ნიშანთა შეთავსება და ქორწინება
მიხეილ ცაგარელი
ქორწინება
ქორწინებისთვის, ისევე, როგორც ადამიანთა ხანგრძლივი ურთიერთობისათვის, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰოროსკოპების შეთავსებისას აღმოცენებული ასპექტები. ჩვეულებრივ, პირადი ჰოროსკოპის განხილვისას ადამიანს უჩნდება ინტერესი შეიტყოს ასტროლოგიის თვალსაზრისით თავისი იდეალური პარტნიორის და მეუღლის დახასიათება და შესაძლო ზოდიაქოს ნიშანი.
არსებობს მიდგომა ტრადიციული შეხედულებების მიხედვით (მაგალითად, როგორც ორი სახლის მოყვარული ნიშნის წყვილი კურო -კირჩხიბი, ან ორი ძლიერი ნიშნის წყვილი ლომი – თხის რქა), მაგრამ არჩევანი შესაძლოა იყოს ნებისმიერი, ადამიანის სხვა ადამიანთან დამოკიდებულების, მასთან ურთიერთობის წარმართვის, პრიორიტეტებისადმი განწყობისა და პირადი ჰოროსკოპის მიხედვით. პირადმა ჰოროსკოპმა კი შეიძლება გვიჩვენოს, რომ ადამიანი სრულებით არ ჰგავს თავის ნიშანს.
ინდოეთში ითვლებოდა, რომ მშობლები უმჯობესია ყოფლიყვნენ საწინააღმდეგო ნიშნის, რათა მათ შვილს ჰქონოდა ყველა ნიშნის თვისებები და ჰარმონიული განვითარების საშუალება. სამწუხაროდ, ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ ქვეყნებში, სადაც არსებობს ოჯახურ ურთიერთობათა რეგლამენტის ტრადიციული ფორმა და არა ჩვენთან, სადაც თითოეული ადამიანი ორიენტირდება საკუთარ თავზე და ამიტომ საწინააღმდეგო ნიშანთან (ოპოზიცია – სატურნისეული ასპექტი) შეთავსება ძალზედ უძნელდება. ამასთან, ყველაზე მეტად უჭირს კუროსა და ღრიანკალის წყვილს, რომელთათვისაც ძალზედ მნიშვნელოვანია სიყვარული. ხოლო ტყუპებისა და მშვილდოსნის წყვილი საკმაოდ ხშირად გვხვდება, რადგან მათ გააჩნიათ პრობლემების ინტელექტუალურად გადაჭრის ერთნაირი ტენდენცია.
საწინააღმდეგო ნიშნები ახლოსაა ერთმანეთთან ამოცანათა ხასიათით, რომლებიც მათ წინაშე დგება. მაგრამ ამ ნიშნებს უჭირთ ერთმანეთის გაგება პირისპირ ურთიერთობისას.
სასწორები კარგად აწონასწორებენ ვერძებს, მაგრამ მათი დახვეწილობა შესაძლოა დაუპირისპირდეს ვერძების უხეშობას. კირჩხიბისა და თხის რქის წყვილიც ხშირად გვხვდება და მოგვაგონებს მოხუცისა და ბავშვის ქორწინებას, სადაც კირჩხიბს უმძიმს თხის რქის მატერიალისტობის ატანა, ხოლო ამ უკანსაკნელს უაზრობად მიაჩნია თავისი პარტნიორის მეოცნებეობა.
საწინააღმდეგო ხასიათების მიხედვით უფრო ადვილად ურთიერთქმედებენ მამაკაცები თავისი ნიშნის შემდგომ მე-5 ნიშნათან, ხოლო ქალები – თავისი ნიშნის საწინააღმდეგო მიმართულებით მე-7 ნიშნათან. ამ ურთიერთობას ეწოდება კვიკონსი (ხორონიული ასპექტი). ამ შემთხვევაში ყველაზე ხშირია სასწორი-თევზების წყვილი. მაგრამ, რა თქმა უნდა, სხვა ნიშნებისთვის ამგვარი დაწყვილება საუკეთესო იქნება მეგობრობისა და თანამშრომლობისათვის.
