ასტროლოგიური მაღაზია

პატარა კურო

პატარა კურო(21 აპრილი – 20 მაის)

სტიქია – მიწა

სიმბოლო – ხარი

ფერი – ლურჯი და ვარდიფერი

მფარველი პლანეტა – ვენერა

წამყვანი მოტივი – შენება და დაცვა

სიმბოლურად შეესაბამება ადამიანის კისერსა და ყელს

 

დადებითი თვისებები:

შეუპოვარი, დაჟინებული, ურყევი, ერთგული, უყვარს კომფორტი, მუსიკა და ხელოვნება; იქცევა მოფიქრებულად; გაბედულია, შრომისმოყვარე, დამოუკიდებელი, დინჯი

უარყოფითი თვისებები:

ჯიუტი, უყვარს ფუფუნება და სიამოვნება, პრიმიტიული, ზოზინა.

თქვენ შესანიშნავი ბავშვი გარგუნათ ბედმა – ჟინიანი, ხალისიანი, კეთილმოსურნე. მას უკვე იტაცებს ხელოვნება, განსაკუთრებით კი მუსიკა. ამავე დროს პრაქტიკულიცაა. თუმცა კუროს ნიშნით დაბადებული ბავშვის მოვლა სულაც არაა ადვილი.

მართალია, თქვენ გული სიხარულით გევსებათ იმის დანახვაზე, თუ რა შეუპოვრად მიიწევს თქვენი პირმშო წინ, დასახული მიზნისკენ, როცა ის სათამაშო სახლს აშენებს, ანდა ის წერას სწავლობს. მაგრამდადგება დრო და იგი ასეთსავე სიჯიუტეს გამოიჩენს იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც თქვენ სრულებითაც არ მოგეწონებათ.

ასე მაგალითად მას შეუძლია გამოგიცხადით, რომ მას არ სურს საბავშო ბაღში სიარული, იმიტომ რომ იქ არ მოსწონს, იტყვის და არც წავა. ხოლო თუ ძალით წაიყვანთ, იმდენს იზამს რომ მაინც უკან წამოყვანა მოგიწევთ.

არ იფიქროთ, რომ მის მოსარჯულებლად დაყვირება, ანდა დასჯის მუქარა კმაროდეს. მალე დარწმუნედბით, რომ ეს ნაცადი ხერხები აქ სრულიად უსარგებლოა, უფრო მეტიც, უკუ შედეგსაც კი იძლევა, თუ ის თვლის რომ ეს არ სჭირდება მთელი თავისი შეუპოვრობით გაიბრძოლებს თქვენს წინააღმდეგ.

ნუ ჩაუდგებით ჯიბრში. სჯობს, დინჯად მოიფიქროთ თუ რა გზით შეიძლება მისი დარწმუნება რათა მოიქცეს ესე და არა სხვაგვარად: თუ რატომ არის აუცილებელი, რატომუნდა ისწავლოს ესა თუ ის საგანი სკოლაში, რატომ არ შეიძლება მეზობლის ბიჭის ცემა, რომელმაც მას საყვარელი სათამაშო გაუტეხა… დაძაბეთ მთელი თქვენი ინტელექტი. მოიფიქრეთ ის არგუმენტები, რომელიც სარწმუნოიქნება არამარტო თქვენთვის, არამედ მისთვისაც.

მოუწოდეთ სამართლიანობით, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ შედეგებს მიაღწევთ. თუ თქვენ საჭირო არგუმენტებს იპოვით, ყოველდღიურად აღარ მოგიწევთ მათი გამეორება – თქვენი ბავშვი ერთხელ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას ადვილად აღარ შეიცვლის.

თქვენ ბავშვს კიდევ ერთი თვისება ახასიათებს, რომელმაც შეიძლება გააღიზიანოს მშობლებიცა და მასწავლებლებიც. პატარა კურო სხვა ბავშვებთან შედარებით უფრო დინჯი და ზოზინაა. იქნებ ისიც კი მოგეჩვენოთ, რომიგი განგებ ზოზინობს და ძალზე დიდ დროს ანდომებს ერთი მოქმედებიდან მეორეზე გადართვას.

მაგრამ ეჭვი უსაფუძვლოა – საქმე ის გახლავთ, რომ კურო საფუძვლიანი ადამიანია და ყველაფერს საგულდაგულოდ აკეთებს. ეს თვისება მიწის სტიქიის მფარველობის ქვეშ მყოფ სხვა ზოდიაქოების – ქალწულისა და თქხის რქის ნიშნით დაბადებულებსაც ახასიათებთ.

