პირველი მღვდელმთავრის სამკერდე მოსასხამის 12 პატიოსანი ქვა
ზაურ ქოქრაშვილი
ძველი აღთქმის, მოსეს მეორე წიგნის, გამოსვლის 28-ე თავის მე-17-18-19 და მე-20 მუხლებში, აგრეთვე 39-ე თავის მე-10-11-12 და მე-13 მუხლებში მოყვანილია პირველი მღვდელმთავრის – აარონის (აჰრონის) სამკერდე მოსასხამზე განლაგებული თორმეტი ცალი პატიოსანი ქვა, სამ-სამი ოთხ რიგად, რომლებზეც ამოტვიფრული იყო ებრაელთა თორმეტი შტოს, ანუ იაკობის თორმეტი ძის სახელები.
ალჟირში, 1979 წელს, რუსულენოვანი ბიბლიის მიხედვით, რომელიც ჩვენთვის პირველწყაროს, პირველ ბიბლიას წარმოადგენდა, აღმოვაჩინეთ, რომ აარონის სამკერდე მოსასხამის მე-6 ქვად ალმასი იყო დასახელებული. ალმასი, რომელიც მსოფლიო საზოგადოებამ, როგორც ძვირფასი ქვა, ლიტერატურის მიხედვით, X-XIII აღიქვა. თანაც, ამოტვიფრავდნენ კი ალმასზე პირველ საუკუნეში, იაკობის მეექვსე ძის ნეფთალემისის 10 მარცვლიან სახელს?
დაშვებულია საკმაოდ დიდი შეცდომა. გასაკვირი იყო რუსულენოვანი ბიბლიისათვის, ანუ რუსებისათვის, რომლებიც, მართალია ქრისტიანები XI საუკუნეში კი გახდნენ, მაგრამ ძვირფასი ქვების დამუშავებაში პრიორიტეტულად მიაჩნიათ თავიანთი თავი.
ახალი აღთქმის განხილვისას, ზემოთ ჩამოთვლილი ლიტერატურის გარდა, კიდევ აღმოჩნდა მეტად საინტერესო, უნიკალური, უძველეს ხელნაწერებში მოყვანილი, შეიძლება ითქვას საამაყო ფაქტიური მასალა, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებლობა მოგვეცა დაგვეზუსტებინა პირველი მღვდელმთავარის- აარონის სამკერდე მოსასხამზე განლაგებული 12 პატიოსანი ქვის როგორც დასახელებები, ისე მათი განლაგების თანმიმდევრობა.
964 წლით დათარიღებული ქართული ხელნაწერი “თვალთაი”
ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება 964 წლით დათარიღებული იოანე-ბერის მიერ შედგენილი ე.წ. “შატბერდის კრებული”, რომელშიც შესულია IV საუკუნის ცნობილი ბიზანტიელი მწერლისა და ღვთისმეტყველის, ეპიფანე კვიპრელის (314-403 წწ.) მიერ დაწერილი ტრაქტატის – “თვალთაი’’-ს თარგმანი. იგი წარმოადგენს იმ თორმეტი პატიოსანი ქვის აღწერას, რომლებიც პირველი მღვდელმთავრის – აარონის (აჰრონის) გულმკერდის მოსასხამზე იყო განლაგებული, სამ-სამი ოთხ რიგად და რომელიც ჩვენი გამოკვლევის ერთ-ერთ ძირითად საკითხად გამოიკვეთა.
აღნიშნული “თვალთაი”-ს ქართული ტექსტი, 1934 წელს მთლიანად გამოაქვეყნა ცნობილმა ქართველოლოგმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა რობერტ ბლეიკმა. ჩვენ ვისარგებლეთ აკადემიკოს მზექალა შანიძის რედაქტორობით გამოცემული შრომით (1979, გვ. 127-175).
