ნეპტუნი მეცხრე სახლში
ინტერესი რელიგიისადმი, მდიდარი წარმოსახვის უნარი, მდიდარი ცოდნა, რომელსაც ადამიანი იძენს ინტუიციის მეშვეობით. ის იძლევა მაღალ იდეალებს სიყვარულში, ისინი ასევე იდეალურობას ელოდებიან სხვებისგანაც.
ნეპტუნის ეს მდებარეობა იძლევა ღრმა რელიგიურობას და წარმოსახვის განვითარებას, გარედან შეიძლება ჩანდეს, რომ ადამიანი წლობით ზის ერთსა და იმავე ადგილას და არსად დადის, მაგრამ ეს მცდარი აზრია, – ის მოგზაურობს წარმოსახვაში, სიზმრებში, მედიტაციისას და ეს მოგზაურობები არანაკლებ ნათელი და შთაბეჭდილებებით მდიდარია, ვიდრე რეალური. თუკი ის მართლაც წავა სადმე, ძირითადად ეს ხდება წყლით ანდა ფეხით.
ადამიანმა შესაძლებელია მიიღოს უმაღლესი განათლება, მაგრამ ეს სფერო რთულად ეძლევა, ვინაიდან ძალიან უჭირს კონცენტრირება ერთ საკითხზე, ამიტომ უმჯობესია მიიღოს ჰუმანიტარული ან საერთოდ მუსიკალური განათლება – სადაც შესაძლებელია მიახლოებითი ფორმულირებაც მისაღები იყოს. სამაგიეროდ, სიტყვებით რთულად ასახსნელი ფაქტები და მოვლენები მისთვის ადვილად გასაგებია.
მე-9 სახლის ნეპტუნის მფლობელებს უყვართ ოცნება, ფანტაზიორობა. ისინი მზად არიან მიიღონ ნებისმიერი ექსცენტრული იდეა თუ შემოთავაზება, ვინაიდან მათთვის მისაღებია ყველაფერი.
ისინი არიან ძალიან მომთმენნი და ძალიან ადვილად ექცევიან სხვისი გავლენის ქვეშ. ინტერესდებიან საზოგადოებრივი თუ საგანმანათლებლო რეფორმებით. უყვართ სწავლა და აქვთ კარგი უნარი უცხო ენების შესწავლის. ცდილობენ დაეხმარონ ადამიანებს, განსაკუთრებით თავისუფლება აღკვეთილებს, ასევე უყვართ მოგზაურობა, აქვთ კარგი კონტაქტები უცხოელებთან და უსაზღვრო წარმოსახვის უნარი. ხშირად აქვთ უამრავი გეგმა საზღვარგარეთთან დაკავშირებით, თუმცა მათი უმეტესობა განუხორციელებელი რჩება.
დაზიანებული ნეპტუნის შემთხვევაში შეიძლება ადამიანის ცხოვრებაში გაჩნდეს მცდარი მსოფლმხედველობები და რელიგიური ფილოსოფიები. შეიძლება სრულად გაუქრეს ეთიკური საზღვრები, მსოფლმხედველობა შეიძება დახასიათდეს ერთი სიტყვით – არანაირი, ვერ იღებს უმაღლეს განათლებას, შეიძლება ვერასდროს გაიგოს თუ რატომ გაჩნდა დედამიწაზე, თუმცა მაინც აუცილებლად დიდი რწმენა ექნება.
მოამზადა მერო მერომ