პლანეტები საწყის გრადუსზე
პლანეტა საწყის გრადუსზე თითქოს არ ატარებს პირად პასუხისმგებლობას, მას ბევრი რამ ეპატიება და ბევრი რამ ეძლევა ბონუსად, საჩუქრად, თითქოს ეგრეგორი მას საკუთარ მიზნებში იყენებს, მთლიანად ართმევს ნებას და პასუხიმსგებლობას. როდესაც ადამიანს აღნიშნული პლანეტა მოქმედებაში აქვს მოყვანილი, მასზე განაწყენება შეუძლებელია, რადგან ის საკუთარ თავს არ ეკუთვნის. მისი მოქმედებების შეფასება რთულია, იმის გაგებაც ძნელდება, მის მოქმედებებს რისკენ მისჰყავს ინდივიდი, და ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ მზის პირველ გრადუსზე, რაღაცნაირად დაუღალავები არიან.
პლანეტები საწყის გრადუსზე გარეგნული მოქმედებებით ავლენენ თავს. ბავშვებს ჰგვანან, რომლებიც თამაშობენ, ცდიან, რადგან გამოცდილება არ აქვთ. აღნიშნული კი არც თუ ისე ცოტა შეცდომებს იწვევს.
მაშინ როცა, პლანეტა უკანასკენ გრადუსებზე პირიქით, ესაა „დაბრძენებული მოხუცებული“, რომელმაც შეითავსა იმ ნიშნის თვისებები, რომელშიც იმყოფება, მოქმედებს ინსტინქტებზე დაყრდნობით, დაფიქრების გარეშე, ორიენტირებულია შინაგანზე, ვინაიდან გარეგნული მისი მოქმედებები, შესაძლოა, შეუმჩნეველი დარჩეს.
პლანეტა უკანასკენ გრადუსზე კარმულ მისიას ატარებს. ესაა ნიშნებს შორის გარდამავალი თვისების მატარებელი პლანეტა, რომელიც მიუთითებს თუ რა უნდა ქნას ადამიანმა ახლა და არა იმაზე, თუ რა იყო ადრე.
ბოლო გრადუსზე მყოფ პლანეტას თითქოს ყველაფერი ეზარება, მან ხომ ყველაფერი იცის, უკანასკნელი სამი გრადუსი ასევე შეიძლება დავაკავშიროთ შესაძლებლობების ზღვარს მიღმა არსებულთან, „აკრძალულია, მაგრამ საჭიროებ, ანუ შესაძლებელია …“ თქვენ გაფრთხილებენ, რომ არ იმოქმედოთ ასე, თუ ისე, მაგრამ ისწრაფვით აკრძალულის განხორციელებისკენ. მაგ.: არ შეყო თითი ჩამრთველში! თქვენ კი მაინც ჯიუტად აკეთებთ ამას.
პირველი გრადუსები გვაგონებენ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნას, ხოლო სასრულ გრადუსზე არსებულ პლანეტას თითქოს სძინავს, მას მობეზრდა მე-დ ყოფნა, აღნიშნული განსაკუთრებით მკაფიოდ ვლინდება მარსისა და ვენერის შემთხვევაში.
მოკლედ, სასრულ გრადუსზე მყოფი პლანეტა რა თქმა უნდა მოქმედებს, მაგრამ არა იმ დატვირთვით, რაც მას გააჩნია, არა იმ თვისებებით, რომელიც მას ამა თუ იმ ნიშანში მდებარეობამ მიანიჭა. 28-ე, 29-ე და 30-ე გრადუსზე მყოფ პლანეტას არ შესწევს გმირობის ჩადენის უნარი, მას გააჩნია მხოლოდ გამოცდილება და ესაჭიროება შინაგან დონეზე მუშაობა. ხოლო 1-ელ, მე-2 და მე-3 გრადუსზე მყოფ პლანეტას იმაზე მეტი ენერგია აქვს, ვიდრე საჭიროებს, თუმცა არ გააჩნია გამოცდილება. აღნიშნული დაახლოებით ასე ჟღერს: ეჰ, „ახალგაზრდობამ“ რომ იცოდეს, ან „სიბერეს“ რომ შეეძლოს…
როდესაც მზე იმყოფება ნიშნის სასრულ გრადუსზე, ადამიანს უჭირს გაგება, ვინაა, იმიტომ რომ ის ნიშნების ზღვარზე იმყოფება, თითქოს მერწყულიცაა და ამავე დროს თევზებიც, ერთი მხრივ, მორიელია, მეორე მხრივ კი-მშვილდოსანი, ან საერთოდ, ორივე ნიშნის თვისებას შთანთქავს.