რობერტ ბლეიკი თავის შრომაში აღნიშნავს, რომ დღეისათვის (ე.ი. ორმოცდაათიანი წლებისათვის) ამ თხზულების დედანიდან, ე.ი. ეპიფანე კვიპროსელის IV საუკუნის ბერძნული ტექსტიდან, არაფერია დარჩენილი, ხოლო ლათინური თარგმანიდან მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი. სრული სახით ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ ქართულმა ტექსტმა, რომელიც დღეს მთელი საქრისტიანოსთვის ერთადერთ ძირითად დასაყრდენ ხელნაწერს წარმოადგენს პირველი მღვდელმთავრის – აარონის სამკერდე მოსასხამზე არსებული 12 ცალი პატიოსანი ქვის გასარკვევად.
აღნიშნული “თვალთაი”-ს ქართული ტექსტი “შატბერდის კრებულში” ორია. პირველი, 127-იდან 137 გვერდამდე, ეპიფანე კვიპროსელის ნარკვევის თარგმანს წარმოადგენს. მეორე, 137-იდან 175 გვერდის ჩათვლით, რომელიც ოთხჯერ მეტია პირველზე, ქართული ერუდიციით არის გაჯერებული. “თვალთაი”-ში დეტალურად არის დახასიათებული აარონის 12 პატიოსანი ქვა შემდეგი დასახელებებით და თანმიმდევრობით:
პირველი რიგი:
1. სარდიონი – რუბენისი – იაკობის პირველი ძის სახელი;
2. ტბაზიონი ანუ ტოპაზი – სვიმეონისი – იაკობის მეორე ძის სახელი;
3. ზმური ანუ ზურმუხტი – ლევისი – იაკობის მესამე ძის სახელი;
მეორე რიგი:
4. იაკინთე ანუ იაგუნდი – იუდაისი – იაკობის მეოთხე ძის სახელი;
5. საფირონი – დანისი – იაკობის მეხუთე ძის სახელი;
6. იასპინი ანუ იასპი – ნეფთალემისი – იაკობის მეექვსე ძის სახელი;
მესამე რიგი:
7. ლიგვირიონი ანუ ქარვა – გაადისი – იაკობის მეშვიდე ძის სახელი;
8. აქატი – ასერისი – იაკობის მერვე ძის სახელი;
9. ამეთვისტონი ანუ ამეთვისტო – იზაქარისი – იაკობის მეცხრე ძის სახელი;
მეოთხე რიგი:
10. ძოწეული ანუ მარჯანი – ზაბილოვნისი – იაკობის მეათე ძის სახელი;
11. Bივრილიონი ანუ ბივრილი – იოსეფისი – იაკობის მეთერთმეტე ძის სახელი;
12. Fრცხილი ანუ ონიქსი – ბენიამენისი – იაკობის მეთორმეტე ძის სახელი.
თვალსაჩინოებისთვის ჩვენ შევადგინეთ ცხრილი შემდეგი თანმიმდევრობით, რადგანაც დასაყრდენს ქართული “თვალთაი” წარმოადგენს, მას შევაჯერებთ, პირველ რიგში, 1877 წელს ვენაში გამოცემული ებრაული ბიბლია, შემდეგ ბერძნული, ლათინური და რაც მთავარია 978 წლის უძველესი ქართული ბიბლია.
ამ ოთხი ბიბლიის და “თვალთაი”-ს შედარებით რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ესპანურ და სომხურ ბიბლიებთან, მაპატიებს ღმერთი და მეტად სავალალო შედეგები მივიღეთ. რუსულ (1901, 1973, 1989, 1990, 2000 წწ.), ინგლისურ (1977, 1989 წწ.) და ესპანურ (1960 წ.) ბიბლიებში 7-7 შეცდომა დაფიქსირდა; გერმანულ (1901, 1969 წწ.) და 1989 წელს გამოცემულ ქართულ ბიბლიებში 6-6 შეცდომა. 5 შეცდომაა 2000 წ. ფრანგულ ბიბლიაში. რაც შეეხება 1999 წლის სომხურ ბიბლიას, მასში შეცდომების ქაოსია. Gამოსვლის 28-ე თავში ერთი ქვების დასახელებებია შეცდომით, ხოლო 39-ე თავში კი აბსოლუტურად განსხვავებული ქვების სახელწოდებებია ასევე შეცდომით.
