პატარა ქალწული
სტიქია – მიწა
სიმბოლო – ქალწული
ფერი – რუხი ან ზღვის ტალღისფერი
მფარველი პლანეტა – მერკური
წამყვანი მოტივი – კრიტიკა და სრულქმნა
სიმბოლურად შეესაბამება ადამიანის ნაწლავებსა და მზის წნულს
დადებითი თვისებები
მშვიდი, დინჯი, შრომისუნარიანი, დეტალებისადმი ყურადღებიანი, საქმისადმი ერთგული და თავდადებული, აქვს მოვალეობის გრძნობა და არის ინტელექტუალური.
უარყოფითი თვისებები:
უემოციო, ცივი, შეზღუდული, სამუშაოზე გადაგებული, ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დეტალებს, აეჭვებს საკუთარი ჯანმრთელობა; კრიტიკული, მეწვრილმანე და მოუსვენარი
პატარა ქალწული არასოდეს ჩაიდენს მოულოდნელ საქციელს. არ იჩხუბებს თანატოლებთან, არ იზარმაცებს სწავლაში, ზედმეტად არ იცელქებს. ამ მხრივ, ჩათვალეთ,მ რომ გაგიმართლათ. მისი აღზრდა ადვილია, მაგრამ პრობლემები სულ სხვანაირი გექნებათ,
პატარა ქალწულს ძალზე მგრძნობიარე კუჭნაწლავი და კანი აქვს., პირველი პრობლემა – ყაზბობაა. ბავშვისთვის საკვების შერჩევაც გაგირთულდებათ.ზოგი საჭმელი კუჭს უკრავს, ზოგი ჭვალსა და ალერგიას იწვევს. ამა ს შეიძლება კანის სნეულებაც დაემატოს – აქერცვლა, ეგზემა, ალერგია.
წამლების მიცემას სჯობს შესაფერისი მენიუ შეურჩიოთ, რომელშიც რაც შეიძლება დიდი რაოდენობის ხილი და ბოსტნეული იქნება.
ეს ბავშები ხშირად, ვეგეტარიანელები არიან. არასოდეს დააძალოთ საკვები, რომელიც არ მოსწონთ. შეიძლება პატარა ქალწულს ბუასილი დაემართოს ან ჭიები გაუჩნდეს.
პატარა ქალწულების უმრავლესობას ეჭვიანობა ახასიათებს, ამიტომ ნუ აგრძნობინებთ მას ნერვიულობას ჯანმრთელობის გამო.
ისინი საკმაოდ გულდახურულებიც არიან. არ წუწუნებენ, არ ამხელენ თავიანთ პრობლემებს და უსიტყვოდ იტანჯებიან. ბავშვი თუ არ გეტყვით – ისე არაფერს გეტყვით.
თხის რქის თანავარსკვლავედში დაბადებულთა მსგავსად ქალწულის ნიშნიანი ბავშვებიც ძნელად იძენენ მეგობრებს, თუმცა თუ ვინმეს დაუახლოვდნენ მათი კონტაქტი ღრმა და ღრმა და ხანგრძლივი იქნება. მოიწვიეთ თქვენი შვილის ახალი მეგობრები სტუმრად და დაეხმარეთ პატარებს ურთიერთობის განმტკიცებაში. ამ ბავშვებს ხმაურიანი და ხალხმრავალი შეკრებები არ უყვართ.
პატარა ქალწული საკმაოდ საღად აზროვნებს. ამიტომ, თუ ის რამეს აშავებს – კატას აწვალებს ან ძაღლს აბრაზებს – აუხსენით მას რომ ეს ცუდი საქციელია. ნათქვამს ადვილად გაიგებს და მომავალში აღარასოდეს გაიმეორებს.
მისაბაძი მაგალითი თქვენი ბავშვისთვის აღზრდის საუკეთესო საშუალებაა. თუ ის მაინცდამაინც არ გამოირჩევა ხელგაშლილობით, მისი თანდასწრებით შეაქეთ რომელიმე მეგობრის გულუხვობა.
