ასტროლოგიური მაღაზია

ნუმეროლოგია და სექსი

ნუმეროლოგია და სექსინუმეროლოგიაში ცნობილია კავშირი რიცხვებსა და სექსუალურ მიდრეკილებებს შორის. აქ იგულისხმება, რიცხვები-თილისმები. შეიძლება, თქვენ არც გაქვთ კონკრეტული თილისმა, მაგრამ ხომ გაქვთ ფავორიტი რიცხვი, რომელიც სხვაზე მეტად მოგწონთ. იმის მიხედვით, თუ რა რიცხვი გიზიდავთ, შეიძლება გაიგოთ თქვენი სექსუალური ქცევის ხასიათი.

1 – ამ რიცხვის მოყვარული ადამიანი მეტისმეტად მგრძნობიარე ნატურაა, რომელიც ცოტათი გაურბის კიდეც სიახლეებს სექსში. ისინი ამჯობინებენ ჩვეულებრივ ურთიერთობებს, ყოველგვარი გართულებების გარეშე და ერიდებიან ახალი სექსუალური ფანტაზიების, ან ექსპერიმენტების განხორციელებას ლოგინში. მათ იზიდავთ პარტნიორი, რომლისგანაც იგრძნობენ სტაბილურობას და ხვალინდელი დღის რწმენას. თუმცა, კარგი იქნება, თუკი ასეთი ტიპის ადამიანები სექსუალურ ცხოვრებაში შეიტანენ სიახლებსაც, რათა მოსაბეზრებელმა ერთფეროვნებამ საბოლოო ჯამში, ბოლო არ მოუღოს ურთიერთობებს.

2 – ამ რიცხვის ფავორიტობა ადამიანისათვის მიანიშნებს, რომ ის მიეჩვია პასიურ როლს ლოგინში და არ ცდილობს, რაიმე ინიციატივის გამოვლენას. ამ ადამიანებს სავსებით აკმაყოფილებთ მშვიდი ურთიერთობები, ვნებათაღელვის ქარიშხალი მათი სტიქია ნამდვილად არაა. პარტნიორებთან ურთიერთობაში თავდაჭერილნი არიან და თუკი მიატოვებენ, არც ცრემლებად იღვრებიან ამის გამო.

3 – ამ ტიპის ადამიანები უკიდურესად სექსუალურები და დამოუკიდებელნი არიან. ისინი თამამდ საუბრობენ საკუთარ გრძნობებზე და არ ეშინიათ, რომ განსჯიან. იმისათვის, რომ მიაღწიონ მიზანს, ზოგჯერ დაუფიქრებელ ნაბიჯებსაც დგამენ და ბევრსაც რისკავენ, სიამოვნებისათვის. არსებობს საფრთხე იმისა, რომ მათთვის ცხოვრების მთავარ მიზნად იქცეს სექსი და მისგან მიღებული სიამოვნება. ამიტომ, ასეთ ადამიანებს ურჩევენ, რომ სექსი აქციონ „გემრიელ დესერტად“ ცხოვრებაში და არა „მთავარ კერძად“.

4 – ეს რიცხვი უყვართ მეოჯახე ტიპებს, მათ, ვისთვისაც ოჯახი პირველ ადგილზე დგას. ისინი მეგობრობაში სტაბილურები და საიმედონი არიან, მაგრამ სიყვარულში თავს კარგავენ და ხშირად სისულელეებსაც ჩადიან. ურთიერთობებში ნაკლებად აღელვებთ სექსუალური მხარე, მათთვის მთავარია, ემოციური კავშირი პარტნიორთან. ლოგინში მათთვის ჩვეულებრივი, სწრაფი სექსიც კი საკმარისია. ისინი არასოდეს ღალატობენ პარტნიორს, თუმცა პატარ-პატარა პიკანტურ გასართობებზე მაინც არ ამბობენ უარს.

5 – ეს ადამიანები ძალიან თავდაჯერებულნი არიან, მუდამ ელიან თავიანთი საქციელის შეფასებას. თუკი ასეთ ადამიანს პარტნიორი ლოგინში მისცემს უმართებულო შენიშვნას, ან უარესი, დასცინებს – ეს მას გულს იმდენად ატკენს, რომ კარგა ხნით დაკარგავს ყოველგვარ ინტერესს სექსისადმი. ამ ტიპის ადამიანი თუკი მოახერხებს და იპოვის ისეთ პარტნიორს, რომელიც მოთმინებით და მშვიდად გადაალახინებს მას თავის კომპლექსებს, მაშინ სექსი ორივეს დიდ სიხარულს და სიამოვნებას მიანიჭებს, რადგანაც „ხუთიანებს“ აქვთ უნარი, ამოიცნონ პარტნიორის სურვილები, განწყობა, ემოცია. თუმცა, მათ არ უნდა დაივიწყონ საკუთარი სურვილებიც, მაშინ, როცა სხვის სურვილსა და სიამოვნებაზე ფიქრობენ.

6 – ეს შემოქმედებითი ნატურების, არაორდინალური, ორიგინალური აზროვნების მქონე ადამიანების რიცხვია. ისინი ცხოვრობენ ფანტაზიების სამყაროში. სექსი სურთ მაშინ, როცა ირგვლივ რომანტიკული ატმოსფეროა, ხოლო მათი პარტნიორის ქცევები უნდა იყოს დახვეწილი, ის უნდა უძღვნიდეს ლექსებს, საჩუქრებს, უწყობდეს რომანტიკულ პაემნებს სანთლების შუქზე და ა.შ. ამ ტიპის ადამიანებისათვის მხოლოდ ერთი რჩევა არსებობს: მიიღონ ცხოვრება ისეთად, როგორიც არის.