შესწავლილ ბიბლიებში მოყვანილ მასალათა შეჯერებით, რაც ჩვენს მიერ შედგენილ ცხრილში კარგად არის გამოსახული, დავრწმუნდით, რომ სხვადასხვაენოვან ბიბლიათა უმეტესობაში, პატიოსან ქვათა ბერძნული ან მისი დამახინჯებული დასახელებებია შემორჩენილი. ყველაზე მეტი შეცდომები რიგითობით – პირველი, მეოთხე, მეექვსე, მეშვიდე და მეათე ქვების დასახელებაში ფიქსირდება.
პირველი მღვდელმთავრის – აარონის სამკერდე მოსასხამის პირველ ქვად “თვალთაი”-ში ბერძნულ, ლათინურ და მითუმეტეს ქართულ ბიბლიებში “სარდიონია” დასახელებული, გარდა რუსულენოვანი ბიბლიისა, სადაც პირველ ქვად რუბინია დაყენებული. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ 1989 წლის ქართულ ბიბლიაში პირველ ადგილზე მინერალი ლალია დაფიქსირებული.
ებრაულ ბიბლიაში (ვენა, 1877 წ.) პირველ ქვად “ოდემ”-ია მითითებული. თუ ავიღებთ აბრამ ევან-შოშანის ( იერუსალიმი, 1963 წ.) ებრაული ენის განმარტებით ახალ ლექსიკონს (მილლიონ ხადაშ), მასში “ოდემ”-ის შემდეგი განმარტებაა მოყვანილი: 1. სიწითლე; 2. შახელწოდება ძვირფასი ქვისა, მკვრივი, ხორცისფერი – ჩარნეოლ (რაც სარდიონია). ერთ-ერთი იმ 12 ქვათაგანი, რომელიც დიდი მღვდელმთავრის აარონის სამკერდე მოსასხამზე იყო და 3. ზოგიერთი რუბინსაც ეძახის (1963, ტ. I გვ 13). ცნობისთვის, ამ ზოგიერთს ფ. შაპიროს (1963) ებრაულ-რუსული ლექსიკონი წარმოადგენს.
აქედან ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ აარონის პირველი ქვა სარდიონია, რაც “თვალთაი”-ს ბერძნული, ლათინური, უძველესი ქართული და ებრაული ბიბლიაში მოყვანილი “ოდემ”-ის განმარტებიდანაც მტკიცდება. ყოველივე ეს საფუძველს გვაძლევს ვამტკიცოთ, რომ რუსულენოვან ბიბლიაში რუბინი სერდოლიკად (სარდიონის რუდული დასახელება) უნდა შეიცვალოს.
რაც შეეხება ქართულ ბიბლიაში (1989 წ., გვ. 82) აარონის მოსასხამის პირველ ქვად მოყვანილ ლალს, ეს დაუდევრობაა. ჩვენი აზრით, იგი სამმაგ შეცდომად უნდა ჩაითვალოს.
პირველ რიგში, არ გაითვალისწინეს, რომ ყველა უძველეს ბიბლიაში, მითუმეტეს ებრაულში “ოდემ” და რაც მთავარია, “თვალთაი”-ში პირველი ქვა სარდიონია.
მეორე, XIII საუკუნის ცნობილი ირანელი მეცნიერი აბულ ყასემ აბდოლაჰ ქაშანი (მერი ჩიქობავა, 1986 წ.) თავის ტრაქტატში – “ძვირფას ქვათა შესახებ”, აღნიშნავს, რომ პატიოსანი ქვა – ლალი აღმოჩენილია VII-VIII საუკუნეებში და როგორც დამოუკიდებელი მინერალი გამოყენებულ იქნა X საუკუნეში. ამ დროს, დღეს ყველამ კარგად იცის ბიბლია როდის დაიწერა.
