ასტროლოგიური მაღაზია

პატარა კირჩხიბი

პატარა კირჩხიბი(22 ივნისი – 22 ივლისი)

სტიქია – წყალი

სიმბოლო – კიბო

ფერი – იისფერი

მფარველი პლანეტა – მთვარე

წამყვანი მოტივი – წინასწარმეტყველება და აღზრდა

სიმბოლურად შეესაბამება ადამიანის კბილებსა და მკერდს

დადებითი თვისებები: მგძნობიარე, გულისხმიერი, წარმოსახვის უნარით დაჯილდოებული; აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, უყვარს ოჯახი, დამოუკიდებელია, მზრუნველი და ყურადღებიანი, გულისხმიერი, ფრთხილი, ღრმა, რომანტიკული, ტაქტიანი, დელიკატური.

უარყოფითი თვისებები: ზედმეტად მგრძნობიარე, ავხორცი (ეძებს მძაფრსა და უჩვეულო შეგრძნებებს), ეჭვიანი, ეული, დამოუკიდებლობას მოკლებული, ძუნწი, მშიშარა, ჩუმჩმა, გესლიანი, წყენია.

კირჩხების ნიშნის ქვეშ დაბადებულებზე ასტროლოგებს განსხვავებული შეხედულებები გააჩნიათ. ზოგი მათგანის მტკიცებით ისინი ნაზი არსებები არიან, რომელთაც ცხოვრებასთან შეგუება უჭირთ, რის გამოც დაცვა და მეურნეობა ესაჭიროებათ;

სხვათა აზრით კი კირჩხები თავად არიან შესანიშნავი აღმზრდელები, სუსტთა და უმწეოთა ქომაგები. ზოგი ჰოროსკოპის მიხედვით კირჩხებს სიმორცხვე და კდემამოსილება გამოარჩევთ, ზოგი კი გვაფრთხილებს რომ მათზე გამუდმებით გვეჭიროს თვალი, განსაკუთრებით კი თუ საქმე საპირისპირო სქესს ეხება. და ეს ყველაფერი სიმართლეა. მაშ რაღა აქვთ მათ საერთო გარდა იმისა, რომ ასე მარჯვედ უბნევენ თავგზას ფსიგოლოგებსა და ასტროლოგებს.

კირჩხების არსი ყველაზე უკეთ ამერიკელმა ასტროლოგმა, გრან ლევიმ ახსნა: – „კირჩხები ან ვაზია ან ჭიგო. გააჩნია გარემოებას“. მისთვის სულერთია თუ ვინ არის, მთავარი უსაფრთხოებაა.

ირჩხების გარეგნული ნიღაბი ყოველთვის განსხვავება მისი შინაგან არსისაგან. მას ერთი და ორი კი არა, რამდენიმე ნირაბი აქვს, ზუსტად იმდენი რამდენიც სჭირდება. ხომ გახსოვთ ბრედბერის ბიჭი მარსიდან? იგი იმ სახით მოევლინებოდა ხოლმე ადამიანებს, რომელსაც მის ახლოს მყოფნი ხედავდნენ მასში. ზუსტად ასევე იქცევიან კირჩხების ნიშნის ქვეშ დაბადებულებიც. ძალიან ხშრად იმ ნიღაბს ირგებენ, რომლის დანახვაც მათ გარშემო მყოფთ სურთ. რატომ იქცევი ასე? ალბათ იმიოტომ, რომ კირჩხები ძალზე მგრძნობიარე და ფაქიზია. იგი ვერ იტანს შეურაცხყოფასა და დაცინვას. ნიღაბი მისთვის თავდაცვის საშუალებაა. ამიტომ არ გაგიკვირდეთ რომ ერთსა და იმავე ბავშვზე სხვადასხვა ადამიანები განსხვავებული აზრისა იყვნენ.

პატარა კირჩხები ზედმიწევნით მგრძნობიარეა და ყველაფერი გულთან მიაქვს. და თუ კი ამ ტიპის მოზრდილები როგორღაც ახერხებენ თავიანთი შინაგანი სამყაროს თავდაცვას უცხოთა ზეგავლენისაგან, ნორჩებს ეს ჩვევა ჯერ კიდევ არ შეუძენიათ.

ამიტომ ნუ შეეცდებით თქვენი პიშოს იდუმალ სამყაროში შღწევას, პატივ ეცით მის საიდუმლებებს. არ შეიძება კირჩხების შეშინება, არ შეიძლება მისი დაცინვა. სამაგიეროდ ამ ნიშნით დაბადებული ბავშვები ძალიან ხათრიანები არიან მათტან, ვისაც ისინი უყვარს. გიყვარდეთ თქვენი შვილი, შეეცადეთ მხოლოდ კარგი დაინახოთ მასში და იგი არასოდეს გაგაწბილებთ.

