ასტროლოგიური მაღაზია

პატარა ტყუპები

პატარა ტყუპები(21 მაისი – 21 ივნისი)

სტიქია – ჰაერი

სიმბოლო – ტყუპები

ფერი – ყვითელი

მფარეველი პლანეტა – მერკური

წამყვანი მოტივი – გამომგონებლობა და კონტაქტურობა

ტყუპები, იგივე მარჩვიბი, სიმბოლურად შეესაბაება ადამიანის მხრებს, ხელებსა და ფილტვებს.

დადებითი თვისებები: იტენელექტუალური, აქვს ყველაფრის ნიჭი, სწრაფად აზროვნებს და რეაგირებს, შეუძლია ერთდროულად რამდენიმე საქმე აკეთოს; გულღია, უზრუნველი და გამჭრიახი.

უარყოფითი თვისებები: ინფანტილური, თავნება, გაფანტული, მოუსვენარი, ნერვიული, წინააღმდეგობრივი, ბევრ საქმეს ერთად იწყებს და ერთსაც არ ამთავრებს; ცვალებადი.

თქვენი ბავშვი საოცრად აქტიური და მგძნობიარეა. მას სულ მცირე უეცარი ხმაურიც კი აკრთობს, ძალიან ცნობისმოყვარეა და ცუდად სძინავს, იმიტომ რომ ეშინია, რამე საინტერესო არ გამოეპაროს. ძალიან რომ არ გადაიქანცოს, მიეცით საშუალება, გამოიძნოს უქმე დღეებში.

მარჩბივს ყველაფერში მრავალფეროვნება ახასიათებს: საქმეშიც და ჭამაშიც. ყურადღება ეფანტება და ამიტომ მისი კვება უჭირთ ხოლმე. ბანაობა არ უყვარს. ცოტა რომ მოიზრდება შეგიძიათ აბაზანაში საყვარელი სათამაშოები ჩაუყაროთ. მის ყურადღებას მოძრავი საგნები იქცევენ, განსაკუთრებით კი მანქანები, საატები და მოსამართი სათამაშოები მოსწონს. მარჩბივი ათას კითხვას დაგისვამთ, პასუხს კი ზოგჯერ არც კი მოისმენს, მას ადვილად აგზნებადი ნერვული სისტემა აქვს. ამიტომ ძილის წინ შემზარავი ამბები არ უნდა უამბოთ, არც ტელევიზორის ყურებაა მიზანშეწონილი, როცა იქ შიშისმომგვრელ სურათებს უჩვენებენ.

ამ ტიპის ბავშვბეს თავისებური სიჯიუტე ახასიატებთ. თუ რამის კეთება არ უნდათ, ისინი აშკარად არ დაგიპირისპირდებიან, მაგრამ არასასურველი საქმიანობისაგან თავის დაღწევას მაინც მოახერხებენ.

მარჩბივი ზედმიწევნით და ყოველმხრივ ნიჭიერია. იგი ყველაფერს ზედმიწევნით და სწრაფად ითვისებს, მაგრამ მისი მთავარი პრობლემა ის არის, რომ რამდენიმე საქმეს ერთდროულად ჰკიდებს ხელს და არცერთი არ მიჰყავს ბოლომდე. დიდი შრომა და მოთმინება დაგჭირდებათ, რომ მისი ყურადღების კონცენტრირება და საქმის დაბოლოება ასწავლოთ. თუ ამას შესძლებთ, თქვენი შვილი მომავალში უთუოდ დიდ წარმატებას მიაღწევს. ჩვეულებრივ ეს ბავშვები ადვილად ამყარებენ კონტაქტს თანატოლებთან და ხშირად იცვლიან მეგობრებს.

თქვენი ბავშვი ალბათ კითხვასაც მალე ისწავლის. მხატვრულ ლიტერატურაზე მეტად, მას ის წიგნები აინტერესებს, რომელებიც ფაქტებსა და ინფორმაციას შეიცავს. პატარა მარჩბივი უცხო ენებსაც ადვილად ითვისებს. მას ერთდროულად რამდენიმე ენის შესწავლაც შეუძლია. კარგი იქნებოდა ფორტეპიანოზე, ანდა სხვა რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრასაც თუ ასწავლიდით – ეს მუყაითობასა და სიბეჯითეს გამოუმუშავებდა პატარას. საერთოდ თქვენს ბავშვს ძალიან აქტიური გონება აქვს. ეცადეთ, რომ ის ყიველთვის საინტერესო საქმეში იყოს ჩაბმული. მოწყენილობისაგან მარჩბივს შეუძია ისეთი რამე მოიმოქმედოს, რაც თქვენ სრულებით არ მოგეწონებათ.

