პლუტონის ასპექტები პლანეტებთან
პლუტონი ექსტრემალია – ყველაფერი ან არაფერი, უმაღლესი ან უმდაბლესი და არავითარი საშუალო.
მზესთან ასპექტებისას ძალასა და სიმძაფრეს გვაძლევს. ნეგატიური ასპექტები ( შეერთება, კვადრატი, ოპოზიცია) ნიშნავს, რომ სხვებს მძაფრი რეაქციები ექნებათ თქვენზე. პირველივე ნახვისას შუეყვარდებით ან შეგიძულებენ და ვერ ახსნიან რატომ. გაქვთ განკურნების უდიდესი ძალა. თქვენგან შესანიშნავი ფსიქოთერაპევტი, ექიმი, დეტექტივი დადგებოდა. ვერავინ შეედრება პლუტონს საიდუმლოებების ამოხსნაში.
პლუტონი მთვარის ასპექტებისას: მოულოდნელი, ექსტრემალური ხასიათის ცვალებადობაა. ნეგატიური ასპექტების მქონე ქალები ფრთხილად უნდა იყვნენ სხვა ქალებთან, რომლებსაც შეუძლიათ უღალატონ წლების ,,მეგობრობის” შემდეგ. ეს არ ნიშნავს რომ ყველა ქალი ასე მოგექცევათ, მაგრამ იმაზე მეტ ღალატს იღებთ, ვიდრე ყვებით, ბევრად მეტს. დედა ნებისყოფიანი და სერიოზული ტიპაჟია, ვისი მოტყუებაც ადვილი არ არის. უფრო მეტიც, ქალების ჰოროსკოპში დედა ეჭვიანობისკენ არის მიდრეკილი და ამის მიხედვით მოქმედებს.
მერკურისთან ასპექტებისას კომუნიკაციის მართვის ძლიერი უნარებია. წარმატებები აქვთ ვაჭრობაში, ხდებიან კარგი ფსიქოლოგები, ფილოსოფოსები. მის სიტყვებს თანაბარი ძალით შეუძლიათ განკურნონ და მოკლან ადამიანი. თუკი ასეთი ადამიანი ტექსტებს წერს მუსიკისთვის, ეს სიმღერები ჰიტებად იქცევა, თუნდაც სიკვდილის შემდეგ. მაგალითად, ჯონ ლენონს მერკური პლუტონის კვადრატი ჰქონდა, დაძაბული ასპექტებით მთვარესთან. მთვარე ემოციებს და გრძნობებს უმატებს ამ ყველაფერს. მისი სიტყვები თქვენს ტვინში აღწევს და აზრების შეცვლაც კი შეუძლიათ.
ვენერასთან დაძაბული ასპექტებისას ჰიპოგლიკემიისკენ მიდრეკილებაა (ისევე, როგორს სატურნთან და ურანთან ვენერას ასპექტები). ეს ადამიანები ნახევრად შეყვარებულები არასოდეს არიან. ისინი ან ბოლომდე უძღვნიან თავს საყვარელ ადამიანს ან საერთოდ არაფერს გრძნობენ. ისევ ყველაფერი ან არაფერი, უმაღლესი ან უმდაბლესი გრძნობები. ბევრ მეძავს აქვს ეს ასპექტი რუკაში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ამ მაჩვენებლის მქონე ადამიანი ვაჭრობს სექსით. ეს ნიშნავს, რომ ისინი პლუტონს გაყვნენ და ვენერა უარყვეს. პლუტონს უნდა, რომ ძლიერი იყო და გმართოს. სძულს სისუსტეები. ვენერა კი ჩვენი რბილი გრძნობების გამოხატულებაა, სიამოვნებისა და ბედნიერების განცდის უნარი. თუკი ბოლომდე გაყვები პლუტონს, ყოველთვის დომინანტობის სურვილი გექნება, ასევე, ყველაფრის გაკონტროლების დაუძლეველი სურვილი,
შესაძლოა რაიმე სისაძაგლეებიც კი გაუკეთო საყვარელ ადამიანს, როგორც კი ისინი შეეცდებიან ბედნიერი გაგხადონ, იმიტომ, რომ ბედნიერება ადვილად მოწყვლადია, როგორც გამოგიცდია. თუკი ამ გზას აირჩევთ აუცილებლად უბედური იქნებით. ერთადერთი გამოსავალი – სიღრმეში ჩამალული ემოციების ვულკანის ამოფრქვევისგან თავის შეკავებაა, საზოგადოდ მიღებული სოციალური თუ ესთეტიკური სტანდარტებით დაკმაყოფილება. უნდა ისწავლოთ სილამაზით, სიმშვიდით ტკბობა და ჰარმონიისკენ ისწრაფვოდეთ.
