ასტროლოგიური მაღაზია

პროგნოზირების ტრანზიტული მეთოდი

images (7)ეს ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი მეთოდია სხვა მეთოდებს შორის, რომლის საშუალებითაც გამოითვლება ადამიანის ცხოვრების ობიექტური მოვლენები, მისი ენერგეტიკული ცვალებადობები, რომლებიც დაკავშირებულია პლანეტების მოძრაობასთან და მათ ურთიერთზემოქმედებასთან.

ტრანზიტული მეთოდით გამოითვლება ადამიანის ცხოვრებაში მოსალოდნელი მოვლენები, ბუნებრივი კატაკლიზმები და ა.შ.

ნატალური რუქა არის პლანეტების საერთო მოძრაობის კერძო შემთხვევა, ადამიანის დაბადების მომენტში პლანეტების განლაგების ფოტოგრაფიული სურათი, რომელიც ადამიანის მთელ ცხოვრებას გასდევს.

ნატალურ რუკაზე ყოველ პლანეტას აქვს განსაზღვრული ადგილი, საიდანაც გავლენას ახდენს სხვა პლანეტებზე, რომლებიც ასევე გავლენას ახდენენ მასზე. ტრანზიტული პლანეტები მოძრაობის დროს განსაზღვრულ მომენტში პოზიტიურ ან ნეგატიურ გავლენას ახდენენ ერთმანეთზე და ასევე ნატალურ პლანეტებზე და ასეთ მომენტებში ხდება ადამიანის ცხოვრებაში გარკვეული მოვლენები.

პროგნოზირების ტრანზიტული მეთოდის არსს წარმოადგენს მოძრავი პლანეტები, ასევე სხვა ელემენტები, რომლებიც ასევე მოძრაობენ, ესენია: სახლების კუსპიდები, მთვარის კვანძები, ასტეროიდები და ა.შ. ეს მეთოდი არის ადამიანის ბედის, მისი ქმედებების განსაზღვრის მნიშვნელოვანი მეთოდი დროის განსაზღვრულ მონაკვეთში.

პლანეტების ტრანზიტების დროს გამოიკვეთება ადამიანის ფარული ფსიქოლოგიური ტენდენციები, რომლებიც ძირითად როლს ასრულებს ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღების დროს. მოძრავი პლანეტების ზემოქმედება და ასპექტაცია ნატალური რუქის ობიექტებთან გვიჩვენებს, რა სახის მოვლენასთან მოუწევს ადამიანს შეჯახება, თვითონ ამ ადამიანის ფსიქიკური რეაქცია გარემოზე ზემოქმედების დროს, ასევე გარშემომყოფების რეაქცია და ასევე დრო, როდესაც ეს მოვლენები შესაძლოა გამოვლინდეს ამ ადამიანის ცხოვრებაში.

რასაკვირველია პლანეტების მოძრაობა და მათი ნატალური რუქის ელემენტებთან ასპექტაცია არ იწვევს თავისთავად რაიმე მოვლენებს, ამ პერიოდში ადამიანი შინაგანად გრძნობს რაიმეს მიმართ მისწრაფებას, უჩნდება მოქმედების სურვილი. ეს არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, რომ ადამიანს პლანეტები აიძულებენ რაიმე ქმედებისკენ, ტრანზიტები საშუალებას გვაძლევენ, დავინახოთ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე, ხოლო ადამიანი როგორ იმოქმედებს, ეს მის ნებასურვილზეა დამოკიდებული.

ტრანზიტული პროგნოზირება ყველაზე მეტად გავრცელებულია, მეტიც, სხვა მეთოდებმა უნდა მიიღონ დადასტურება ტრანზიტული მეთოდით. ეს მეთოდი გვიჩვენებს საერთო სურათს და რამდენად ეწერება ადამიანი ამ სურათში, მაგალითად მარსი ყოველ ორ წელიწადში გაივლის კონკრეტული ადამიანის მერვე სახლს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ყოველ ორ წელიწადში ამ ადამიანს ელოდება ტრავმა ან სხვა ფსიქიკური შოკი. იმისათვის, რომ რაიმე ამგვარი სულისშემძვრელი მოვლენა მოხდეს, უნდა არსებობდეს შესაბამისი მონაცემები ადამიანის ნატალურ რუქაზე და ასევე, შესაბამისი მოვლენები უნდა გამოვლინდეს პროგნოზირების სხვა მეთოდებითაც, როგორიცაა პროგრესიები, დირექციები, სოლარი და სხვა.. ასევე მომზადებული უნდა იყოს ნიადაგი სხვა ნელამოძრავი პლანეტების მიერ.

მოამზადა ირინა თაბუაშვილმა

 

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი