ნეპტუნი
ნეპტუნს 168 წელი სჭირდება ზოდიაქოს გასავლელად და 14 წელს ატარებს თითოეულ ნიშანში.
მისი ელემენტი წყალია. ბუნება ნოტიო. მართავს თევზებს და ეგზალტაციაშია კირჩხიბთან. ის სისხლძარღვთა სისტემის ანალოგია.
ასახიერებს: მეოცნებეს, ფსიქოლოგს, ჯადოქარს, ილუზიების მომწოდებელს, ნარკოტიკებზე დამოკიდებულს.
ტემპერამენტი: ფლეგმატიკი.
ხასიათი: ემოციური, პასიური, პრინციპულიც და არაპრინციპულიც.სენტიმენტალურია და ხანდახან ამორფულიც.
ნეპტუნი ყველაფერს ანელებს, აბუნდოვნებს, გაურკვეველს ხდის და საიდუმლოების საბურველში ახვევს. ის არარეალურ საგნებს წარმოადგენს, შეუცნობს და ამოუხსნელს – როგორებიცაა – წარმოსახვა, შთაგონება, რწმენა, რელიგია და მისტიციზმი.
ნეპტუნელები ნაზები, მეოცნებეები, მისტიურები არიან, ის ჭირვეული არსებები, რომლებიც უანგარობისა და სულგრძელობის მაგალითები არიან. ყველაზე მგრძნობიერები არიან და სათუთები არიან მთელს სამყაროში. ფსიქოლოგიური ნიჭი აქვთ და მუსიკას აღმერთებენ. თუმცა ნეპტუნის უარყოფით გამოვლენაში უნებისყოფოები, დამყოლები, შთბეჭდილებებიანი, მიმნდობები და ადვილად გასასულელებლებიც შეიძლება დაიბადონ. რეალობის შეგრძნება დაკარგული აქვთ.
მიდრეკილნი ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისკენ, ,,ხელოვნური სამოთხის“ შექმნისა და თვითმკვლელობისკენ. ნეპტუნი დეპრესიითაც აჯილდოებს თავის რჩეულებს, ნერვული სიტემის მოშლითა და ფსიქიკური არამდგრადობით. ის დაკავშირებულია უცნაურ და ძვლივს შესამჩნევ ცვლილებებთან, განსაკუთრებით რელიგიურ და სულიერ კონტექსტში.