მათ უბრალოდ არ ეხერხებათ აჩქარება. შეურიგდით ამ თავისებურებას. თუმცა შესაძლოა ასეთი შენელებული ტემპი ვერც იგუოთ, თუ, მაგალითად, თქვენ თვითონ ცეცხლის ან ჰაერის მფარველობაში იმყოფებით. ნუ აჩქარებთ ბავშვს, ნუ უქმნით სტრესულ სიტუაციას. თქვენი ნერვიულობითა და გაუთავებელი შენიშვნებით საქმეს წაახდენთ. სჯობს წინასწარ განსაზღვროთ, რამდენი დრო დასჭირდება მას იმისთვის, რომ კომფორტულად იგრძნოს თავი.

კუროები (ისევე როგორც ქალწულისა და თხის რქის ნიშნით დაბადებულები), ცუდად იტანენ ცვლილებებს ცხოვრებაში. ისინი ძნელად ელევიან თავიანთ სახლს, მშობლებს, ნათესავებსა და ამხანაგებს. გარემოს შეცვლა ყოველი ბავშვისთვის სტრესულ სიტუაციას იწვევს, პატარა კუროსთვის კი ეს ორმაგად საზიანოა.

სიახლეებს იგი ძნელად ეგუება, რეჟიმს შეეხება ეს, სახლს, კლასს თუ მეგობრებს. მას მოზრდილ ასაკშიც კი შეჩვეული ჭირი ურჩევნია შეჩვეულ ლხინს. მოგზაურობაც მაშინ უყვარს, თუ იცის, რომ სადმე მყუდრო და საყვარელი სახლი ელოდება. ცეცხლოვანი ნიშნებისგან განსხვავებით იმპულსურობა მისთვის უცხოა. იგი თითქმის ყოველთვის გააზრებულად მოქმედებს და მუდამ სამართლიან პოზიციაზე დგას.

ნუ დაიშურებთ დროსა და სახსრებს თქვენი შვილის აღზრდა-განათლებისთვის. კუროს, რა ასაკიც უნდა იყოს ის, პირველყოვლისა სურს სიამოვნება მიიღოს ცხოვრებისაგან და რაც უფრო განათლებული იქნება თქვენი შვილი, მით უფრო ბედნიერად იგრძნობს თავს.

მაშინ იგი არამარტო საჭმელ-სასმელისა და ლამაზი ნივთებისგან მინიჭბული სიამოვნებით დაკმაყოფილდება, არამედ შეძლებს განიცადოს ის ფაქიზი და ამაღლებული გრძნობები, რომელებსაც მუსიკა, ლიტერატურა, საინტერესო სამუშაო და მაღალ-ინტელექტუალურ პიროვნებებთან ურთიერთობა ანიჭებს ადამიანს.

პატარა კუროს ჯანმრთელობა

მას სუსტი კისერი და ყელი აქვს, ამიტომაც ხშირად ემართება ანგინა, ლარინგიტი და ფარინგიტი. ზოგჯერ ღორმუცელობის შედეგებიც იჩენს ხოლმე თავს. ხშირია სისხლის დაბინძრებასთან დაკავშრებული სნეულებანი, აბსცესები. ამ ტიპის ბავშვთა სიცოცხლისუნარიანობა მაღალია.

როგორ უნდა მოექცეთ თქვენს ბავშვს, რომ თქვენს საწადელს ეწიოთ და არც მისი შინაგანი წონასწორობა არ დაარღვიოთ?

ნუ ააჩქარებთ და ნუ დაუცაცხანებთ.

ნურასოდეს უბრძანებთ რაიმეს დაუსაბუთებლად, ყოველთვის აუხსენით, თუ რატომ უნდა მოიქცეს ასე და არა სხვაგვარად.

ნუ შეარყევთ მისი უშიშროების საფუძვლებს, რაც უნდა დააშავოს, ხუმრობითაც ნუ დაითხოვთ შინიდან.

რა ესაჭიროება თქვენს ბავშვს?

წყნარი და მშვიდი გარემო. პატარა კურო ღრმად უნდა იყოს დარწმუნებული,რომ მისი სახლი მისი ციხესიმაგრეა. მიეცით მას კარგი განათლება

კუროს ხელოვნება იზიდავს, განსაკუთრებით კი მუსიკა, მშვიდი მელოდიები კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს მასზე. მიეცით საშუალება ხელოვნებაში გამოავლინოს თავის თავი. კუროს სილამაზისა და სარგებლიანობის შეხამების იშვიათი უნარი აქვს.

ავტორი

Comments

  1. namdvilad asea!!!!!!!

  2. კიიიიიი