ნეპტუნი მერვე სახლში
ნეპტუნი მერვე სახლის მქონე ადამიანები ან მისტიზიცმიზისა და ღრმა ოკულტიზმის გზით ცხოვრობენ, ან წევრიანდებიან რომელიმე საიდუმლო ლოჟაში, საზოგადოებაში, საიდუმლო ორგანიზაციებში. ნებისმიერ შემთხვევაში მას აიძულებენ აქტიურად იმონაწილეოს სულიერ ტრანსფორმირებაში.
ადამიანები ასეთი ნეპტუნით დაჯილდოვებული არიან ძლიერი ინტუიციითა და როგორც წესი მკითხაობის, წინასწარმეტყველების, სიზმრების ამოხსნის ნიჭით. ნეპტუნის გავლენამ აქ შეიძლება გამოიწვიოს ინტერესი ფილოსოფიის, რელიგიური პრობლემებისა და იმქვეყნიური ცხოვრების მიმართ. ნეპტუნი ამ სახლში „ასაჩუქრებს“ არასაიმედო პარტნიორებით, მეგობრებით, ნაცნობებით რომელთაც შეუძლიათ მოიტანონ გარკვეული დანაკარგები. ასეთი ადამიანები ძალიან მგრძნობიარეები არიან და ადვილად ექცევიან სხვათა ზეგავლენის ქვეშ, ამიტომ ისინი უნდა მოერიდნონ ადამიანებს, ვისაც ჰიპნოზის უნარი აქვს.
კარგი ასპექტაცია ძლიერ იუპიტერთან ან მეორე სახლის მმართველთან მიუთითებს მემკვირეობს მიღების შანსზე; იუპიტერთან და მზესთან – მოულოდნელ საჩუქარზე, იუპიტერთან და სატურნთან – უძრავი ქონების შეძენის ან დიდი მატერიალური ქონების მიღების შანსზე.
დაზიანების შემთხვევაში – უდარდელი დამოკიდებულება სხვისი ფულის მიმართ, მიდრეკილება ტყუილისადმი, თაღლითობისადმი, ყველანაირი ფინანსური აფერისადმი. არეული სასიყვარულო ურთიერთობები, უწესობა, ამორალური ცხოვრების წესი, ვენერიული დაავადებები. ალკოჰოლური ან ნარკოტიკული დამოკიდებულებები, ჯანმრთელობის პრობლემები.
ნეპტუნისა უარყოფითი ასპექტები მარსთან, სატურნთან, დაბადების დომინანტთან ან მეოთხე, მეექვსე ან მეთორმეტე სახლების დომინანტთან – სიკვდილი დადგება უცნაური და განსაკუთრებული გზით , მაგალითად შავი მაგიის გავლენით, ან მოწამვლით.
ადამიანი რეალიზებას უკეთებს საკუთარ წარმოდგენებს სამყაროს ერთიანობის შესახებ, თავის ფანასტიურ წარმოდგენებს სექსუალური ურთიერთობების სფეროში, ინტიმურ პარტნიორებთან ურთიერთობაში, ასევე კრიზისების დაძლევის პერიოდში, მარგინალურ სიტუაციებში, სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე, სხვა ადამიანების ფინანსებთან და ქონებასთან ურთიერთობაში, სიმდიდრის დაგროვების საკითრებში. მისტიფიკაცია, ტყუილი და თავის მოტყუება ამ სფეროებში ჩვეულებრივი ამბავია. სექსუალური ფანტაზიები, მიდრეკილება სექსის განსხვავებული ფორმებისადმი (ტანტრა, დაო, ტრანსი) ან სექსუალური ენერგიების შემოქმედებითად ტრანსფორმირება.
შეუძლიათ მიხვდნენ რა არის დაფარული და უთქმელი. სიკვდილი მისთვის მისტიკური მოვლენაა და შიში ფაქტიურად არ აქვს მის მიმართ. (თუ, რა თქმა უნდა, ნეპტუნი დაზიანებული არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შიშები და ფობიები გაცილებით დიდი იქნება ვიდრე რეალურად უნდა არსებობდეს) მიდრეკილება ღრმა განცდებისა და ექსტრემალური პირობებისადმი. მიდრეკილება ნარკოტიკებისა და სხვა მსგავსი საშუალებებისადმი რომლებიც ასტიმულირებენ გონებას, შეცვალოს რეალობის აღქმა.
გააზრებული უარყოფა სექსის ან პირიქით, დაუკმაოფილებლობა. არსებობს რისკი, რომ დაიკარგება საკუთარ წარმოდგენებში და შეიშლება. სიკვდილზე ფანტაზიები იწვევს ეიფორიას. მიდრეკილება სიკვდილისადმი: სიკვდილი შეერთებაა რაიმე უფრო განუზომლად დიადთან.
ასეთი ადამიანები შეიძლება მოდას ეპყრობოდნენ ისე, როგორც სამეცნიერო კვლევის ობიექტს: შეისწავლოს მისი კანონები, დააკავშიროს საკუთარ ფსიქიკასთან, შესაძლებელია მოდური ტრენდები გამოიყენოს ფსიქოანალიზისთვის, გავლენა ქონდეს საკუთარ სექსუალურ პარტნიორზე.
მოამზადა მერო მერომ