ასტროლოგიური მაღაზია

პატარა ვერძი

პატარა ვერძისტიქია – ცეცხლი

სიმბოლო – ცხვარი

ფერი – წითელი

მფარველიპლანეტა – მარსი

წამყვანი მოტივი – ბრძოლა და პირველობისკენ სწრაფვა

სიმბოლურად შეესაბამება ადამიანის თავს

დადებითი თვისებები:

ენერგიული, შეუპოვარი, დამოუკიდებელი, ფხიანი, პირველობის მოყვარე, მიზანდასახული, ძლიერი, მტკიცე;

უარყოფითი თვისებები:

 

იმპულსური, ახირებული, თავნება, ეგოცენტრული, სურს ყველაფრის ფასად იყოს წინ, მერყევი, ცვალებადი, უხეში, უტიფარი, ზედმეტად თავდაჯერებული

ვერძ ბავშვს დიდი დრო და ყურადღება სჭირდება. ის თავიდანვე აქტიური, და ცნობისმოყვარეა. ხმამაღლა ტირის, რათა ყურადღება მიიქციოს, თუმცა იცოდეთ, პატარა ვერძი არასოდეს იტირებს კონკრეტული მიზეზის გარეშე.

ტირის როდესაც სველია, მშიერია ან სასწრაფოდ „სჭირდება“ რომელიმე სათამაშო. მას ხომმოთმინების ნასახი არ გააჩნია.

მარტოობის გამო, მაგალითად, თქვენი ბავშვი თვალს არ დაისველებს.

პატარა ვერძი საოცრად მგრძნობიარეა ტემპერატურის მიმართ. ზედმეტ სიცხეს ან სიცივეს ვერ იტანს. ოთახში საშუალო ტემპერატურა უნდა იყოს.

თავიდან შეიძლება ბანაობაც არ უყვარდეს.მაგრამ როდესაც წამოიზრდება ჭყუმპალაობის ხიბლსაც გაიგებს და ქაფიც შეუყვარდება.

პატარა ვერძის პერიოდში განსაკუთრებული პერიოდი დგება მაშინ როდესაც ბობღვას და სიარულს იწყებს. ყველაფერს ეტანება, ყველაფერი აინტერესებს და ნებისმიერი სიახლე იზიდავს.

უსაფრთხოების მიზნით გადამალეთ წვეტიანი და ბასრი საგნები, საყოფაცხოვრებო ქიმია… არ შეუშვათ სამზარეულოში. სახლშ ეს მისთვის ყველაზე სახიფათო ადგილია!

 

ვერძს ძალიან უყვარს კიბეებსა და ხეებზე ძრომიალი. ყოველგვარი ბარიერის გადალახვა.

მისი ფიზიკური აქტიურობის შეზღუდვა სახიფათოა და ზიანის მომტანია პატარას ფსიქოლოგიისთვის.

სჯობს მოუწყოთ სპორტული კუთხე სადაც დიდი ენერგიის დახარჯვას შეძლებს.

როდესაც გაიზრდება სპორტი შეუყვარდება, რადგან ეს მეტოქეობის საუკეთესო სტიმულია მისთვის.

ვერძს ყოველთვის და ყველაფერში უყვარს პირველობა.

თუ ვერ დაწინაურდა საქმეზე გულს აიცრუებს და სხვა საქმეზე გადავა. ახალი წარმატებისკენ გზის გასაკვალად.

ენერგიულობის მიუხედავად, მიზნის მისაღწევად ვერძს შეუპოვრობა აკლია. შეეცადეთ ბავშვობიდანვე გამოუსწოროთ ეს ნაკლი. – მერე გვიანი იქნება!

შეაპარეთ პატარას სხვა და სხვა სახის ამოცანები, შესთავაზეთ კუბებისგან სახლის აშენება. უყიდეთ კონსტრუქტორი, პირამიდის, სახლის ან მანქანის ასაწყობად. თუ თავიდანვე ვერ აუღოალღო – ყველაფერს აქეთ იქით მიყრის და მიანგრევს. მაგრამ არ დანებდეთ! მოიმარაგეთ მოთმინება და იგივე ამოცანები სხვა დროს შეაპარეთ.

პატარა ვერძს ხმაურიანი თამაშები უყვარს. განსაკუთრებით იზიდავს დოლი, მჭახე ხმიანი მუსიკალური საკრავები, საყვირი, სტვირი, სასტვენი, ხმაურიანი და მოძრავი მექანიზმები.

როდესაც წამოიზრდება თავის მსგავს ხმაურიან მეგობრებს მოგიყვანთ სახლში : )

ვერძი ბიჭი ზოგჯერ ზედმეტად აგრესიულია, არასოდეს უპასუხოთ აგრესიულ ქმედებაზე აგრესიულად, სისასტიკეზე – სისასტიკით, თორემ სასტიკი გაიზრდება და მიდრეკილება ექნება ძალადობისკენ.

მას მტკიცე მაგრამ ალერსიანი მოპყრობა სჭირდება. ყველაფრისდამიუხედავად, მაინც აქვს შიში რომ ცუდი საქციელის გამო შეიძება გადაიყვარონ.