მესამე შეცდომა კი იმაში მდგომარეობს, რომ ლალი ამ შემთხვევაში რუსული რუბინიდან არის ნათარგმნი, რადგანაც დღეს საქართველოში რუბინს ქართულად შეცდომით “ლალს” უწოდებენ. საქვეყნოდ არის ცნობილი, რომ რუბინი მინერალ კორუნდის (Aლ2O3) წითელი სახესხვაობაა, ხოლო კორუნდის მეორე ლურჯი სახესხვაობა კი საფირონია. მინერალ კორუნდს მოოსის ცნობილ მინერალთა სიმაგრის ცხრილში მე-9 ადგილი უკავია.
რაც შეეხება ლალს, იგი მინერალი შპინელია – MგAL2O4. რუბინის შესატყვისი ქართული დასახელება კი იაგუნდია, რაც ქართველებმა ჯერ კიდევ XII საუკუნეში უკვე კარგად იცოდნენ. ამიტომაცაა, რომ ენციკლოპედიური განათლების მქონე შოთა რუსთაველი, თავის უნიკალურ “ვეფხისტყაოსანში”, ასე ხატოვნად აღნიშნავს – “იაგუნდი და ლალები”. ასე რომ, თუ რუბინიდან ითარგმნა, რაშიც დარწმუნებული ვართ, მაშინ ლალი კი არა იაგუნდი უნდა დაეწერათ. ეს ისე, ცნობისთვის. ამ დროს, ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ აარონს სამკერდე მოსასხამზე პირველ ქვად სარდიონი ჰქონდა.
მეოთხე ქვად “თვალთაი”-ში ბერძნული ტერმინოლოგიით იაკინთია დასახელებული, რომლის ქართული შესატყვისი სულხან-საბას მიხედვით (1991, ტ. I გვ. 320) იაგუნდია, რაც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ. მისი რუსული შესატყვისი რუბინია ანუ კორუნდის წითელი სახესხვაობა. Mხოლოდ გერმანულ ბიბლიაშია ღუბინ, ყველა დანარჩენ ბიბლიებში უნდა შესწორდეს და მითუმეტეს, 1989 წლის ქართულ ბიბლიაში, რომელშიც ინგლისურ ბიბლიასთან ერთად ფირუზია მითითებული.
რაც შეეხება მეექვსე ქვას, ყველა ძირითად ბიბლიაში იასპით არის განმარტებული, გარდა რუსული, ინგლისური, გერმანული და ფრანგული ბიბლიებისა, სადაც მე-6 ქვად ალმასია მოყვანილი. მრავალი მკვლევარი (გ. სმიტი 1984, გვ.22) ამტკიცებს, რომ ალმასი მხოლოდ X საუკუნეში დააყენეს როგორც ძვირფასი ქვა მარგალიტის, ზურმუხტის და იაგუნდის შემდეგ. სხვა მასალითაც ალმასი არაბიბლიური ქვაა. ჯერ ერთი, ძნელად წარმოსადგენია იმხელა ალმასი, რომელზედაც იაკობის მე-6 ძის ნეფთალემისის ათმარცვლიანი სახელი დაეტეოდა ამოსატვიფრად და მეორეც, ამოტვიფრავდნენ კი სახელს ალმასზე იმ დროს? ამიტომ, რადგანაც საფუძვლად ებრაულ ბიბლიას და “თვალთაი”-ს მონაცემებს ვიღებთ, ბუნებრივია, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და ესპანურ ბიბლიებში მე-6 ქვად ალმასის მაგივრად იასპი, ანუ რუსულად – იაშმა უნდა იყოს.