ნუ აიძულებთ იმეგობოს იმასთან, ინც არ მოსწონს. ეს შეიძლება მის ავადმყოფობის მიზეზადაც კი იქცეს. კირჩხების ამ თვისებამ შესაძლოა სკოლაშიც გაურთულოს საქმე: თუ ბავშვს რომელიმე საგნის სწავლა უჭირს, ალბათ მიზეზი ისაა, რომ მას მასწავლებელთან რთული ურთიერთობა აქვს.

თუ პედაგოგმა როდესმე აბუჩად აიგდო ბავში, ანდა ზარმაცი უწოდა, საქმეს ვეღარაფერი გამოასწორებს. მის წინ ყოველთვის ზარმაცი მოსწავლე იდგება. იმიტომ, რომ არაკეთილმოსურნე ადამიანის წინაშე (თუნდაც მას ეს ეჩვენებოდეს) ბავში უბრალოდ ვეღარ აზროვნებს. სწავლაში ჩამორჩენას შეიძლება კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდეს.

მან შეიძლება რაიმე გამოტოვა და ახლა საგნის გაგება უჭირდეს. ეს სიზარმაცის ბრალი არ გახლავთ. თუ გსურთ, რომ თქვენმა შვილმა კარგად ისწავლოს, მას ან რეპეტიტორი დაუქირავეთ, ანდა ტქვენ თვითონ დაეხმარეთ მეცადინეობაში.

პატარა კირჩხები ძალიან მგრძნობიარეა და მშობლის ნერვიულობაც ძალიან აღაგზნებს. ამიტომაც ოჯახში კონფლიქტური სიტუაცია, სჯობს უფროსთაგან იმან განმუხტოს, ვინც მეტად მშვიდია.

ნუ გაუჯავრდებით და ნუ დასჯით ბავშვს, თუ მისი საქციელი არ მოგწონთ. სავსებით საკმარისია აგრძნობინოთ, რომ ნაწყენი ხართ. პატარა კირჩხები გულისხმიერი და მოსიყვარულეა და ახლობლის წყენინებას არასოდეს მოინდომებს.

რაც შეეხება ჯანმრთელობას, კირჩხებისთვის ნებისმიერ ასაკში ჭამის პრობლემაა უპირველესი. საჭლის მიმართ სიმპათიები და ანტიპათიები მკვეთრად აქვს გამოხატული. რაც არ უყვარს, ვერ დააძალებ, მაგრამ თუ საკვები მოეწონა – ვეღარ გააჩერებ. კუჭნაწლავის დაავადებებს კი სწორედ ეს იწვევს.

გახსოვდეთ, ზომიერი კვება ჯანმრთელობის საწინდარია. ხშირად ბავშვს რბილი საჭმელი ურჩევნია მაგარს. თუ ტკბილეულს უზომოთ მიეძალა, კბილები დაუზიანდება და წონაშიც მოიმატებს. რაღა თქმა უნდა მგრძნობიარე კირჩხებს ფაქიზი ფსიქიკა აქვს. გაუფრთხილდით მის ნერვებს, ნუ მიაკრავთ იარლიყებს.

ერთხელ მიწებებული ნიღაბი მან შეიძლება სამუდამოდ შეინარჩუნოს. რაც მთავარია, შეეცადეთ არავითარ შემთხვევაშ არ ანერვიულდეთ. სიმშვიდე და სიყვარული პატარა კირჩხებისთვის საუკეთესო წამალია.

მაშ ასე, თქვენი ბავშვი ძალიან მგრძნობიარეა. ნუ შეაშინებთ, ნუ დასჯით, ნუ დაემუქრებით და დასცინებთ მას.

ნუ მიაწებებთ იარლიყებსა და ნიღბებს. თუ ხშირად გაუმეორებთ, რომ ის ზარმაცი და მახინჯია, ასეთიც გაიზრდება.

ნუ ინერვიულებთ მის თანდასწრებით.

ნუ გაამხელთ მის საიდუმლოებებს.

რა ესაჭიროება მას?

რწმენა იმისა, რომ თქვენ ის გიყვართ.

განსაზღვრული დიეტა.

საპასუხისგებლო დავალებები, რომლებიც დამოუკიდებლობას განუვითარებენ ნუ შეაწუხებთ წვრილმანი ზრუნვით.

გაახარეთ პატარა სურპრიზებითა და დღესასწაულებით. მას ხომ ძალიან უყვარს საოცრებები.

ავტორი

მსგავსი ფოსტები

Comments

  1. ფსიქოლოგები და ასტროლოგებიც დავაბნიე