ნუ უყიდით იარაღს, უხეშ სათამაშოებს და ნუ ათამაშებთ ძალადობის შემცველ კომპიუტერულ თამაშებს.

პატარა ვერძი თავიდანვე უნდა შეაჩვიოთ ინტელექტუალურ საქმიანობას. სხვა შემთხვევაში – ფიზიკურად ჯანმრთელი და ძლიერი გაიზრდება,მაგრამ უხეში და თავცარიელი იქნება.

ბავშვობიდანვე შეაყვარეთ წიგნები. გაითვალისწინეთ! პატარა ვერძი მოუთმენელია და წერა-კითხვის სწავლა უძნელდება.

მიმზიდველი დიზაინის და კეთილშობილური, საინტერესო სათავგადასასვლო წიგნები შეუძინეთ. თუ თვითონ კითვას ვერ დაუდებს თავს თქვენ წაუკითეთ. მთავარია რომ წიგნი შეუყვარდეს და კითხვას კი როგორმე მაინც ისწავლის : )

პატარა ვერძს უყვარს საგმირო ამბები. შეეცადეთ კარგი განათლება მისცეთ, რომ მისი მომავალი ცხოვრება უფრო საინტერესო, მრავალფეროვანი და მდიდარი იყოს.

თქვენი ბავშვი კომპფლიქტურია. ხშირად ჩხუბობს და უმეტეს შემთხვევაში, თვითონ არის ბუნტის თავი. რაც მთავარია, ამ ყველაფერს „უცოდველი კრავის“ სახით აკეთებს.

სკოლაშიც, სასკოლო დისციპლინის დამრღვევების უდიდეს პროცენტს ვერძები წარმოადგენენ. ესენი არიან ხოლმე ჩამორჩენილი მოსწავლეები, რომელთა სწრაფვა პირველობისკენ ასეთ ფორმებში ვლინდება. მათთვის მორალის კითვას აზრი არ აქვს!

სჯობს დაფიქრდეთ იმაზე, რა გზით სჯობს მათი დაუშრეტელი ენერგიის სასიკეთოდ წარმართვა.

პატარა ვერძს დისციპლინის დაცვა უჭირს. მისთვის ძნელია რეჟიმში ყოფნა. თქვენ აუცილებლად, თავიდანვე უნდა შეაჩვიოთ წესრიგს, თორემ მომავალში დიდი ენთუზიაზმით დაწყებულ საქმესაც კი პირველივე წინააღმდეგობის წარმოქმნისთანავე მიატოვებს და წარუმატებელი იქნება.

პატარა ვერძი თავმოყვარეა. თუ გსურთ მაგალითად,რომ კარგად ისწავლოს, უბრალოდ სიტყვა გადაუკარით იმის შესახებ რომ მისი მეგობრები ბევრად უკეთესად სწავლობენ. – თავს გაიგიჟებს და მცირე ხანში ყველას აჯობებს.

პატარა ვერძის ჯანმრთელობა

ვერძის ნიშანი სიმბოლურად ადამიანის თავს შეესაბამება. მისთვის საშიშია თავის ტკივილები ან თავის სხვა და სხვა ტრამვები.

ყურადღება მიაქციეთ მისი კბილებისა და ყურების მდგომარეობას.

ჩვილი არ დატოვოთ სველ საფენში.

ნუ გაიყვანთ სასეირნოდ ცივ და ქარიან ამინდში.

სკოლის ასაკში, ხშირად, კოშმარები აწუხებს. ეს ნევროზის ბრალია.

აუცილებლად მიიყვანეთ ექიმთან,მაგრამ მანამდე დაფიქრდით, იქნებ მიზეზს თვითონაც მიაგნოთ.

თქვენი ბავშვი სიცოცხლისუნარიანია, მაგრამ თქვენ ყველანაირად უნდა შეუწყოთ ხელიმის სრულყოფილ განვითარებას.

პატარა ვერძებთან სიმტკიცე გმართებთ, მაგრამ ალერსიც საჭიროა.

ნურასოდეს მიმართავთ ფიზიკურ ძალადობას და ნუ აიძულებთ რამის გაკეთებას.

ყოველთვის სიტყვით,დაყვავებით და ალერსით მიახვედრეთ და დაარწმუნეთ რა არის აუცილებელი და საჭირო.

ნუ გამოუცვლით ხშირად სკოლას.

ჩაუნერგეთ დისციპლინა, დაუწესეთ და დაუგეგმეთ დღის რეჟიმი.

ასწავლეთ მიზნის მიღწევა, წინააღმდეგობათა გადალახვა, საქმის ბოლომდე მიყვანა.

იმის გამო, რომ პატარა ვერძი ეგოცენტრულია მიაჩვიეთ სხვებზე ზრუნვას და სხვებისთვის ყურადღების მიქცევას.

მისი აურაცხელი ენერგია გამოიყენეთ მისდასასიკეთოდ. ატარეთ სპორტზე და ჩართეთ სხვა და სხვა სასარგებლო აქტივობებში.

ასწავლეთ ფულის ყადრი და შეეცადეთ კარგი განათლება მისცეთ.

ავტორი

მსგავსი ფოსტები

Comments

  1. ra sayvareli bavshvi vyofilvar 😀 😀