ქალწულის ნიშნით დაბადებული, როგორც წესი, ადრევე სწავლობენ წერა-კითხვას. მათი აქტიური გონება განუწყვეტლივ ითხოვსსაზრდოს. ბავშვობაში ინტელექტუალური თამაშები, შაში და ჭადრაკი უფრო იზიდავთ, მოზრდილ ასაკში კი მედიცინის, ქიმიისა და სამეცნიერო ლიტერატურისადმი იჩენენ ინტერესს,
საბედნიეროდ, ისინი არც სპორტისადმი არიან გულგრილნი. ქალწულის ნიშნით დაბადებული ბავშვი ცქვიტი და მარდია, თუმცა ამავე დროს, განსაკუთრებული სიმშვიდე და სიწყნარე ახასიათებს.
ლმობიერებისა და გულფიცხობის მონაცვლეობა მის განწყობაში წინააღმდეგობრივ შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს ბავშები, ჩვეულებრივ, მორცხვები არიან. მათ შორის, ყველაზე ლამაზ გოგონებსაც კი ხშირად ეჭვი ეპარებათ თავიანთ მიმზიდველობაში.
გაუქარწყლეთ ეჭვები და რაც შეიძლება ხშირად შეაქეთ ხოლმე. მათ ეს არ გააყოყოჩებთ. ქალწულს არასოდეს წამოსცდება, რომ მშობლის ალერსი აკლია, მაგრამ გირჩევთ უფრო ხშირად მოეფეროთ ხოლმე მას.
თუ პატარა ქალწულს მშობლიური სითბო დააკლდა, შესაძლებელია მოპირდაპირე სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა გაუჭირდეს. სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები მათ თითქმის არასოდეს აქვთ. უყვართ მეცადინეობა და დისციპლინა.
თუ რაიმე სირთულე მაინც შეხვდეათ ეს იმის ბრალი იქნება, რომ რამე მნიშვნელოვანი გამოტოვეს. როდესაც ქალწულს დავალებას აძლევთ მიზანი აუცილებლად კონკრეტული უნდა იყოს.
თუ მოსწავლეს ცუდი კალიგრაფია აქვს, მიზეზი ალბათ ისაა, რომ მას ცალკეული ასოების წერა უჭირს. შენიშნის მიცემა არ ღირს. ჯერ გაერკვიეთ კონკრეტულად რა არ გამოსდის, შემდეგ კი დაუსახეთ პატარა მიზანი – მაგალითად, კონკრეტული ასოს რომელიმე ელემენტის ცალკე გამოწერა.
დაეხმარებით პატარას თუ მის პრობლემებს მშვიდ გარემოშჳ გაარკვევთ ხოლმე. თუ პატარას ნერვული სისტემა აქვს მოშლილი ის ძილს და სიმშვიდეს კარგავს და მოუსვენარი ხდება. არ დაურღვიოთ მას დღის რეჟიმი. გარემოს შეცვლასაც ის ცუდად ეგუება. აარიდეთ მას ცვლილებები და მაქსიმალური სითბო და ყურადღება მიეცით. სიყვარული არ მოაკლოთ მაშინაც კი, როდესაც ისინი ნაკლებად ემოციურები ჩანან.
თქვენი შვილისთვის სასარგებლო იქნება მუსიკის ან ხელოვნების სხვა ნებისმიერ დარგთან კავშირი. ეს ნერვულ დაძაბულობას მოუხსნის და თვალსაწიერს გაუფართოვებს. შეაყვარეთ პატარას წიგნი. გაზრდის შემდეგ ის იმდენად დაიტვირთება სხვა და სხვა საქმით რომ წასაკითხად ნაკლებად მოიცლის.
თქვენს პატარას ვნებს რეჟიმის დარღვევა, ხალხმრავალი, ხმაურიანი გარემო. დასჯა. სჯობს აუხსნათ მას თავისი დანაშაული და აუცილებლად გაგიგებთ. მუდმივად მიეცით კონკრეტული დავალება და შეეცადეთ აცხოვროთ რეჟიმში. შეადგინეთ მისთვის მსუბუქი კვების რაციონი და მიეცით რაც შეიძლება ნაკლები წამალი.