Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

ნაოჭები, რომელიც მამაკაცის ხასიათზე მეტყველებენ

ნაოჭები, რომელიც მამაკაცის ხასიათზე მეტყველებენნაოჭები სახეზე მხოლოდ ასაკოვან მამაკაცებს როდი აქვთ, ხშირად ახალგაზრდებსაც უჩნდებათ. ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ისინი პატრონის პიროვნებაზე საკმაოდ ბევრს მეტყველებენ.

ჰორიზონტალური ნაოჭები

მამაკაცის შუბლზე 1-3 სწორი და უწყვეტი ნაოჭი იმაზე მიუთითებს, რომ იგი ძლიერი, ენერგიული, გაწონასწორებული და ჰარმონიული პიროვნებაა.

მას მდგომარეობიდან ვერაფრით გამოიყვან, მასთან ჩხუბი თითქმის წარმოუდგენელია. 3-ზე მეტი ნაოჭი კიდევ უფრო მტკიცე ხასიათის მიმანიშნებელია. ასეთი მამაკაცი გულღიაა და ექსპერიმენტების არ ეშინია, განსაკუთრებით კი – სიყვარულში.

მამაკაცი, რომელსაც შუბლზე ტალღისებური ან წყვეტილი ნაოჭები აქვს, შესაძლოა ძალზე ზედაპირული აღმოჩნდეს. მას ცხოვრებაში ყველაზე მეტად საკუთარი თავი აინტერესებს. თუ ამ ტიპის ნაოჭები მას შუბლის ზედა ნაწილში აქვს, ეს იმის მიმანიშნებელია, რომ მისი მდგომარეობიდან გამოყვანა ძალზე ადვილია. ნაოჭების არქონა კი მის გულგრილობაზე მეტყველებს.

ვერტიკალური ნაოჭები

მამაკაცი, რომელსაც შუბლზე ღრმა ვერტიკალური ნაოჭები აქვს, მხოლოდ იმას ამჩნევს, რაც თვითონ უნდა. ყველაფერ დანარჩენს გვერდს უვლის, თავის აზრს ჯიუტად იცავს. ორი-სამი ასეთი ნაოჭი დამახასიათებელია იმ მამაკაცებისათვის, რომლებიც ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ბევრს ფიქრობენ და ფეთქებადები არიან.

ცხვირ-ტუჩის ნაკეცები

მგრძნობიარე მამაკაცებს ცხვირსა და ტუჩს შორის აქვთ ნაკეცები. ისინი ძალზე სერიოზულები და ადამიანებისადმი კეთილად განწყობილნი არიან, თუმცა შესაძლოა, ასეთი ნაოჭის მქონე მამაკაცი ზედმეტად ნერვიულიც აღმოჩნდეს.

მოიძია თამთა გელაშვილმა

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი