ასტროლოგიური მაღაზია

პატარა ლომი

პატარა ლომი(23ივლისი-22აგვისტო)

სტიქია- ცეცხლი

სიმბოლო- ლომი

ფერი – ნარინჯისფერი

მფარველი პლანეტა – მზე

წამყვანი მოტივი – ძალაუფლება და ძლევამოსილება

სიმბოლურად შეესაბამება ადამიანის გულსა და ზურგის ქვედა ნაწილს

დადებითი თვისებები

ამაყი, აქვს პირადი ღირსების გრძნობა, გულწრფელი, არტისტული, მოთავეობის მოყვარული, კეთილმოსურნე, გულუხვი, სტუმართმოყვარე, მკვეთრად აქვს გამოხატული პასუხისმგებლობის გრძობა, სერიოზულია

უარყოფითი თვისებები

პატივმოყვარეობა, ზედმეტი თავდაჯერებულობა, ითხოვს ყურადღებასა და თაყვანისცემას, ჭირვეული, ეგოცენტრული, ფულის მფლანგველი, ზედაპირული

თქვენს ბავშვს, სავარაუდოდ, სასიამოვნო გარეგნობა აქვს და მოწონებითაც სარგებლობს. ყოველი ლომი მეფეა ოჯახში და ყველაზე მეტად მბრძანებლობა მოსწონს.

თუ თქვენ ზედმეტად დამთმობი იქნებით, სულ მალე პატარა შინაური ტირანი შეგრჩებათ ხელში.

სადაც არ უნდა მოხვდეთ, ის ცდილობს საუკეთესო და ყველაზე გამორჩეული იყოს, თუმცა როდესაც ეს არ გამოსდის ბუზღუნითა და ჯუჯღუნით იკლავს გარემოს.

თქვენი ბავშვი ზოგჯერ, ძალიან აქტიურია. ამ აქტიურობის შეზღუდვა საზიანოა, მაგრამ ურთიერთობისას სიმტკიცე და პრინციპულობა არ უნდა დაივიწყოთ.

როდესაც პატარა ლომი თანატოლებთან იჩხუბებს არ დასაჯოთ. ყოველთვის ეცადეთ სიტყვით აუხსნათ საქმის ვითარება.

გააგებინეთ რა არის სამართლიანობა და აუხსენით სამართლიანობის პრინციპები ისე, რომ ცხოვრებაში მარტივად გამოიყენოს. ჩხუბით არასოდეს გადაწყვიტოს საქმე და სხვებსაც დაუთმოს ხოლმე.

პატარა ლომს საოცრად უყვარს ქათინაურები, ამიტომ ყოველი შესაძლებლობისთანავე შეაქეთ. რაც მეტს შეაქებთ მით მეტად შეეცდება კიდევ ერთხელ ქათინაური.

ლომს მარტოობა არ უყვარს და მუდამ ისეთი წრის ძიებაშია სადაც ცენტრში ყოფნას შეძლებს. როგორც წესი, ბევრი მეგობარი ჰყავს, მაგრამ ურთიერთობის შენარჩუნება უჭირს ხოლმე.

თავისი ლიდერული ბუნების გადამეტებით გამოვლენის გამო, ხშირად რჩება ხოლმე მარტო და განიცდის მომხდარს.

მსგავსი პრობლემის მოსაგვარებლად, დაპატიჟეთ პატარა ლომის მეგობრები სახლში. მას ძალიან უყვარს მასპინძლის როლში ყოფნა, მათი გართობა.

პატარა ლომები ბუნებით კეთილები და ხელგაშლილები არიან, თუმცა ზოგჯერ, ეგოცენტრულობაც ახასიათებთ. მასპინძლის როლში ხშირად ყოფნა სხვა ადამიანებზე ზრუნვასა და მათდამი ყურადღების გამოჩენას მიაჩვევს.

მარტოობიდან თავის დასაღწევად შეიძლება მიუყვანოთ მას შინაური ცხოველები. ფისოებზე და ცუგებზე ზრუნვით კარგად გაერთობა და თავს ეულად აღარ იგრძნობს.

სწავლისა და დისციპლინის მხრივ ლომებს ორი უკიდურესობა ახასიათებთ. ან ზედმეტად ბეჯითები არიან , ან – ზარმაცები.

ზარმაცი ლომი არასოდეს დატუქსოთ და არც დასაჯოთ. თავმოყვარე ადამიანისთვის ეს ზედმეტად დამთრგუნავია და შედეგს ვერ გამოიღებს.

