ასტროლოგიური მაღაზია

პატარა მშვილდოსანი

პატარა მშვილდოსანი(22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)

სტიქია – ცეცხლი

სიმბოლო – კენტავრი

ფერი – ცისფერი

მფარველი პლანეტა – იუპიტერი

წამყვანი მოტივი – თათბირი და ხელმძღვანელობა

სიმბოლურად შეესაბამება ადამიანის ღვიძლს, თეძოსა და სისხლს.

დადებითი თვისებები:

აქტიური, წრფელი, ხალისიანი, მართალი, თავისუფლებისმოყვარე, წინამძღოლი, მიზანდასახული

უარყოფითი თვისებები:

ზედაპირული, მოუთმენარი, სწორხაზოვანი, არადიპლომატიური, უტაქტო, ცნობისმოყვარე, ხმაურიანი, უგუნური, უყვარს ბრძანებების და განკარგულებების გაცემა, არის ინფანტილური.

თქვენი ბავში დაბადებიდანვე არაჩვეულებრივად აქტიური, ცნობისმოყვარე და გულღიაა. მარტო თუ დატოვებთ იტირებს, სტუმრებით გაჭედილ ოთხაში კი – მშვიდად დაეძინება. ხალხმრავლობა ძალიან უყვარს.

პატარა მშვილდოსანი კიდევ უფრო გააქტიურდება როდესაც ფეხს აიდგამს. ამიტომ დაუმალეთ მას სახიფათო ნივთები, დაიცავით კუთხეებისგან და მჭრელი საგნებისგან. მეტი დრო გაატარეთ ერთად გარეთ, საბავშვო მოედანზე, პარკში, ტყეში… ეს პატარები იმდენად მოუსვენარნი არიან, რომ ხშირად ეცემიან, ვარდებიან და თითქმის ყოველთვის რამე აქვთ დალურჯებული.

როდესაც რამეს იტკენს, აკოცეთ და არ აგრძნობინოთ რომ შეშინდით, მაგრამ ჭრილობებთან აუცილებლად სიფრთხილე გმართებთ. პატარა მშვილდოსანს მაშინვე უნდა გაუკეთოთ ჭრილობის დეზინფექცია. გონების დაკარგვის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ გაასინჯოთ ექიმს. მოსალოდნელია ძვლის მოტეხილობები.

მშვილდოსანს მოჭარბებული ენერგია აქვს და არის მიდრეკილი ლიდერობისკენ. ახასიათებს ჭეშმარიტად დაუოკებელი ოპტიმიზმი და გულითადობა. ისინი აქტიურად დაეძებენ მეგობრებს და თუ ურთიერთობაში შეცდნენ აუცილებლად თავიდან იწყებენ „ძიებას“.

მშვილდოსნები ხშირად აღიარებენ საკუთარ შეცდომებს. მათ სისხლში აქვთ წესიერება და სამართლიანობა, ბავშვობიდანვე. ეს პატარები თითქმის არასოდეს ცრუობენ და არც სხვას ჰპატიობენ ტყუილს. ასე რომ არასოდეს იკადროთ მათი მოტყუება და ყოველთვის დეტალურად აუხსენით საქმის ვითარება.

უყიდეთ თქვენს პატარას ხმაურიანი სათამაშოები. საკრავები, დოლი, პერკუსიები… მისთვის აუცილებელია ჰაერზე ყოფნა. ღია ცის ქვეშ თამაში. ასევე გიჟდებიან ცხოველებზე და სახიფათო აქტივობებზე. კარგ ამინდში არც იფიქროთ ბავშვის სახლში გაჩერებაზე. ის გარეთ, თავისუფლებაში უნდა იყოს.

პატარა მშვილდოსანს ძალიან მოსწონს ზღაპრები პრინცესებზე, რაინდებსა და ურჩხულებზე. კარგი იქნება, თუ გონებრივ გართობას ფიზიკურ აქტიურობას შეუხამებთ, რადგან უმოქმედობა მისთვის საზიანოა. მოზრდილ ასაკში ისინი კარგად სწავლობენ. შეეცადეთ ასწავლოთ მას ის საგნები რომლებიც აინტერესებს და ზედმეტი დრო არ დააკარგინოთ სხვა არასაინტერესო საკითხების შესწავლაზე.

პატარა მშვილდოსნებს ლოგიკური სათამაშოები უყვართ. თუ სწავლაში მოიკოჭლებს სიტყვა გადაუკარით იმის შესახებ, რომ სხვები უკეთესად სწავლობენ და წუხილი გამოთქვით რომ თვითონ აღარ შეუძლია თანატოლებს დაეწიოს. ის მაშინვე ყველაფერს გააკეთებს და გადაუსწრებს კიდეც კლასელებს.

მოზრდილ მშვილდოსანს პოლიტიკა აინტერესებს. წააკითხეთ მას შესაბამისი ლიტერატურა, აჩვენეთ დოკუმენტური ფილმები და შეეცადეთ ელაპარაკოთ მას თემებზე რომლებიც აინტერესებს.

როგორც წესი, პატარა მშვილდოსნები მამაცები არიან. არაფრის ეშინიათ და ხიფათი შეიძლება მხოლოდ მათ თავმოყვარეობას დაემუქროს.

მშვილდოსნების სიცოცხლისუნარიანობა მაღალია. კარგი ჯანმრთელობა აქვთ. პატარა ასაკიდანვე ადევნეთ ყურადღება ჰაერის ტემპერატურას მის ოთახში. არც ძალიან უნდა ცხელოდეს და არც ციოდეს.

მათ არ უყვართ ბანაობა. შეაჩვიეთ წყალს სხვა და სხვა ფერადი სათამაშოებისა და თამაშების მეშვეობით. თუ ღვიძლი ასტკივდა ნუ შეგეშინდებათ. უბრალოდ ყურადღება მიაქციეთ ამ ორგანოს მოქმედებას.

მშვილდოსანთან ხშირია მოტეხილობები და ჩალურჯებები, მაგრამ არასოდეს შეუზღუდოთ ფიზიკური აქტიურობა. ასევე არასოდეს მოიქცეთ მისი თანდასწრებით არაპატიოსნად ან უსამართლოდ, რადგან სამუდამოდ დაკარგავთ მის პატივისცემას.

ადრეული ასაკიდანვე მიაჩვიეთ წესრიგს, სისუფთავეს და სხვებზე ზრუნვას. ეს განსაკუთრებით გოგონებს ეხებათ. თვეებიდანვე შეაყვარეთ წიგნი და კითხვა, თორემ სკოლაში წასვლის შემდეგ ეს უკვე რთული იქნება…

ავტორი

მსგავსი ფოსტები

Comments

  1. vau zogi simartlea zogi tyuili

  2. sityva sityvit damaxasiates

  3. vin bebi a …..