ხოლო თუ მზე საწყის გრადუსზე იმყოფება, ესაა შემოქმედებითი ნატურა, ბავშვური სული, რომელიც იძლევა სიცოცხლის სიყვარულსა და დინამიური განვითარების, მოძრაობის დაუოკებენ სურვილს. ასეთი ადამიანისთვის ყველაფერი სიახლეა, ყოველი გამოწვევა რაღაცის თავიდან დაწყებას გულისხმობს, ცხვარს ჰგავს, რომელიც ერთსა და იმავე კარებს ასკდება და მის გარღვევას ცდილობს, მაგრამ აღნიშნული ქმედება მას ყოველ ჯერზე ახლად ეჩვენება. იმეორებს ერთსა და იმავე შეცდომებს. ამავე დროს, გააჩნია სიტუაციის წინასწარ განჭვრეტის უნარი, გულახდილობა და პირდაპირობა, მუდმივი განახლების მოთხოვნილება.
როდესაც მამაკაცის მთვარე სასრულ გრადუსზეა, ფლობს მკაფიო წარმოდგენას მისთვის სასურველი ქალის ტიპაჟზე, იცის ქალთან მოქცევის წესი, ანუ, არსებითად იცის, რა და როგორ სურს. ხოლო ქალის შემთხვევაში, აღნიშნული იძლევა შინაგანი მოთხოვნილებების სრულ გააზრებას.
მამაკაცი, რომელსაც მთვარე საწყის გრადუსზე აქვს, საერთოდ არ ფლობს ქალთან მოქცევის ტაქტიკას, თუმცა ეს არ მიუთითებს მის სულელობაზე.
მერკური სასრულ გრადუსზე-დაგროვილი გამოცდილება თავისთავად ვლინდება (ლექსების წერის უნარი, წამყვანად მუშაობა, ან ფსიქოლოგობა), ხოლო ცხოვრებისეულ დონეზე წარმოშობს კავშირის დამყარების სირთულეს. (მაგ.: მალახოვს მერკური მშვილდოსნის 30-ე გრადუსზე აქვს).
მერკური ნიშნის საწყის გრადუსზე-ყველაფრის მისებური აღქმა, ახლობელი ადამიანების ნათქვამზე გაბუტვა, ნათქვამის საწყის ეტაპზე არასწორი აღქმის საფუძველზე.
ვენერა სასრულ გრადუსზე-შინაგანად ადამიანი თავს ბრძნად მიიჩნევს იმ სფეროებში, რომელსაც ვენერა მართავს, წინასწარ იცის, როგორ მოიქცეს პარტნიორთან, მაგალითად, რომ არ უნდა უღალატოს, იქონიოს მასზე ზეგავლენა, თუმცა მიუხედავად აღნიშნულის ცოდნისა და სხვებისთვის ამ რჩევის მიცემისა, თავად ხშირად ეზარება ამ რჩევების მიხედვით მოქმედება, ეზარება საკუთარ თავთან ბრძოლა და ის კვლავ და კვლავ სჩადის ერთსა და იმავე შეცდომას, აღნიშნულის გააზრების მიუხედავად.
ასევე წარმოშობს ქორწინების მიმართ ერთგვარ ფობიას, არ ენდობა პარტნიორს და მისგან ყოველთვის რაღაც შეცდომას მოელის.
ქალის შემთხვევაში ესაა ქალურობის გამოვლენის პრობლემა, შესაძლოა, გააჩნდეს არაჩვეულებრივი გემოვნება, იყოს სილამაზითა და ხელოვნებით გატაცებული, მაგრამ როგორც ქალი, რთულად რეალიზდება.
ვენერა საწყის გრადუსზე-ყოველი შეყვარება პირველს ჰგავს.