აქ ცეცხლის ნიშნები ურთიერთქმედებენ მიწის ნიშნებთან, ხოლო წყლის ნიშნები – ჰაერის ნიშნებთან. წყლის ნიშნები საკმაოდ მგრძნობიარენი არიან. ღრიანკალისა და კირჩხიბისათვის ჰაერის ნიშნები (ტყუპები, სასწორი და მერწყული) ძალზედ მენტალურები და არასაკმარისად ღრმანი არიან იმისათვის, რომ კარგად შეეთავსონ მათ, ხოლო კონსერვატიული მიწის ნიშნები კი მუდამ დამოუკიდებელ ცეცხლის ნიშნებს. მათგან ყველაზე კარგად ერთმანეთს ეთავსებიან ლომი და თხის რქა, როგორც ორი თავდაჯერებული და თავის თავზე შეყვარებული ნიშანი.
ოჯახის შესაქმნელად ასევე დადებითად ითვლება მდედრობითი ნიშნების შემდგომი მე-5 და მამრობითი ნიშნების მე-7 ნიშანი (ასევე ხორონიული ასპექტი). მართალია, მათ მსგავსების გარდა გააჩნიათ ერთნაირი უარყოფითი თვისებებიც – ამ შემთხვევაში, მიწა ურთიერთქმედებს ჰაერთან, ერთმანეთს ავსებენ მელანქოლიკი და სანგვინიკი და ცეცხლი ურთიერთქმედებს წყალთან, სადაც ქოლერიკი და ფლეგმატიკი ეთავსებიან ერთმანეთს.
ვერძი და ღრიანკალი მსგავსია წინსწრაფვის თვისებების მიხედვით, ხოლო ვერძის გულახდილობა კარგად ავსებს ღრიანკალის სიღრმესა და წვდომის უნარს. კურო და სასწორი გამოირჩევიან კომფორტისადმი სიყვარულით, თუმცა ერთგავრად ფორმალურად უდგებიან ცხოვრებას. ტყუპები და თხის რქაც შეიძლება იყოს წყვილში, მაგრამ თხის რქა მაინც საკმაოდ მძიმეა ტყუპებისათვის, რის გამოც ეს წყვილი ცუდად დაბალანსებულად მიიჩნევა.
კირჩხიბსა და მშვილდოსანს აერთიანებთ მოგზაურობებისადმი და ბუნებისადმი სიყვარული, მაგრამ თუ მშვილდოსანს მეტად უყვარს ცხოველები, კირჩხიბს მეტად იზიდავს მცენარეული სამყარო. ქალწული და მერწყული ერთმანეთის მსგავსია აბსოლუტიზმითა და ყოფიერების არასრულყოფილებისაგან მოწყვეტით. თევზებსა და ლომს კი აერთიანებს ყოვლისმომცველობა და პატიების უნარი. ორივე ამ ნიშანს შეუძლია ბევრის დაშავება, ბევრის პატიება და ახლის მიღება. ეს წყვილი ერთგავარად ნაკლებად იდეალურია გარშემომყოფთა თვალში, თუმცა მათ მსგავსებას ყველა ადვილად ამჩნევს.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ჰაერის ნიშნებს უკეთ ესმით წყლის ნიშნების, ვიდრე პირიქით. ცეცხლი მეტად მიილტვის ჰაერისაკენ, ვიდრე პირიქით. ხოლო წყლის ნიშნები მეტად ეჩვევიან მიწის ნიშნებს, ვიდრე პირიქით. ამიტომაც ჰაერის ნიშნები არ უნდა გაბრაზდნენ წყლის ნიშნებზე იმის გამო, რომ მათ არ ესმით ჰაერის ნიშნების, ხოლო ცეცხლის ნიშნები მომთმენნი უნდა იყვნენ მიწის ნიშნების მიმართ, რამე თუ ამ უკანასკნელებს არ ესმით მათი ქედმაღლობის.
გარემოს აღქმის ერთგვარობით გამოირჩევიან ცეცხლისა და ჰაერის მამრობითი ნიშნები და მიწისა და წყლის მდედრობითი ნიშნები. აქედან, პირველი ჯგუფი მეტად აქტიურია, ხოლო მეორე – პასიური. უდავოდ ძალზედ ახლოსაა ერთმანეთთან ერთი სტიქიის ნიშნები.
ამერიკელი ასტროლოგის ენტონი ედვარდის წიგნში რეკომენდირებულია ადამიანმა თავიდან, სულ პირველი ურთიერთობა დაამყაროთ საკუთარი სტიქიის ნიშნის წარმომადგენელთან, მაგრამ ამას იმიტომ გვთავაზობენ, რომ ამერიკაში მიღებულია პარტნიორების ადვლად ცვლა, რაც ჩვენთვის ცოტა ნაკლებად მისაღებია. საქმე ისაა, რომ საკუთარი სტიქიის წარმომადგენლები დროთა განმავლობაში არასაინტერესო და მოსაბეზრებელი ხდება, ამიტომ ამ წყვილების იდეალურად გამოცხადება შეიძლება მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში, მიუხედავად მათი კარგი ურთიერთგაგებისა.