პლუტონი მარსის დაძაბული ასპექტების მქონე ადამიანები ნახევრად არასოდეს იბრძვიან. ეს დაახლოებით მორიელი მარსის ხასიათს გვაძლევს. ცეცხლსაშიშია!. ნებისმიერ ბრძოლაში მათი დევიზია: გამარჯვება ნებისმიერ ფასად!. წარმატებას მიაღწევენ ნებისმიერ პროფესიაში, რომელიც დაკავშირებული იქნება განადგურებასთან და ნგრევასთან. ტემპერამენტი – ვულკანი! მათ შეუძლიათ ერთი ხელის მოსმით გაანადგურონ თავისივე აშენებული და ახლის შენება დაიწყონ. ჰარმონიული ასპექტებისას კი ეს ძალაა! დიდი ძალა წნეხის გარეშე.
პლუტონის იუპიტერთან კავშირი იდეებს მარტივად ვერ იღებს. ძლიერი ტენდენციაა სრულებით შეცვალოს პრინციპები რომლითაც აღიზარდა.
სატურნთან ასპექტები ძალიან მძიმე ტვირთია, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში. ეს ნიშნავს, რომ სამეზობლოს ყველა ბავშვს შეუძლია იცელქოს შენ გარდა!. შენ აუცილებლად წაგასწრებენ და დაგსჯიან!.
პლუტონი ურანის ასპექტები დიდი სოციალური ძვრების დროს ჩნდება ხოლმე. (მაგალითად ოცდაათიანი წლების დიდი დეპრესია, დიქტატორთა აღზევება, ექსტრიმიზმი…) შოკისმომგვრელი ტრანსფორმაცია. რევოლუციები. ძირეული გარდაქმნები. ამ დროს ყველაფერი შეიძლება მოხდეს. პლუტონი ურანს განსხვავებულად კეთების ძალას აძლევს. პლუტონს განადგურება სურს, ურანი კიდევ პროცესებს აჩქარებს. ამ ორი პლანეტის კომბინაცია არაპროგნოზირებადი და საშიშია, თუმცა პოზიტიურ გამოვლენაში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები მოაქვს და ცვლილებებთან კარგი ადაპტაციის უნარი, განსაკუთრებით მზესთან, მთვარესთან ან მერკურთან თუ აქვს რომელიმე მათგანს დამატებით ასპექტები.
პლუტონი ნეპტუნის ასპექტები: ცხოველი ფანტაზიის უნარია, განსაკუთრებით თუკი რომელიმე მათგანს მთვარესთანაც აქვს ასპექტი.
ასცედენტთან მის შეერთება გაძლევთ ძალას წარბების ერთი მოჭმუხვნით დააფრთხოთ ნებისმიერი თავდამსხმელი. ტრინი და სექსტილიც ძალაა, მაგრამ ბევრად უფრო რბილი. ის უფრო ადვილად კონტროლირებადია, ვიდრე კვადრატი. დაძაბული ასპექტებისას აუცილებლად უნდა ისწავლოთ ზომიერება. ნებისმიერი სახის ურთიერთობა ძალაუფლებისთვის ბრძოლად შეიძლება იქცეს. უნდა ერიდოთ თერმონუკლეარული იარაღების გამოყენებას უმნიშვნელო საომარი მოქმედებების დროს.
პლუტონის ზენიტთან ასპექტები (როგორც ჰარმონიული ასევე დაძაბული) გვაძლევს მიდრეკილებას სიკვდილთან და ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული პროფესიებისადმი. ყველაფერი მედიცინიდან და ფსიქოთერაპიიდან დაწყებული, შენობების დემონტაჟზე მომუშავე კომპანიებით დამთავრებული. ასეთ ადამიანს სპეკულიანტობაც (პლუტონი სხვის ფულებს მართავს) მშვენივრად გამოუვა. მისაღებია პროფესიები, რომელიც მოითხოვს დიდ ენერგიას, პლუტონს სურს დიდი ბოსი იყოს!
მოამზადა დოჩი გოგოხიამ