მშვილდოსანი – 2014 წლის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მშვილდოსანი
გაითვალისწინეთ, რომ პროგნოზი ეხება ზოდიაქოს ნიშნების ტიპიურ წარმომადგენლებს. რამდენად ხართ თქვენი ნიშნის ტიპიური წარმომადგენელი ამის დადგენა მხოლოდ პირადი რუკის შედგენის შედეგად, დაბადების ადგილისა და ზუსტი საათის გათვალისწინებითაა შესაძლებელი.
ზოგადი მიმოხილვა
2014 ლურჯი (ცისფერი) ხის ცხენის წელი დაგეხმარბათ დიდი ხნის ოცნების ასრულებაში. წარსულს არ მისცეთ უფლება რამე გაგიფუჭოთ. ეს თქენი წელია. მაქსიმალურად მოთოკეთ თავი, გამოიჩინეთ შრომისმოყვარეობა. მიენდეთ ინსტინქტებს და იარეთ წინ, მიზნისკენ. თუმცა, არ დაგავიწყდეთ რომ ამ წარმატების გზაზე მხოლოდ ის იმარჯვებს, ვინც თავისი მიმართულებით მიდის და არა სხვისი გზის ბოროტად გამოყენებით.
კარიერა
წინსვლა, იღბალი არ მოგაკლდებათ. არანაირი დაბრკოლება პროფესიულ ასპარეზზე, თუმცა, ეს მოდუნების უფლებას არ გაძლევთ. ყურადღებით იყავით დოკუმენტებთან და ახალ ნაცბობებთან. თითოეული პროექტის წარმატებისთვის აუცილებელია პოზიტიური განწყობა და შედეგზე ორიენტირებული, მიზანმიმართული ქმედება. წარმატება თქვენ ხელთაა მაშინ, როდესაც შესაძლებლობებს სწორად იყენებთ.
სიყვარული
უარი თქვით მოკლევადიან ურთიერთობებზე. პირად ცხოვრებაში წარმატებას სტაბილური და მყარი გრძნობები სჭირდება. გაუფრთხილდით ადამიანს, რომელსაც უყვარხართ და სიკეთე უნდა თქვენთვის. ნუ დაზოგავთ თბილ ემოციას, ყურადღებას და სინაზეს რჩეულის მიმართ. გახსოვდეთ, ეს ყველაფერი აუცილებელია…
ფინანსები
ნუ აჩქარდებით ფინანსურ საკითხებში, სწორად გათვალეთ რისკები და ყურადღებით იყავით ხარჯთან მიმართებაში. თუ სიფრთხილეს დაიცავთ ეს სფერო უპრობლემო იქნება მთელი წლის განმავლობაში. კარგი იქნება თუ შემოსავლის ახალი წყაროს მოსაძიებლად უცხოელ ან უცხოეთთან კავშირში მყოფ ნაცნობებს გამოიყენებთ.
ჯანმრთელობა
არ შეგაწუხებთ ჯანმრთელობის პრობლემები. ერთადერთი მოუფრთხილდით ნერვულ სისტემას. არ გადაიღალოთ და მზიმე სამუშაო დღის შემდეგ შეეცადეთ კარგად განიტვირთოთ. გაერთეთ საყვარელ ადამიანებთან ერთად, შეეცადეთ ხშირად გამოიცვალოთ გარემო და იმოგზაუროთ.
9 Comments
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
mshvenieriaa
shesanishnaviaa
gadasarev.,…
ara raa,xis lurji cxeni mainc sul sxvaa 😀 😀
)))))))))))))))))))
მომეწონა.კარგია
GVIGULAVIA DA EGAA…..
aba chven vicit
zalian kargia 🙂