ასტროლოგიური მაღაზია

პატარა მორიელი

პატარა მორიელი(23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)

სტიქია – წყალი

სიმბოლო – მორიელი

ფერი – მუქი წითელი

მფარველი პლანეტა – პლუტონი

წამყვანი მოტივი – მართვა და კონტროლი

სიმბოლურად შეესაბამება ადამიანის შარდის ბუშტს და სასქესო ორგანოებს.

დადებითი თვისებები:

მიზანდასახული, თავდაჭერილი, ტემპერამენტული, დამოუკიდებელი, გამჭრიახი, აქვს ღრმა ინტუიცია და მიდრეკილება მისტიკისადმი, წვდება ნებისმიერი მოვლენის არსს; გამოირჩევა პასუხისმგებლობის გრძნობით, მტკიცეა, მომთმენი, გამბედავი და ლოიალური

უარყოფითი თვისებები:

შეუპოვარი, პირადი მიზნების მიღწევაში, ძალაუფლების მოყვარული, მესაკუთრე, თავნება, ულმობელი, გულჩახვეული, სასტიკი

ზოდიაქოს ნიშანთა შორის ღრიანკალი ყველაზე ემოციურია. ის მეტისმეტად მტკივნეულად განიცდის ყველაფერს – სიყვარულსაც და სიძულვილსაც. მოზრდილი ღრიანკალი უფრო თავდაჭერილია და კარგად აკონტროლებს თავის ქმედებებს. პატარებს კი ეს ჯერ არ ეხერხებათ.

ისინი ბუნებით მებრძოლნი და დამოუკიდებელნი არიან. ნაკლებად აღელვებთ სხვების აზრი მათ შესახებ და საკუთარი საქმის თვითონ იციან. ბრძოლა ჭამის პროცესიდანვე იწყება. საკვების მიმართ მათ ინდივიდუალური დამოკიდებულება აქვთ. სჯობს არასოდეს შეებრძოლოთ და ენდოთ მის გემოვნებასა და მოთხოვნილებბეს. პატარა მორიელმა თვითონ, ინტუიციით იცის რა არის მისთვის საჭირო და რა – არა.

პატარა ღრიანკლებს უყვართ ბრძოლა, როგორც პირდაპირი ასევე გადატანითი მნიშვნელობით. ისინი საკმაოდ აგრესიულები არიან, განსაკუთრებით ბიჭები. მათ ტკივილის მიყენებაც შეუძიათ. ამიტომ, აუცილებლად უნდა ასწავლოთ აგრესიის კონტროლი.

თუ პატარა რამეს გატკენთ აუცილებლად უთხარით მას ამის შესახებ. თუმცა არასოდეს გადაუხადოთ სამაგიერო, რადგან ის სასტიკი და ულმობელი გაიზრდება. შეეცადეთ მისი აგრესიულობა ინტელექტუალურ პლანში გადაიტანოთ. ყველა პატარა მორიელს აინტერესებს სამყაროსა და სიცოცხლის საიდუმლოებები.

ბიჭებს ომობანას თამაში უყვართ. თუ ხმაურის არ გეშინიათ უყვიდეთ მათ დოლი. გოგონებიც ბიჭური თამაშებით იხიბლებიან.

მეგობრობა ყველასთან არ შეუძლიათ. ჰყავთ მკვეთრად გამოხატული სიმპათიები და ანტიპათიები.

ეს ბავშები მეტისმეტად მომთხოვნები არიან მეგობრებისადმი, შეიძება შეუწყნარებლებიც გაიზარდონ. შეეცადეთ აუხსნათ მათ რომ ნაკლი ყველას აქვს და დაანახეთ საკუთარი მინუსებიც. თუმცა ეს განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გააკეთოთ რადგან არ უყვარღ საკუთარი სისუსტის გამომჟღავნება და განხილვა.