ყველაზე მეტად აქტუალურია ამგვარი ქორწინება წყლის სტიქიის ნიშნებისათვის, რადგან ისინი ყველაზე ემოციურები არიან და ძალზედ ესაჭიროებათ ღრმა სულიერი თანაგრძნობა, ურთიერთგაგება და ეჩვევიან თავიანთ პარტნიორებს. საკუთარი სტიქიის წარმომადგენლებთან კავშირი ასევე კარგია ცეცხლის ნიშნებისთვისაც. რადგან მათთვის ძალზედ ძვირფასია საკუთარი დამოუკიდებლობა, რასაც სხვა სტიქიის ნიშნები ვერ იგებენ.
წყლის სტიქიის ნიშანთა შორის ხშირად გვხვდება თევზები – თევზების წყვილიც, რომელშიც პარტნიორები ცდილობენ გააძლიერონ ერთმანეთიც და საკუთარი თავიც. დანარჩენი ქორწინება ერთნაირ ნიშნებს შორის (სოლარული ასპექტის კავშირი) შედარებით იშვიათია.
კურო-კუროს წყვილმა შეიძება შეინარჩუნოს ოჯახი სახლის სიყვარულით, თუმცა მათი სიჯიუტის აღმოფხვრა ძალზედ ძნელია. ღრიანკალი ღრიანკალთან თითქმის ვერ თავსდება, რადგან ზედმეტად ახდენენ ერთმანეთის მობილიზებას. ეს კარგი თვისებაა ზოგიერთ შემთხვევაში საქმიანი ურთიერთობებისათვის, რადგან ორივე მიჩვეულია თავაუღებლად მუშაობას საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად. ორი მომთხოვნი ქალწული ასევე იშვიათად წყვილდება, ისევე როგორც ორი კრიტიკოსი მშვილდოსანი. ორი თხის რქის წყვილი ეფუძნება იმ მატერიალური დოვლათის დაგორვებას, რომელიც მათი უზრუნველი სიბერის გარანტი იქნება. საკმაოდ ხშირია სასწორების წყვილს შორის ქორწინება იმავე მიზეზით, რაც თევზებს შორის – მათი არამდგრადობისა და ემოციური არასტაბილურობის გამო სხვა ნიშნების წარმომადგენლებისათვის მათი გაგება და მიღება ძალზედ ძნელია.
საკუთარი სტიქიის ნიშნებს შორის (ტრიგონის მიხედვით – იუპიტერიანული ასპექტი) ასევე არსებობს საუკეთესო წყვილები. ღრიანკალი თევზებზე ძლიერია, კირჩხიბი ღრიანკალზე დამოუკიდებელია, ხოლო თევზები – კირჩხიბის იდეალია.
ლომი შესაძლოა მოიხბლოს ვერძით, მიუხედავად იმისა, რომ ვერძი ცდილობს დაემსგავსოს მშვილდოსანს, ხოლო მშვილდოსანი თავს მოიაზრებს როგორც ლომი. კუროს ყველაზე მეტად აინტერესებს მოძრავი ქალწული, ქალწულისათვის მეტად ავტორიტეტულია თხის რქა, ხოლო თხის რქას იზიდავს კუროს ბუნებრივობა.
წლების შემდეგ, როდესაც კურო მეტად გამოავლენს თავის ვნებას, მიწის ნიშნების: ქალწულისა და თხის რქის რაციონალური ხასიათი ნაკლებად დააკმაყოფილებს მას.
ქალწულისა და თხის რქის ქორწინება ძალზედ დამიწებულია და შესაძლოა ისინი დაღალოს მატერილურმა პრობლემებმა. ჰაერის ნიშნებში სიმპათიის მოძრაობა ორიგინალური მერწყულიდან მეტად ჰარმონიული სასწორის მიმართულებით ვითარდება. სასწორებს მეტად ხიბლავს პრაქტიკული ტყუპების ფუსფუსი, ხოლო მაძიებელი ტყუპების იდეალი უახლოვდება მერწყულის გააზრებულ ინტუიციურობას. ამასთან უნდა დავსძინოთ, რომ ჰაერის ნიშნების ინტელექტუალურ კავშირს არ ჰყოფნის გრძნობათა სიღრმე.
