ასტროლოგიური მაღაზია

პატარა სასწორი

პატარა სასწორი(23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)

სტიქია – ჰაერი

სიმბოლო – სასწორი

ფერი – მელნისფერი, ინდიგო

წამყვანი მოტივი – სამართლიანი განსჯა და სრულყოფილება

სიმბოლურად შეესაბამება თირკმელებს, წელსა და ზურგის ქვედა ნაწილს

დადებითი თვისებები:

უდარდელი, გულღია, მომხიბვლელი, ელეგანტური, კარგი გემოვნების მქონე, ტაქტიანი, მომთმენი, არაკონფლიქტური, გააჩნია უნარი ყველაფერში „ოქროს შუალედი“ იპოვნოს, აქვს ფასეულობათა მყარი სისტემა

უარყოფითი თვისებები:

გაუბედავია, უჭირს არჩევნის გაკეთება, ვერ იტანს მარტოობას, ხმაურიანი და ფაცაფუცაა, უყვარს ჭკუის სწავლება და მოულოდნელად ეცვლება განწყობა.

თქვენი პატარა სასწორისგან უამრავი სიურპრიზია მოსალოდნელი. იმ ასაკშიც კი, როდესაც მას თითქოს, ჭამისა და ძილის მეტი არაფერი გაეგება, შეიძლება მწარედ ატირდეს, თუ უყურადღებოდ მიატოვებთ. მათ არ უყვართ მარტოობა და სურთ ყოველთვის ვინმე ჰყავდეთ გვერდით.

პატარა სასწორი, როგორც წესი, კარგად გამოიყურება, კოხტა კიდურები აქვს და სიცილის დროს ლოყებზე ფოსოები უჩნდება. ის ესთეტადაა დაბადებული. ჭრელა-ჭრულა სათამაშოებს, აგრესიულ მუსიკას და არეულობას ვერ იტანს. განსაკუთრებით მშობლებს შორის კონფლიქტი აღიზიანებს.

არასოდეს იჩხუბოთ ბავშვის თანდასწრებით, ამის გამო შეიძლება ავადაც კი გახდეს. თუ თქვენს პატარას ბანაობა არ უყვარს, მომცრო ზომის საინტერესო ფერის აბაზანა შეურჩიეთ. როდესაც ჯდომას ისწავლის წყალსაც შეეჩვევა.

ძალადობა და ყვირილი ძალიან ცუდად მოქმედებს პატარა სასწორზე. ის შეიძლება ნერვიული გახდეს, სასწორებს მოულოდნელად ეცვლებათ განწყობა. თუ ერთ წამს იცინიან, მეორე წამს შეიძლება უმიზეზოდაც კი მოიწყინონ. მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ პატარა დასაძინებლად ცუდ გუნებაზე არ დაწვეს.

მისი ნერვული სისტემის წონასწორობისთვის სიმშვიდე აუცილებელია. არიდეთ ტელევიზორს და კომპიუტერს. რაც ნაკლებ დროს გაატარებს ის ტექნიკასთან მით უკეთესი იქნება მისი ფსიქიკისთვის. სჯობს ტელევიზორთან და კომპიუტერთან ურთიერთობა თქვენთან ერთად მოხდეს.

თქვენი პატარა ნიჭიერია, მაგრამ ადვილად იღლება. სკოლაში ამის გამო, შეიძება ხელიც შეეშალოს. ზოგჯერ, დაწყებულ საქმეს, უნებისყოფობის გამო, შუა გზაზეც ტოვებს. გამოუმუშავეთ მას სამუშაოს დასრულების სურვილი და უნარი.

პატარა სასწორებს სპორტი მაინცდამაინც არ ხიბლავს. ამიტომ სჯობს ისინი ცეკვაზე შეიყვანოთ. ასაკის მატებასთან ერთად შეიძლება ისინი დაინტერესდნენ ტანვარჯიშით, კულტურიზმით ან ცურვით.

სასწორს ძალიან უყვარს ხელოვნება. გასნაკუთრებით, ხატვა და მუსიკა. ეს ყველაფერი ხელს უწყობს მათ ჰარმონიულ განვითარებას.

აუცილებლად ადევნეთ თვალი მის წარმატებას სხა და სხვა სფეროში, განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში. პროფესიის არჩევისას მშობლის აზრი სასწორისთვის განსაკუთრებით საყურადღებოა.

თქვენი შვილისთვის, ნიჭიერებისმიუხედავად, მეცადინეობის პროცესი რთულია. ამას მარტივი მიზეზი აქვს – მას მარტოობა არ უყვარს! შეეცადეთ იტრიალოთ ახლოს, დააინტერესეთ ის ამა თუ იმ თემით, გაკვეთილთან მიმართებაში.

პატარა სასწორი დასჯის საბაბს თითქმსი არასოდეს იძლევა. მისთვის საკმარისია უთხრათ რომ გაწყენინათ. მშვიდად აუხსენით მისი დანაშაული და ის აღარასოდეს გაიმეორებს მსგავს საქციელს.

სასწორს გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის უჭირს. დაეხმარეთ მას ბავშვობიდანვე მიეჩვიოს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას. ნუ შესთავაზებთ რამდენიმე ვარიანტს ასარჩევად. სჯობს აირჩიოს ორიდან.

პატარა სასწორი ბუნებით გულღიაა. უყვარს სტუმრად ყოფნა და მეგობრებსაც ხშირად მასპინძლობს. მეგობრებთან ყოფნა მისთვის აუცილებელია.

სასწორის საერთო სიცოცხლისუნარიანობა ზომიერია. ის შეიძება თირკმლისა და შარდის ბუშტის ინფექციით დაავადდეს. ხშირად აწუხებს ნერვული აშლილობები. როგორც წესი, სწორედ ამ ნიადაგზე ავადმყოფობს: სტკივდება თავი, ზურგი, ერღვევა საჭმლის მონელების სისტემა.

მის ჯანმრთელობაზე საუკეთესო გავლენას ახდენს სასიამოვნო გარემო, ლამაზი ინტერიერი, თბილი ფერებიწყნარი მუსიკა, ლამაზად სერვირებული მაგიდა და თვალწარმტაცი, გემრიელი საკვები.

პატარა სასწორს ვნებს დისჰარმონია, მყვირალა ფერები, მჭახე ტონები, ხმაური. მას სჭირდება კონტაქტი და ყურადღება, მშვიდი, წყნარი ოჯახური გარემო. ხელოვნებასთან კონტაქტი.

ასწავლეთ მას საქმის ბოლომდე მიყვანა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება. იმუშავეთ ამ საკითხზე დაბადების პირველივე დღეებიდან.

ავტორი

მსგავსი ფოსტები