სჯობს მეგობრების თანდასწრებით შეაქოთ და აღნიშნოთ რომ მას საოცარი შესაძლებლობები აქვს, ან კიდევ პირდაპირ მეგობრები შეაქოთ მის გასაგონად. ეს ზუსტად იმოქმედებს პატარას თავმოყვარეობაზე და ყველაფერს იზამს რომ მასზე უკეთესი და შესაქები არავინ იყოს.

ლომი ვერ იტანს ჩამორჩენილების სიაში ყოფნას მას წარმატებული ადამიანის იმიჯი ხიბლავს. არასოდეს დაგენანოთ სიტყვები მისი წარმატებისა და მიღწევების აღსაღნიშნად.

პატარა ლომს გამოჩენილი ადამიანების ისტორიები აინტერესებს. წაუკითხეთ მას წიგნები მეფეებზე, ცნობილ მოგზაურებზე, დედოფლებზე, სახელმწიფო და კულტურულ მოღვაწეებზე, მხატვრებზე, ხელოვნების სფეროს სხვა წარმომადგენლებზე.

გამორიცხული არ არის ლომი ადრეული ასაკიდანვე დაინტერესდეს პოლიტიკით და მომავალში, ამ სფეროში დიდ წარმატებასაც მიაღწიოს.

შეეცადეთ ლომს ბავშვობიდანვე კარგი განათლება მისცეთ, ასწავლოთ მიზნის დასახვა და მიღწევა.

თუ ლომის განათლებას საკმარის დროს და ენერგიას არ დაუთმობთ, დიდი შანსია ის თავშიდაჯერებულ, გაუნათლებელ ეგოისტად ჩამოყალიბდეს, რომლის ერთადერთი მიზანიც პირველობა იქნება და თავისი უსაფუძვლობით არა ერთს გააღიზიანებს.

პატარა ლომებს მუსიკა და თეატრი იზიდავს. დააინტერესეთ ისინი ხელოვნებით. ატარეთ კინოში, სპექტაკლებზე, ოპერაში…

შეიყვანეთ დრამის, მხატვრული კითხვისა და ცეკვის წრეებზე. სცენა მისი ადგილია!

თუ თქვენს შვილს ჰუმანურობის გრძნობას განუვითარებთ და ეგოცენტრულობას გადააჩვევთ მისგან არაჩვეულებრივი, მიზანდასახული ადამიანი დადგება.

ჯანმრთელობა

პატარა ლომებს მგრძნობიარე კანი აქვთ. ამიტომ, მზესთან ფრთხილად უნდა იყოთ. ყურადღება მიაქციეთ მის გულს და ზურგის ქვედა ნაწილსაც.

ხშირია მუხლისა და ხერხემლის ტრამვები. ფეხის ადგმისთანავე დაუმალეთ ყველანაირი სახიფათო საგანი.

თუ პატარა ლომს ოდნავი სიელმე მაინც შეამჩნიეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

პატარა ლომს ბანაობა მაინცდამაინც არ უყვარს, გირჩევთ წყლის პროცედურების შესაყვარებლად ადგეთ და უბრალოდ, წყალი გააფერადოთ. შეიძინეთ ფერადი ქაფი, ზღვის მარილი, ან უბრალოდ მარგანეცი და ჩაუყარეთ ბევრი სათამაშო.

გაითვალისწინეთ, რომ მისი ბანაობისას წყალი არ უნდა მოჩხრიალებდეს რადგან ეს ხმა აშინებს.

ლომების სიცოცხლისუნარიანობა და ენერგია საკმაოდ მაღალია თუმცა მათი ნახევარი ხშირად ავადმყოფობს, ნახევარი კი – თითქმის არასდროს. შეეცადეთ ყველა ვარიანტში, იზრუნოთ მის იმუნიტეტზე და ხშირად გყავდეთ ჰაერზე.

ნურასოდეს მოეპყრობით პატარა ლომს მკაცრად, ნუ დასჯით და ნუ დაამცირებთ, განსაკუთრებით სხვების თანდასწრებით.

ასევე გახსოვდეთ, რომ არასოდეს უნდა წაახალისოთ მასში მბრძანებლური ბუნება და უნდა შეუწყოთ ხელი მის საზოგადოებაში ადაპტაციას.

ავტორი

მსგავსი ფოსტები

Comments

  1. Lela Yaryarashvili says:

    zustad aseti shvili myavsss

  2. :)) lomuka chemi pawku.

  3. ჩემი პატარაც ლომია..:) <3

  4. Eliza Epadze says:

    Rogor momowons chemi zodiaqo )

  5. Av To says:

    kaia aseti var zustad