მარსი სასრულ გრადუსზე-ქალის შემთხვევაში განსაკუთრებულ საშიშროებას არ წარმოშობს. კაცის შემთხვევაში კი არც თუ ისე სახარბიელოა, არ შესწევს წინააღმდეგობის გაწევის უნარი, ენერგია აქტიურობისთვის, რამის, ან ვინმეს მოპოვებისკენ სწრაფვა. გარკვეულწილად წააგავს მარსის მდებარეობას თევზებში, ან ასცენდენტ თევზებს. ინდივიდს არ ჰყოფნის დაწყებულის ბოლომდე მიყვანის უნარი, როდესაც რამე, ან ვინმე მისი მოქმედების არეალიდან გადის, კარგავს გონებას. გარშემომყოფები მას ინერტულად და მშვიდ ადამიანად თვლიან, მალავს სექსუალურ სურვილებს, შინაგან იმპულსებს არ აძლევს გამოვლენის საშუალებას.
თუ თქვენი იუპიტერი სასრულ გრადუსებზე იმყოფება, ის შესაძლოა კარგად ჩაანაცვლოს მერკურიმ, როგორც გონებრივმა შესაძლებლობებმა, განათლებამ და უცხო ენებისკენ მიდრეკილებამ; მარსმა-როგორც ენერგიულობამ და გამტანობამ; სატურნმა-როგორც სირთულეების ატანის უნარმა;
თუმცა, მსგავს ინდივიდს არ აქვს იუპიტერიანელის ის ოპტიმიზმი, წვრილმანი დაბრკოლებების არ შემჩნევის უნარი და წარმატების მიღწევაში დარწმუნებულობა, რომელიც ზოგადად იუპიტერის მფარველობის ქვეშ მყოფ სუბიექტებს გააჩნიათ. ადამიანს შესაძლოა აწუხებდეს დაბალი თვითშეფასება, მიუხედავად იმისა, რომ შინაგანად საკუთარ შესაძლებლობეს აანალიზებს. აღნიშნული იუპიტერი თითქოს დაღლილ მდგომარეობაში იმყოფება.
აღნიშნული მდებარეობის დადებითობა გამოიხატება იმაში, რომ პიროვნებას შესწევს უნარი, თავი სხვების ადგილას წარმოიდგინოს, გაუგოს მათ, მაგრამ ეს მხოლოდ თეორიის საფუძველზე ხორციელედება და პრაქტიკაში გამოვლენას ვერ ჰპოვებს, ინდივიდის ძალისხმევისა და შინაგანი უნარების გამოვლენის მცდელობის გარეშე.
მაშინ როცა, იუპიტერის საწყის გრადუსზე არსებობა, ადამიანს ანიჭებს ოპტიმიზმსა და პოზიტიურ ნატურას. „შეხედე, როგორი ცისფერი ცაა! როგორ ხასხასებს ყველაფერი, რა ლამაზია გარემო!“ აღნიშნული კი მას სიცოცხლისუნარიანობასა და ყოველი დაცემის შემდეგ ფეხზე წამოდგომის უნარს ანიჭებს! ის მადლიერია სამყაროსი, მის მიერ მონიჭებული უნარებისთვის.
სატურნი პირველ გრადუსებზე-„მე პასუხისმგებლობის გრძნობით განმსჭვალული პიროვნება ვარ, ვალდებული ვარ მოვიქცე ასეც და ისეც, მე ვასრულებ მიცემულ პირობებს, აბა, სცადეთ, აღნიშნულში ეჭვის შეტანა!“ მაგრამ შინაგანად აღნიშნული პასუხისმგებლობა ადამიანს ტვირთად აწევს, შესაბამისად, ხშირად მიცემული პირობები უკანასკნელ მომენტამდე არ სრულდება, რადგან ადამიანს მათი შესრულება ეზარება.
ურანი საწყის გრადუსებზე-თავისუფლებისმოყვარე ადამიანის როლის თამაში მისთვის ყველაზე საყვარელი გასართობია. თითქოს არავის საჭიროებს, არაფერი ადარდებს, გიჟური იდეები აწუხებს, თითქოს ყოველთვის რაღაც სიახლის ძიებაშია.
ნეპტუნი სასრულ გრადუსებზე-მიდრეკილია ხელოვნებისკენ, დაკავშირებულია მის რამდენიმე დარგთან, ან მისი საქმიანობა გარკვეულ კავშირშია აღნიშნულთან.
კვანძები საწყის გრადუსებზე-კარმა ამავე ცხოვრებაში აღესრულება.
რაქუს სასრულ გრადუსზე მდებარეობა-წარსული გამოცდილება უკვე დამუშავებულია და ახალი ნაბიჯების გადადგმა მოეთხოვება.
მოამზადა ანი ნამ