მეტად საინტერესოა მე-7 ქვის – ლიგვირიონის საკითხი. მისი შესაბამისი ქვა ებრაულ ბიბლიაში (ვენა, 1877წ.) ლეშემად არის წოდებული. Aბრამ ევენ-შოშანის ებრაული ენის განმარტებით ლექსიკონში ვკითხულობთ: “ლეშემ” – მკვრივი გაქვავებული ფისი, გამჭვირვალე, გამოიყენება მოსართავად, მისი ფერი არის ღია ყვითლიდან წითლამდე. ეს არის ერთ-ერთი ქვა იმ თორმეტიდან, რომელიც იყო მღვდელმთავარის გულის მოსასხამზე” (1963, ტ. I, გვ.680). აქედან გამომდინარე, ლიგვირიონის ქართული სახელწოდებაა ქარვა. საგულისხმოა, რომ ბერძნულ, ლათინურ და ყველა ძველ ქართულ ბიბლიაში მე-7 ქვად ლიგვირიონი არის აღნიშნული, მაშინ, როდესაც დანარჩენ ბიბლიებში ქაოსია: რუსულში – იახონტ-I, ინგლისურში – ჟაცინტჰ , გერმანულში -LLყნფურერ , ფრანგულში კი -OOპალე. დღეს ოცდამეერთე საუკუნეა და ამიტომ, ვფიქრობთ, ყველა ბიბლია უნდა შესწორდეს თანამედროვე დასახელებებით.
“თვალთაი”-ს მე-10 ქვა ძოწეულია ანუ ძოწი. მისი ებრაული შესატყვისია – თარშიშ-ი. აბრამ ევენ-შოშანის ებრაული ენის განმარტებით ლექსიკონში ვკითხულობთ: – “თარშიშ – ბერძნული თალასის-იდან მოდის და ნიშნავს ზღვიდან მოსულს, ერთგვარად დამუშავებულ ნიჟარას (სადაფი), რომელი მარგალიტის დედაა და მარჯანისაც, ეს არის თორმეტ ქვათაგანი, რომელიც არის პირველი მღვდელმთავრის მკერდის მოსასხამზე” (1963, ტ.IV, გვ.182.)
აქედან ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: ძოწეული ზღვიდან მოსულ, ზღვაში წარმოქმნილ პატიოსან ქვებს აერთიანებს. დღეს საქართველოში მცდარი შეხედულებებია გავრცელებული: ზოგიერთნი ძოწს გრანატს უწოდებენ. საქართველოს უდიდედი ლექსიკოგრაფის – სულხან-საბა ორბელიანის განსაზღვრებით, ძოწი – მარჯანია. მის “სიტყვის კონა”-ში ვკითხულობთ: – “ძოწი არის მსგავსი რამე გენუას ზღვასა შინა, ვითარცა რქანი შვლისანი, ბროწეულის ყვავილის ფერი, არამედ შავი და თეთრი იპოვების. რა სიღრმით ამოიღების უმაგრეს იქმნების ყოველთა ქვათასა. კრიალოსნად დასთლიან, სამკაულადაც იხმარენ და სხვა რიგადაც მრავლად სახმარ არს” (1949, გვ.440; 1993, ტ.II, გვ.357).
ბერძნულ, ლათინურ და სხვა ბიბლიებში მე-10 ქვად ქრიზოლითია მოხსენიებული, ოქროს ქვა, თუმცა ინგლისურში – Bერყლ – ბივრილი, გერმანულში – თურტის – ფირუზი, მაგრამ ჩვენი აზრით ყოველგვარი უფლება გვაქვს დავეყრდნოთ “თვალთაი”-ს ებრაული ბიბლიის მონაცემებს და მე-10 ქვად ძოწეული ანუ მარჯანი ვაღიაროთ.
