ასტროლოგიური მაღაზია

პლანეტების მნიშვნელობა ტრანზიტულ ანალიზში

images (6)

ტრანზიტული (მოძრავი) პლანეტის გავლენა(ემიტორა) ყოველთვის შეესაბამება ანალოგიური პლანეტის გავლენას რადიქსში( ნატალურ რუკაზე). პლანეტები ტრანზიტულ ანალიზში ყოველთვის განიხილება მინიმუმ ორი პოზიციიდან.

პირველ რიგში თვითონ პლანეტის თვისობრიობის თვალსაზრისით.. მაგალითად: მერკური პასუხისმგებელია კონტაქტებზე, ურთიერთობებზე, ინფორმაციაზე.. მარსი- ფიზიკურ მოქმედებებზე, აქტივობაზე და ა.შ. მეორეს მხრივ ყოველი პლანეტა ადამიანის საქმიანობის და ცხოვრების რაიმე სფეროს წარმართავს, იმის მიხედვით, ნატალურ რუქაზე რომელ სახლშიც მდებარეობს, ანუ რის მაჩვენებელია(სიგნიფიკატორია).

მაგალითად, თუ სატურნი ნატალურ რუკაზე (რადიქსში) დაავადებების მაჩვენებელია, მოძრავი სატურნის ტრანზიტებიც ამ სფეროს გააქტიურებაზე მიუთითებს, ანუ თუ ის გადაადგილდება ნატალურ რუქაზე განლაგებულ მზეზე, მთვარეზე, ან მოძრაობს პირველ და მეოთხე სახლებში, შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე, გამოიწვიოს მისი შესაბამისი დაავადებები. ან ვთქვათ იუპიტერი ნატალურ რუკაზე ფინანსური საქმეების მაჩვენებელია (სიგნიფიკატორია), მაშინ ამ საკითხებს შეეხება მისი ტრანზიტული გადაადგილებები და ასპექტები.

პლანეტები არასოდეს არ იცვლიან იმ ფუნქციას და თვისებებს, რაც გააჩნიათ ნატალურ რუკაზე. ანუ თუ იუპიტერი ფინანსებს განსაზღვრავს რადიქსში, ეს არასოდეს არ შეიცვლება და თავისი ტრანზიტული მოძრაობის დროს წინ წამოსწევს სწორედ იმ საკითხებს, რაზეც არის პასუხისმგებელი ნატალურ რუკაზე იმ შინაარსთან შესაბამისობაში, რომელ სახლშიც მოძრაობს.

სწორი ინტერპრეტაციისთვის მნიშვნელოვანია რადიქსის (ნატალური რუქა) რომელ სახლში გადის პლანეტა და რომელ სახლში განლაგებულ პლანეტებს უკეთებს ასპექტებს.უნდა გავითვალისწინოთ, რა თქმა უნდა, ამ დროს პლანეტა რომელ ზოდიაქოში იმყოფება, ანუ სახლშია, ეგზალტაციაშია, განდევნაშია თუ დაცემაშია.

პლანეტის ეგზალტაცია და დომინაცია (სახლში ყოფნა) მიუთითებს, საიდან იღებს ადამიანი ძალას, რომ გადაჭრას ესა თუ ის პრობლემა. მაგალითად, თუ ტრანზიტული (მოძრავი) ვენერა გადის ადამიანის ნატალური რუქის მეხუთე სახლში – ამ ადამიანს უჩნდება რომანტიკული თავგადასავლების, ესთეტური სიამოვნების მიღების სურვილი, ამ სურვილების წყაროს დასადგენად უნდა განვიხილოთ ნატალური რუქის ის სახლები, რომლებიც მოიცავს სასწორის, კუროს და თევზების ზოდიაქოებს.

თუ ტრანზიტული პლანეტა მარსია, ყურადრება უნდა მიექცეს სახლს სადაც მდებარეობს მარსი და აგრეთვე სახლებს, რომლებიც მოიცავენ ვერძის, მორიელის და თხის რქის ზოდიაქოებს. როდესაც პლანეტა გადის სახლში, სადაც ის მმართველია, აშკარაა, რომ ამ სახლის თემა ძლიერად იქნება გამოხატული.

მოამზადა ირინა თაბუაშვილმა

 

ავტორი

მსგავსი ფოსტები