პირადი რუკა – სამყაროს პასპორტი
პირველი ნაწილი პირადი რუკა – სამყაროს პასპორტი
ასტროლოგიურად ადამიანის პირადი რუკის გაანალიზება საჭიროა დაბადების ადგილი, თარიღი და ზუსტი დრო. ეს მონაცემი აუცილებელია იმის სანახავად, თუ რომელ ზოდიაქოში და რომელ ზოდიაქალურ სახლში იმყოფებოდნენ ციური პლანეტები კონკრეტული ადამიანის დაბადების მომენტში.საუკუნეების მანძილზე დაკვირვება მიმდინარეობდა პლანეტებსა და ადამიანის ბედზე და ამ დაკვირვებამ ჩამოაყალიბა ასტროლოგიური მეცნიერება. ეს სფერო დღესაც კვლევის საგანია და მუდმივად ვითარდება და იხვეწება.
ადამიანი მრავალფეროვანი და ცვალებადია, მის აბსოლუტურ ინდივიდუალიზმს ვერანაირ ჩარჩოში ვერ ჩავსვამთ რათქმაუნდა, თუმცა პლანეტარული წყობის მიხედვით მაინც შეიძლება გარკვეული შტრიხებისა და ქვეცნობიერი პროგრამების ამოცნობა. საერთოდ პირადი რუკა ადამიანის 3 დონეს განსსაზღვრავს.
ზოდიაქოს თვისებების ყველაზე დაბალ გამოვლინებას, საშუალოს და უმაღლეს გამოვლინებებს. ამ დონეებიდან თუ რომელს ავლენს ადამიანი, ეს უკვე სულის განვითარებაზეა დამოკიდებული, ზოგი უნარებს ყველაზე მდაბიო და უარყოფით ჭრილში იყენებს, ზოგი მატერიალურ და პრაქტიკულში, ზოგიც უმაღლეს, ეზოთერულ და კოსმიურ ასპექტში. არიან ადამიანები, რომლებიც ამ სამივე განზომილებაში მუდმივად მონაცვლეობენ და სხვადასხხვა პლანეტებს ყველა დონეზე სხვადასხვა დროს ავლენენ. ასე რომ ასტროლოგიას ზუსტად შეუძლია ბევრი რამ ამოიცნოს და განსაზღვროს ადამიანის ცხოვრებაში, თუმცა ადამიანის სულიერ რესურსზეა დამოკიდებული, რომელ დონეზე გამოავლენს საკუთარ შესაძლებლობებს, რამდენად შესძლებს ბედის კორექციას და რამდენად იმსახურებს სამყაროსგან დახმარებას.
ასტროლოგია ძალიან მჭიდრო კავშირშია ეზოთერულ და სულიერ მეცნიერებებთან, ამიტომაც ინკარნაციულ , ანუ წინა ცხოვრების გამოცდილებაზეა მისი ძირითადი პრინციპები დაფუძნებული. ეზოთერულადაც და ასტროლოგიურადაც კარმა მოდის წინა ცხოვრებიდან, დადებითი პლანეტები მიუთითებენ ადამიანის ახალ თვისებებზე, რომელიც სულმა დამოუკიდებლად აირჩია, რათა გამოესწორებინა წინა ცხოვრების შეცდომები და მას ასევე მოჰყვება ძველი განვლილი გზის თვისებებიც, რომელიც უშლის ამ ცხოვრებაში ხელს.
ნებისმიერი უიღბლობა, წარუმატებლობა როგორც პირად ასევე ფინანსურ სფეროში მიუთითებს წარსულში ჩადენილ დანაშაულზე ან შეცდომებზე, რომელიც ბუმერანგის პრინციპით უბრუნდება ადამიანს ამ ცხოვრებაში. ჩვენ შეიძლება ცუდად მოგვექცნენ ამ ცხოვრებაში და ვერ ვხვდებოდეთ მიზეზს, თუმცა მიზეზი შესაძლოა წინა ცხოვრებიდან მოდიოდეს, ანდა ამ ცხოვრებაში არ მივდიოდეთ ევოლუციის გზით და ასევე ამ ცხოვრების ბუმერანგის პრინციპი მოქმედებდეს.
პირადი რუკის მეშვეობით შეგვიძლია დავადგინოთ როგორი კარმით მოვიდა ადამიანი ამ ცხოვრებაში, რა უარყოფითი ან დადებითი მოიტანა მან და რა გზით უნდა წავიდეს. ამ ინფორმაციის გაანალიზება და საკუთარ თავში ჩაღრმავება ადამიანს უამრავ ცვლილებებს მოუტანს, როგორც ფსიქოლოგიურად ასევე ცნობიერად და პრაქტიკულადაც. აუცილებელია რუკაში მითითებული ნეგატიური თვისებების დათრგუვა და მუდმივი მუშაობა საკუთარ თავზე. ეს არის კოსმიური ინფორმაცია და მას დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ადამიანი. ასტროლგოია განახებთ გზას, თუ საით უმჯობესია წახვიდეთ და არჩევანი თქვენზეა.
ასევე უნდა ავღნიშნოთ, რომ რა მოვლენებიც რუკაში შეიძლება იყოს აღნიშნული, რეალურ ცხოვრებაში ნაკლებად ვლინდებოდეს, რადგანაც ის ქვეცნობიერ დონეზე არსებობდეს და სხვადასხვა მიზეზით რეალობაში არ იყოს აქტუალური. ისეთი სახის საფრთხეებზე შეიძლება იყოს მინიშნება რუკაში, რომელიც არ მოხდეს უბრალოდ, რადგანაც ან მფარველი ძალაა ძლიერი კონკრეტული ადამიანის სიტუაციაში, ანდა უბრალოდ სწორ ევოლუციურ გზას გადის ინდივიდი და ჯერ სამყაროს არ სჭირდება ამ „ჩადებული ნაღმების“ ამოქმედება.
ანდა პირიქითაც, დადებითი პოტენციალი იყოს დაჩრდილული და არააქტიური, რადგანაც ინდივიდი ვერ ასრულებს მის კარმულ მისიას და დაბიძურებისგან დაბლოკილი იყოს მისი დადებითი პოტენციალი. ამიტომაც უნდა გაერკვეს ინდივიდი საკუთარ თავში, ჩაუღრმავდეს და გაანალიზოს, რამდენად ვლინდება მასში ის ნეგატიური შტრიხები, რომელიც რუკაშია ნაჩვენები და ეს რუკა პირად სამყაროში უნდა გაშალოს და განავრცოს, რომ უკეთესად გაერკვეს საკუთარ ქვეცნობიერში. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ ეს არის ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე თვეში ერთხელ მაინც უნდა მიუბრუნდეს ადამიანი და მუდმივად ახლებურად მიიღოს ინფორმაცია და გაანალიზოს.
წაიკითხეთ ასევე: პირადი რუკა – სამყაროს პასპორტი
პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ: Piradihoroskopi@astrologia.ge
მოამზადა თამო აქუბარდიამ
გაეცანით ჩვენი საიტის ონლაინ მომსახურებებს:
One Comment
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
PIRADIHOROSKOPI