მეტად საგულისხმოა მე-11 და მე-12 ქვების საკითხი. ყველაენოვან ბიბლიაში
ამ ქვების დასახელებებში და მათ თანმიმდევრობაში, ანუ რიგითობაში დაშვებულია შეცდომები. ამ დროს “თვალთაი”-ში ებრაულ, ბერძნულ, ლათინურ და უძველეს ქართულ ბიბლიებში მე-11 ქვად ბივრილია დასახელებული, რომლის რუსული შესატყვისი ბერილლ-ია. მის ადგილს ყველაენოვან ბიბლიაში შეცდომით ონიქსი იკავებს, რაც ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა გასწორდეს.
რაც შეეხება მე-12 ქვას, “თვალთაი”-ში და უძველეს ქართულ ბიბლიებში ფრცხილი წერია, მაშინ როცა ებრაულ, ბერძნულ და ლათინურში შესაბამისად ონიქსია. ისე, ცნობისათვის, სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის განმარტებით (1993, ტ.II, გვ.201) ფრცხილი თვალია პატიოსანი და ონიქსს შეესაბამება.
ზემოთ განხილული მასალის საფუძველზე დადგენილად შეიძლება ჩაითვალოს, რომ პირველი მღვდელმთავარის – აარონის სამკერდე მოსასხამზე შემდეგი პატიოსანი ქვები იყო განაწილებული სამ-სამი ოთხ რიგად. ესენია:
პირველი რიგი მესამე რიგი
1. სარდიონი 7. ქარვა
2. ტოპაზი 8. აქატი
3. ზურმუხტი 9. ამეთვისტო
მეორე რიგი მეოთხე რიგი
4. იაგუნდი 10. ძოწეული (მარჯანი)
5. საფირონი 11. ბივრილი
6. იასპი 12. ფრცხილი (ონიქსი)
აარონის ამ დაზუსტებულ 12 ქვას თუ ჩამოვუწერთ ახალი აღთქმის ზეციური იერუსალიმის კედლის ამგებ ეტლთა შესამაბის, აგრეთვე, დაზუსტებულ 12 პატიოსან ქვას, დავინახავთ, რომ საერთოდ ბიბლიაში, ძველ და ახალ აღთქმაში ერთად, 16 პატიოსანი ქვა დგინდება, რომლებსაც ჩვენ ბიბლიურ ქვებს ვუწოდებთ, რაშიც, იმედია, თქვენც დამეთანხმებით. ბიბლიური ქვებია:
1. იასპი – 80-95%; Al2O3, Fe2O3 – 10-15%, CaO3 6%,
2. სარდიონი – SiO2,
3. ქალცედონი – SiO2,
4. სარდონიქსი – SiO2,
5. ქრიზოპრაზი – SiO2,
6. ამეთვისტო – SiO2,
7. აქატი – SiO2,
8. საფირონი – A Al2O3,
9. იაგუნდი – A Al2O3,
10. მარჯანი (ძოწი) – CaCO3,
11. ონიქსი (ფრცხილი) – CaCO3,
12. ქარვა – C10H16O,
13. ზურმუხტი – B Be3Al2 [Si6O18],
14. ბივრილი – B Be3Al2 [Si6O18]
15. ტოპაზი – A Al2[SiO4](OHF2,
16. ქრიზოლითი – (MgFe)2[SiO4]
ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ ბიბლიაში პატიოსან ქვათა განაწილების საკითხზე აკადემიკოს მზექალა შანიძეს შევხვდით. მან შემდგომ ხელნაწერებიდან თავისი ხელით ამონაწერი დასაბუთებები გადმოგვცა, რისთვისაც უღრმეს მადლობას მოვახსენებთ.
მანვე აღნიშნა, რომ ბერძნულის სრული დედანი, ისეთი, როგორიც “თვალთაი”-ა, აღარ არსებობს, რაც ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის რობერტ ბლეიკის (1934წ.) მონაცემების დადასტურებად უნდა მივიჩნიოთ.
ზაურ ქოქრაშვილი
One Comment
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
sainteresoa..