ნეპტუნი მეორე სახლში
ნეპტუნი მეორე სახლში შეიძლება თავს სხვადასხვაგვარად ავლენდეს: სულიერად მაღალგავნითარებულ ადამიანს ის აჯილდოვებს ძლიერი იდეალიზმით, რაც სხვებისადმი სამსახურის გაწევის მზაობაში, სოციალურ აქტიურობაში, პრაქტიკულ დახმარებებსა და ახლობლების გულწრფელ სიყვარულში გამოიხატება.
ასეთ ადამიანს მოსწონს საკუთარი თავი, რადგან გრძნობს თავის საჭიროებას. მეორეს მხრივ, ნეპტუნმა მეორე სახლში შეიძლება გამოავლინოს ზემოთჩამოთვლილი თვისებები ადამიანში, თუმცა განსხვავება ის იქნება, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ გარეგნულად და ზედაპირულად გამოიხატება.
კიდევ ერთი რითაც შეიძლება მეორე სახლის ნეპტუნმა ადამიანი დააჯილდოვოს, ესაა ფანატიკური ერთგულება და იდეალისტური წარმოდგენები ერთგულების შესახებ, თანაც ადამიანს სულ ექნება იმის განცდა, რომ სხვას არავის შეუძლია იყოს ასეთი ერთგული.
ისეც ხდება, რომ ხშირად ასეთ ადამიანებს დახმარების სურვილი საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვაშიც კი გადაეზრდებათ ხოლმე. გასცემენ რა ყველაფერს, რაც გააჩნიათ და ერთდღესაც აღმოაჩენენ, რომ თავისთვის აღარაფერი დაუტოვებიათ.
რაც შეეხება ფინანსურ ასპექტს: ძალიან ხშირად მათ მოულოდნელად გამოუჩნდებათ ძალიან ბევრი ფული, რომელიც არც კი იციან საიდან მოვიდა, თუმცა ეს ფული შეიძლება ასევე გაურკვეველი მიმართულებით გაქრეს, რადგანაც მათთვის ან არ აქვს დიდი მნიშვნელობა ფინანსურ სიკეთეებს, ან უბრალოდ, არ იციან როგორ უნდა მოექცნენ მას.
ამ ადამიანებმა აუცილებელია, მოერიდონ წამლებსა და ალკოჰოლს, რათა თავიდან აიცილონ მათზე დამოკიდებულება.
ნეპტუნმა მეორე სახლში შეიძლება ფინანსური პრობლემები შეიტანოს იმ სახლში, რომელსაც ის მართავს. მაგალითად: თუ ადამიანს აქვს ნეპტუნი, რომელიც არის მეორე სახლში და მართავს მეხუთე სახლს, მაშინ მას ექნება ფინანსური პრობლემები, რომლის მიზეზებიც იქნებიან ბავშვები ანდა სასიყვარულო პარტნიორები(მეხუთე სახლის სფერო)
მოამზადა მერო მერომ