოგივიდეთ <3
ყველაფერ ახალს, ნათელს, დადებითსა და კეთილს თავისუფალი ადგილი სჭირდება თქვენს ცხოვრებაში, ოჯახში, სახლში შემოსასვლელად… თქვენ გაახარებთ სხვას, სამყარო გაგახარებთ თქვენ ^_^
ვიკრიბებით ხვალ, დღის 12 საათზე, კოლმეურნეობის მოედანზე რომ ჯითისია (პოპულიც იყო ) იქ. ყვავილების ბაზართან ახლოს. იკითხეთ ყველა მოგასწავლით.
ჩემი ნომერია 593219621;