ორი მონათესავე მდედრი და ორი მამრი სტიქიების ნიშნები, იმ წინააღმდეგობების გარდა, რომელზედაც ზემოთ ვისაუბრეთ, ერთმანეთს უკავშირდება ნიშანთა მეშვეობითაც (სექსტილის მიხედვით – ვენერიანული ასპექტი). ამასთან, ითვლება, რომ თითოეული ნიშანი თავის ნიშანთან ერთის გამოტოვებით განლაგებულ ნიშანაში ეძებს თავისთვის რაღაც სრულიად ახალს, ხოლო თავის წინა ერთით გამოტოვებულ ნიშნაში – თავის მონათესავე გრძნობას. მაგალითად, წყვილში კურო -კირჩხიბი, კურო ეძებს თავისნაირ გრძნობებს, ხოლო კირჩხიბი სრულიად ახალს, რაც თვითონ არ გააჩნია.
ამგვარად, ერთი ნიშნის გამოტოვებით არსებული წყვილები საკმაოდ ხშირად გვხვდბა. თუმცა მერწყული მეტად ეძებს ახალს მშვილდოსანში, რომელთან, გარდა ამისა მსგავსია ჰორიზონტთა გაფართოვებისაკენ ლტოლვით, ვიდრე ვერძში, რომელთანაც მსგავსია შინაგანი თავისუფლების შეგრძნებით. თხის რქა პირიქით – მეტად ცდილობს თავისი თავის დამკვიდრებასა და ამოცნობას მგრძნობიარე თევზების საშუალებით, ვიდრე ახლის ძიებას ღრიანკალში, რომელთანაც აკავშირებს ნოვატორობა, რომელიც საკუთარი თავიდან მომდინარეობს .
ერთის გამოტოვებით განლაგებულ ნიშანთა წყვილები ადვილად ეწყობიან ერთმანეთს და ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც არ ექმნებათ პრობლემები. შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაზე სტაბილური ქორწინებაა.
მომიჯნავე ნიშნების ქორწინება (ნახევრად სექსტილი – მერკურიანულ – ცერერული ასპექტი) არც თუ ისე სახარბიელოა, რამეთუ მომდევნო ნიშანს ახასიათებს მის წინ მდგომი ნიშნის უარყოფა.
გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ორი წყვილი: კირჩხიბი – ლომის კავშირი, როგორც ერთმანეთის შემვსები მზე და მთვარე და თევზები – ვერძის წყვილი. ამ უკანასკნელის შემთხვევაში უნდა გავიხსენოთ, რომ თევზები სრულიად არ ჰგავს ძლიერი ცხოვრებისეული ენერგიის მქონე ვერძს, რის გამოც მხარს არ უჭერს ვერძის მუდმივი ბრძოლის სურვილს. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ ხშირი კავშირია, არ შეიძლება იმის თქმა, რომ მათ ყველაფერი იდეალურად აქვთ. ამ ორი ნიშნიდან არცერთი არ ცდილობს თავისი ხელით შექმნას ჰარმონია და მეტად ელოდებიან იმას, რასაც უბოძებს მათ გრძნობათა სტიქიურობა.
ერთი წრის – ჯვარედინის (კვადრატი – მარსიანული ასპექტი) ნიშნები ერთმანეთის მსგავსია სამყაროს ესთეტიკური ხედვისა და მისი გამოხატვის ერთგვარობით (მაგალითად, კურო და ლომი). ასეთი წყვილები კარგად თანამშრომლობენ შემოქმედებით ასპარეზზე და აქტიური ცხოვრების წესის დროს. მათში ჩადებულია ერთიანი მოძრაობის იმპულსი წინამორბედი ნიშნიდან მის შემდგომ ნიშნამდე. ამ ნიშნებს გააჩნიათ ერთმანეთის მიმართ საკმაოდ იდეალისტური დამოკიდებულება მიუხედავად იმისა, რომ მათი ცხოვრებისეული შემოქმედება შესაძლოა იყოს სრულიად მატერიალისტური. კარგი წყვილებია ლომი – ღრიანკალი, ღრიანკალი – მერწყული, თხის რქა – ვერძი, თევზები – ტყუპები, ტყუპები – ქალწული. ყველა მათგანი ერთიანი იდეის შემოქმედებითი კავშირებია. „კვადრატურული წყვილები” იშვიათად იშლება მანამ, სანამ საკმარისია რწმენა და სიმხნევის მარაგი.
2 Comments
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
(y)