7 – „შვიდიანები“ მხურვალე ტემპერამენტითა და მგრძნობიარე ბუნებით გამოირჩევიან. მათ მთელი არსებით უყვართ სექსი, თუმცა, ამის გამო არ გაწირავენ არც ოჯახს და არც კარიერას. ხანდახან ისინი შეუბრალებლები არიან პარტნიორთან მიმართებაში, არ პატიობენ სისუსტეებს და საერთოდ, თუკი ჩათვლიან, რომ პარტნიორი არ შეეფერებათ, არ დაიშურებენ, ძალას, ენერგიას, დროს და მისგან მაინც გათავისუფლდებიან. მათ არ აშინებთ მარტოობა. ოჯახში კი, სწორედ ისინი ასრულებენ „პირველი ვიოლინოს“ როლს. ეს არის ნატურა, რომელიც შექმნილია გამარჯვებისათვის.

8 – ისინი, ვისთვისაც ეს რიცხვია ფავორიტი, უპირატესობას სტაბილურობას და კომფორტს ანიჭებენ და ნაკლებად ეშვებიან თავით სასიყვარულო ვნებათაღელვაში, რადგან თვლიან, რომ უბრალოდ არ აქვთ დრო და არცაა გონივრული, შეუყვარდეთ უგონოდ. სამაგიეროდ, სექსში არიან გახსნილები და ბოლომდე ავლენენ თავანთ ფანტაზიებს. თუკი დაქორწინებას გადაწყვეტენ, ცხოვრების თანამგზავრად ირჩევენ მიმნდობ, გულუბრყვილო ადამიანებს, რათა თავიანი რჩეულისათვის მუდამ დარჩნენ ჭეშმარიტების უმაღლეს ინსტანციად. სექსი არასოდეს არ მიანიჭებთ სიხარულს და სიამოვნებას ბოლომდე, თუ არ არიან დარწმუნებულნი, რომ პარტნიორი ჭეშმარიტად აღფრთოვანებულია ამ ურთიერთობით და ბოლომდე მათი მორჩილია.

9 – ეს ადამიანები გამოირჩევიან მახვილგონიერებით, იუმორის გრძნობით, ისინი არიან ამოუცნობნი და მხიარულნიც. მათ რამედანდმე ახასიათებთ თვითკმაყოფილებაც, ხოლო სექსი მათთვის განტვირთვის საშუალება უფროა, ვიდრე სასიყვარულო ურთიერთობა. ისინი არასოდეს არ აირჩევენ მათზე დაბალი ინტელექტუალური შესაძლებლობის მქონე პარტნიორს. ქორწინებაში ყურადღებიანი და მზრუნველი მეუღლეები არიან, როგორც მშობლები კი სმართლიანები და მომთხოვნები. ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე აჩვევენ დამოუკიდებლობას, ხოლო სექსს არ ხდიან ტაბუდადებულ თემად, რადგან თვლიან, რომ ის, რაც ბუნებრივია, არ შეიძლება იყოს დასამალი, ან გასასაიდუმლოებელი.

0 – ამ ტიპის ადამიანებს ძალიან იშვიათად აქვთ საკუთარი აზრი და თითქმის მთელი ცხოვრება სხვისი გავლენის ქვეშ არიან და თავადვე მიილტვიან ამისკენ, შეუცნობლად. ასე ისინი თითქოს იხსნიან მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ ქცევებზე და გადააქვთ ის სხვაზე. ასევე ხდება სექსის სფეროშიც: თუკი იპოვიან კარგ მასწავლებელს, ყველა მისი მოქმედება იქცევა სახელმძღვანელოდ, ურთიერთობის მომდევნო ეტაპისათვის. თუკი ამ ტიპის ადამიანისათვის პირველი სექსუალური გამოცდილება არასასიამოვნო იყო, მაშინ მოსალოდნელია, რომ მან ან საერთოდ დაკარგოს ყოველგვარი ინტერესი სექსისადმი და მთელი დრო დაუთმოს სამსახურს, ან შესაძლოა პირიქით – ძალიან ხშირად იცვალოს პარტნიორები და ეძებოს ახალ-ახალი შეგრძნებები ლოგინში.

თუკი თქვენი თილისმა არის ორნიშნა, ან სამნიშნა რიცხვი, ის უნდა დაიყვანოთ ერთეულებზე, რათა საბოლოო ჯამში მიიღოთ ერთი რიცხვი 0-დან 9-მდე.

მაგალითად: თუ თქვენი საყვარელი რიცხვია 527. მაშინ: 5+2+7=14 შემდეგ: 1+4=5. თქვენი რიცხვი გამოდის 5 და შეგიძლიათ ნახოთ ინფორმაცია, 5-ის შესახებ.

მოამზადა ნინო კევლიშვილმა

ავტორი

მსგავსი ფოსტები

  1. Nino Zaqashvili

    ar mjeraaa:D

  2. Maia Baramidze

    zogi ragac simartlea..nawilobriv mjera

დატოვეთ კომენტარი