პლუტონი
პლუტონი 254 წელიწადს ანდომებს ზოდიაქოს გავლას და თითოეულ ნიშნანში 12-დან 30 წლამდე რჩება.
ელემენტი გაურკვეველია. ბუნება მცხუნვარე, ცეცხლმოკიდებული.
მართავს მორიელს და ეგზალტირებულია თევზებთან. ის სასქესო ორგანოების ანალოგია.
ასახიერებს დიქტატორს სადისტს, მოძალადეს, ინტუიციურ და ძლევამოსილ ადამიანებს, როგორც ყველა დაფარულ და იდუმალებით მოცულ ძალებს.
ტემპერამენტი ქოლერიკი.
ხასიათი ემოციური ან უემოციო, აქტიური, პრინციპული. ის მგზნებარე და ღვარძლიანია.
პლუტონი ყველაზე შორსაა დედამიწიდან. ყველაზე ბოლოს აღმოაჩინეს და მისი ენერგიაც ყველაზე ნაკლებადაა გამორკვეული და შესწავლილი. წარმოადგენს ოკულტიზმს და ფარულ მეცნიერებებს, საიდუმლოებას, სიკვდილს, მომავალს, საკუთარი თავის ძიებას. მოაქვს რადიკალური გარდაქმნები, რომლისგან თავის დაღწევაც შეუძლებელია. მისი ტრანზიტულობის შემდგომ ადამიანი მთლიანად ტრანსფორმირდება, პოზიტიურად ან ნეგატიურად.
პლუტონი ჩვენს დაფარულ ინსტიქტებს მართავს, ცდუნებებს, მღელვარებასა და სექსუალურ ენერგიას. პლუტონელები ღრმა, ამოუცნობი, მიმზიდველი, ხანდახან შემაშფოთებელიც, უზარმაზარი ენერგიით დაჯილდოებული ადამიანები არიან. მუდმივად რომ საკუთარ ქვეცნიბიერში იქექებიან.
პლუტონი უარყოფითი გამოვლენაში სადისტებს, მოძალადეებსა და თავნება პიროვნებებს შობს. მის დამანგრეველ ძალას გამანადგურებელი ცვლილებებისა და კრიზისების გამოწვევა შეუძლია.