შეეცადეთ ადრეული ასაკიდანვე დაიმსახუროთ მისი ნდობა. ეს უთუოდ გაგიადვილებთ მასთან ურთიერთობას. ნუ მოატყუებთ ბავშვს. ის საკმაოდ ჭკვიანია და ამით შეიძლება მისი პატივისცემა დაკარგოთ და ნდობიც. არც იძულების გამოყენებას გირჩევთ, თორემ ბავშვი ტყუილებს ისწავლის დამერე გადაჩვევა გაუჭირდება. თუ გსურთ მასთან რაიმე გააწყოთ, სჯობს აუხსნათ, თუ რატომ აუცილებლად ასე უნდა მოიქცეს და არა სხვაგვარად. ენდეთ მის ჭკუასა და ლოგიკას.

იზრუნეთ ბავშვის ფიზიკურ განვითარებაზე. პატარა მარჩბივს ფიზკულტურა და სპორტი მაინცდამაინც არ იზიდავს. გახსოვდეთ, რომ მთის ჰაერი და ვარჯიშ ღია ცის ქვეშ ძალაინ სასარგებლოა მისი ჯანმრთელობისათვის.

ზოგჯერ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თქვენი ბავშვი ძალიან ბევრს ფანტაზიორობს. სთხოვეთ ჩაიწეროს თავისი გამონაგონი. ეს მისთვის სასარგებლო იქნება.

თქვენი ბავშვი ზომიერად სიცოცხლისუნარიანია. თუ გაცივდა, შეიძლება ფილტვების ანტებაც დაემართოს. გაუფრთხილდით მის ხელებს, მხრებსა და ხელისგულებს. მცირეწლოვან მარჩბივს ზოგჯერ კონვულსიებიც ემართება. ნუ შეგეშინდებათ. დააწვინეთ ბავშვი მუცელზე, თავი გვერდზე შეუბრუნეთ და ექიმს გამოუძახეთ. ამ ბავშვებს განუმხტვა უჭირთ და მათი ნერვული დაძაბულობისა და თავის ტკივილების მიზეზიც სწორედ ეს არის. მარჩბივს მშვიდი გარემო სჭირდება, განსაკუთრებით ძილის წინ. ამ ტიპის ბავშვები ხშირად ცაციები არიან.

ტყუოები ორიგინალურია და ყველაფერს თავის ნებაზე აკეთებს. მიზნის მისაღწევად საკუთარი ხერხების გამოყენებას ცდილობს. ყოველ შემთხვევაში სხივისი რჩევების გამოყენება არ უყვარს.

რა ვნებს თვქენს ბავშვს?

პატარა ტყუპები ძალიან ნერვიული და მგძნობიარეა. ნუ შეაშინებთ მას. არ დატოვოთ მარტო სიბნელეში. არ აყურებინოთ ძილის წინ ძალადობის შემცველი ფილმები, არ უამბოთ შემზარავი ზღაპრები.

ნუ მოატყუებთ ბავშვს, ის ჭკვიანია.

მარჩბივისთვის საზიანოა პასიურობა. მოწყენილობა და უსაქმურობა მისთვის ყოველგვარი უსიამოვნებების სათავედ შეიძლება იქცეს.

მოერიდეთ იძულებას, თორემ ბავშვი ტყუილებს შეეჩვევა.

რა ესაჭიროება მას?

ასწავლეთ ყურადღების კონცენტრირება და მიზინის მიღწევა, დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა. მოექეცით მას, როგორც ჭკვიან, გამგებ ადამიანს, თორემ მის თვალში თვქნი ავტორიტეტი დაეცემა და იგი თქვენს პატივისცემას დაკარგავს.

ტყუპებს მუდმივად სჭირდება გონებრივი საზრდო, მისი გონება მუდამ რაღაცით უნდა იყოს დაკავებული.

თქვენი ამოცაა დასაწყისშივე დაიმსახუროთ მისი ნდობა. სხვაგვარად მომავალში მასთან ურთიერთობა გაგიჭირდებათ. მარჩბივისთვის ძალიან სასარგებლოა ფიზიკური ვარჯიში სუფთა ჰაერზე. გაუღვივეთ თქვენს ბავშვს მადლიერების გრძნობა.

ავტორი

მსგავსი ფოსტები

Comments

  1. Nino Gotsiridze says:

    aii zustad chemzea cota gamonaklisebs tuar chavtvlit 😛