Previous Story
ნეპტუნი – ზოგადი დახასიათება
ეს საკმაოდ სიღრმისეული პლანეტაა. ის გვევლინება, როგორც ილუზიების, ესკაპიზმის, სიზმრების, ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულების, თანაგრძნობის, უწესრიგობისა და ხელოვნების პლანეტა, რომელიც ასევე კავშირშია ძმობასთან და სპირიტუალიზმთან.
თუ ჩვენ ნეპტუნის განლაგებებს დავაკვირდებით და შევაფასებთ თაობრივი განვითარების კუთხით, დავინახავთ რომ თითოეული მდებარეობა გამოხატავს ადამიანის დამოკიდებულებას სამყაროსადმი, მშობლისადმი. ნეპტუნი მფარველობს თევზების ზოდიაქოს ნიშანს და მე-12 სახლს.