ასტროლოგიური მაღაზია

პატარა თხის რქა

პატარა თხის რქა(22 დეკემბერი – 19 იანვარი)

სტიქია – მიწა

სიმბოლო – ჯიხვი

ფერი – მწვანე

მფარველი პლანეტა – სატურნი

წამყვანი მოტივი – ნაბიჯ-ნაბიჯ წინ, დასახული მიზნისკენ

სიმბოლურად შეესაბამება ადამიანის ელენთას და მუხლებს.

დადებითი თვისებები:

მიზანდასახული, წინდახედული, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე, მეთოდურად ძლევს სიძნელეებს, კარგად ახერხებს მორჩილებასაც და მბრძანებლობასაც, ერთგული.

უარყოფითი თვისებები:

მომაბეზრებელი, შეზღუდული, შეუდრეკელი, ზედმეტად კონსერვატული, მოუქნელი, ეჭვიანი, ანგარიშიანი, მარტოობისკენ მიდრეკილი, მელანქოლიური, ძალაუფლების მოყვარული

თქვენი ბავშვი მორცხვი და გაუბედავია უცხოებს შორის, სამაგიეროდ ზედმეტად თამამია სახლში. ამ ნიშნის ბავშვებზე დაკვიურვება საინტერესოა – ისინი სერიოზულად და გეგმაზომიერად ითვისებენ სამყაროს.

თითქოს, პატარა დიდები არიან. მათი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი სერიოზულია. იუმორის გრძნობა თითქმის არ აქვს, ყოველთვის დაძაბულია და იშვიათად იცინის, განმუხტვაც უჭირს.

ბავშვობა მისთვის საპასუხისმგებლო და სახიფათო პერიოდია. მშობლებს დიდი მისია ეკისრებათ. უნდა შეუქმნათ მას ლამაზი, თბილი გარემო და ასწავლოთ ღიმილი, სიცილი, გრძნობების გამოხატვა. მიეცით მას რაც შეიძლება მეტი სიმსუბუქე, სიყვარული და მხიარულება.

ყურადღებით იყავით პატარა თხის რქის ავადმყოფობის შემთხვევაში. ამ პატარების სიცოცხლისუნარიანობა წლიდან წლამდე უმჯობესდება და საბოლოოდ, საკმაოდ მყარი ხდება.

14-15 წლამდე განსაკუთრებული წინდახედულობა ასაჭირო. თხის რქისგან ჩაკეტილი, უჟმური, პრობლემებში ჩაფლული, დათრგუნული ადამიანი არ უნდა გაზარდოთ. ფრთხილად იყავით როდესაც პატარა ხეებზე ძრომიალს ან სარემონტო კიბეზე აფოფხებას გადაწყვეტს. მიაქციეთ ყურადღება რაზე ნერვიულობს და გააკონტროლეთ რომ სანერვიულო მიზეზი არ მიეცეს.

პატარა თხის რქას მარტოობა უყვარს. არ მოსწონს ხმაურიანი და ხალხმრავალი გარემო. ერთი-ორი მეგობარი სრულიად აკმაყოფილებს. ნურასოდეს დააძალებთ სადმე სტუმრობას ან ვინმეს მასპინძლობას თუ ეს თვითონ არ უნდა.

გაითვალისწინეთ, თხის რქა მოკლე, მაგრამ მეთოდური ნაბიჯებით მიიწევს წინ და საბოლოოდ ყოველთვის აღწევს წარმატებას. ხშირად, ეს ბავშვები საჭმელსაც რამდენიმე ლუკმად დაანაწევრებენ, რამდენიმეს გასინჯავენ და თავს ანებებენ.

არიან საოცრად დისციპლინირებული ადამიანები. თანდაყოლილი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ და უხარიათ, როდესაც უფროსები თანატოლებივით ესაუბრებიან. მათ დასასჯელად საკმარისია დაემუქროთ, რომ პატარასავით მოექცევით. არასოდეს უარყოფითი მუხტის შემცველი სიტყვები არ უთხრათ: დამღალე! აღარ შემიძლიხარ! მომასვენე!

თხის რქას სხვებზე მეტი დრო სჭირდება ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისას. სწრაფი მოქმედება უბრალოდ, არ ეხერხებათ და არასოდეს დააჩქაროთ.

სწავლაში ჩამორჩენის შემთხვევაში, გადახედეთ პროგრამას და გაარკვიეთ რა გამოტოვა. საეჭვოა რომ თხის რქა სიზარმაცის გამო მოცდეს სწავლის პროცესს.

არასოდეს შეადაროთ ის სხვა ბავშვებს და არ აღნიშნოთ სხვისი წარმატება მისი წარუმატებლობის ფონზე. ის საკმაოდ ბეჯითია და პასუხისლმგებლობის მქონე. აკეთებს მაქსიმუმს და თქვენი საქციელით შეიძლება მხოლოდ არასრულფასოვნების კომპლექსის ჩამოყალიბებას შეუწყოთ ხელი. მას დახმარება სჭირდება და არა საყვედურები.

დიდხანს ტირილი თხის რქისთვის საზიანოა, შეიძლება ამას ხანგრძლივი ავადმყოფობა მოყვეს. დეპრესიას როგორც კი შეატყობთ მაშინვე შეეცადეთ გაერკვეთ რა მოხდა. და დაეხმარეთ სიტუაციიდან გამოსვლაში.

ხშირად იარეთ შვილთან ერთად მუზეუმებსა და გამოფენებზე. ეს განავითარებს მის სულიერ სამყაროს და ხელს შეგიწყობთ ურთიერთობის განმტკიცებაში.

როგორც კი ბავშვის ჯანმრთელობა დაგაეჭვებთ მიმართეთ ექიმს. სავარაუდოდ, მას სუსტი კბილები, მუხლები და ხერხემალი ექნება. ხშირად აკონტროლეთ ეს ნაწილები. ნერვიულობის ნიადაგზე შეიძლება კრუნჩხვებიც დაემართოს ამიტომ მაქსიმალურად მშვიდი და ნათელი ცხოვრება უნდა ჰქონდეს.

არასოდეს დააძალოთ იქ წასვლა სადაც არ უნდა. თუ სწავლაში სირთულეებს წააწყდა გამონახეთ დრო მასთან ერთად გასარკვევად ან დაიქირავეთ დამხმარე მასწავლებელი. არასოდეს შეადაროთ ის სხვას და შეეცადეთ ხშირად შეაქოთ და გამოხატოთ სითბო, სიყვარული მის მიმართ.

ასწავლეთ მას გართობა, მხიარულება, სიცილი.

ავტორი

მსგავსი ფოსტები

Comments

  1. chemi tengo da barbareee 😀 😀 zustad oriveze sheizleba iyos 😀 😀