პატარა მორიელს საიდუმლოებები ხიბლავს. შეიძლება რომელიმე ფარული ორგანიზაცია ჩამოაყალიბოს. არასოდეს ჩაერიოთ მის საქმეებში ღიად. მას მისწრაფება აქვს მისტიკისადმიც. ხშირად ინტერესდებიან დეტექტივებით. და იდუმალი სიუჟეტის მქონე წიგნებითა და ფილმებით.

პატარა მორიელის აღზრდა საკმაოდ რთულია. თუმცა არასოდეს მიმართოთ ფიზიკურ ძალადობას. თუ ძალადობის მაგალითს უჩვენებთ ის აუცილებლად გადაგიხდით სამაგიეროს. შეეცადეთ ყოველთვის სიტყვით გაარჩიოთ საქმე და მიახვედროთ რაში მდგომარეობს მისი დანაშაული. ნუ გადაუხვევთ სამართლიანობის პოზიციას და არასოდეს დაკარგავთ მის პატივისცემას.

მორიელი ხშირად ვარდება უკიდურესობებში. ის აუცილებლად აღწევს მიზანს როდესაც ამისი სურვილი აქვს. თუ პატარა ცუდად სწავლოს. შეეცადეთ გაუღვიძოთ ინტერესი სწავლისადმი და წარმატებას დამოუკიდებლად მიაღწევს.

პატარა მორიელი საკმაოდ თავმოყვარეა, შეაქეთ მისი მეგობრების სიბეჯითე და სწავლის სიყვარული მისი თანდასწრებით და ის იმავე წუთიდან შეეცდება საუკეთესო გახდეს.

თუ პატარამ დაისახა მიზანი, რომელიც არ მოგწონთ აზრს მაინც ვერ შეაცვლევინებთ. ამიტომ სჯობს უბრალოდ ყურადღება გადაატანინოთ სხვა საკითხზე. მორიელის გადაბირება თითქმის შეუძებელია. თქვენ მხოლოდ დახმარების გაწევა შეგიძლიათ, თუ მას რომელიმე საქმე ან სფერო აინეტრესებს აუცილებლად დაუდექით მხარში. ეს კონტაქტის დამყარების საუკეთესო ხერხია და დიდ სარგებელს მოგიტანთ როდესაც გაიზრდება.

პატარა მორიელებს ხშირად აქვთ თვალის ინფექციები, გაღიზიანებები გენიტალიების მიდამოებში. სჯობს თავიდანვე მიაჩვიოთ ისინი სქესობრივ ჰიგიენას და ფეხების მუდამ თბილად ქონას, ეს თავიდან აგაცილებთ შარდ-სასქესო ორგანოების ინფექციებს.

ხშირია მოწამვლა, ბუასილი, გაციება, ყელის ტკივილი. გოგონებს ადრე ეწყებათ ციკლი.

მორიელი ძალიან ტემპერამენტიანია, რის გამოც, ხიფათსაც გადაეყრება ხოლმე. ამიტომ, ბავშვობიდანვე მოაცილეთ მას წვეტიანი საგნები ცხელი და მჭრელი ნივთები. ღრიანკლის საშჲალო სიცოცხლისუნარიანობა ძალიან მაღალია.

არასოდეს იძალადოთ მასზე ან მის დასანახად თორემ თვითონაც მოძალადე გახდება.

არასოდეს დააძალოთ პატარა მორიელს ესა თუ ის საჭმელი. მან უკეთ იცის რა სჭირდება.

თუ პატარას საიდუმლო აქვს ნუ შეიკლავთ ხელში მისი გამხელის სურვილით. სჯობს დაეხმაროთ მის შენარჩუნებაში.

აღზარდეთ სამართლიანად და განუვითარეთ მასაც სამართლიანობის გრძნობა.

შეეცადეთ მისი აგრესიულობა და მაღალი ტემპერამენტი საჭირო სფეროში გადაიტანოთ. დააკავოთ სპორტით, ცეკვით ან სხვა აქტივობით, სადაც დახარჯება და უარყოფითი ენერგიის საკჯუთარი თავისა და გარემოს საზიანოდ გამოყენების თავი აღარ ექნება.

ავტორი

მსგავსი ფოსტები