ასტროლოგიური მაღაზია

მშვილდოსანი – 2013 წლის ზოგადი პროგნოზი

მშვილდოსანი_20132013 წელს მშვიდლოსნებს მოუწევთ უარი თქვან ეგოცენტრიზმზე. უფრო მგრძნობიარე, ყურადღებიანი გახდნენ გარშემომყოფების მიმართ. ყველა, ვინც მათთან იქნება დაკავშIრებული ნებისმიერ სფეროში, სასიამოვნოდ გაოცებული დარჩება ამ გარდაქმნით.

გველის წელიწადში მშვილდოსნებს უამრავი სიკეთის და დადებითი საქმის კეთება, პოზიტიური განწყობის შექმნა მოუწევთ, თუ უნდათ, რომ სამყაროს მხარდაჭერა მიიღონ.

საქმიან სფეროში შესაძლებელია სირთულეები წარმოიქმნას. ამიტომ, ახალი წამოწყებებისგან თავი შეიკავეთ და ძირითადი დრო მიუძღვენით ანალიზს, დაგეგმვას, საჭირო კონტაქტების დამყარებასა და პროექტების გაწერას.

 

მიუხედავად იმ კონკურენციისა, რომელიც თქვენს კოლექტივში შეიძლება არსებობდეს, ძალით და აგრესიით ნურაფრის გატანას ნუ ეცდებით. შეეცადეთ მშვიდი და რაციონალური გონებით იმოქმედოთ.

2013 წლის განმავლობაში, ხშირად მოგიწევთ ინიციატორის როლში ყოფნა და ადამიანების ჯგუფებისთვის თქვენმიერ შეთავაზებული გეგმის მიხედვით წარმართვა. შეიფერეთ ეს როლი და მოერიდეთ ეგოიზმს, მესაკუთრეობას.

ბევრ ასპექტში ეს კონტრასტების წელი იქნება თქვენთვის. რადიკალურად განსხვავებული ქმედებების, აზრებისა და დამოკიდებულებების სხვების მიმართ. შესაძლებელია მოგიხდეთ ოჯახსა და კარიერას შორის მნიშვნელოვანი არჩევნის გაკეთება და სწორედ ამ არჩევანმა გადაწყვიტოს თქვენი სამომავლო განვითარების გზა. ერთი იცოდეთ, რაც არ უნდა აირჩიოთ, ორივე თქვენდასასიკეთოდ წაგადგებათ.

ფინანსურ სფეროში შეეცადეთ ნაკლებად ფლანგოთ ფული და მხოლოდ მიზნობრივი დანახარჯით იცხოვროთ.

ნებისმიერ სიტუაციაში შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და წონასწორობა, რათა პოტენციურად უფრო წარმატებული წელი თქვენთვის უეცარი აღმავლობისა და დაცემის თორმეტ თვედ არ გადაიქცეს.

თქვენ გექნებათ უამრავი საინტერესო დღე, ახალი ნაცნობობა, საინტერესო ურთიერთობები…

2013 გამორჩეული იქნება პირადი ურთიერთობების სფეროს მრავალფეროვნებითაც, შეეცადეთ მოერიდოთ შემთხვევით კონტაქტებს და მხოლოდ სერიოზული მოტივით დაუკავშირდეთ პოტენციურ პარტნიორებს. ნუ გაიქარწყლებთ სურვილს გაუკეთოთ რაღაც ახალი, განსხვავებული თქვენს საყვარელ ადამიანს. ხშირად გააოცეთ და აგრძნობინეთ, რამდენად გიყვართ და აფასებთ მას.

მშვილდოსნებს, რომლებსაც უკვე აქვთ ოჯახი ზაფხულის პერიოდში ახალი საინტერესო ნაცნობობა ელით, ამიტომ მნიშვნელოვანია, სიფრთხილით მოეკიდონ გრძნობებს და მაქსიმალურად შეეცადონ აარიდონ ზიანი ოჯახს.

სამყაროსეული მინიშნებები მშვილდოსნებისთვის წელს მაინც უნდა გახდეს ყურადსაღები. დაუკვირდით რას გეუბნებათ ყველაფერი ირგვლივ და შეეცადეთ საპასუხოდ იმოქმედოთ ისე, როგორც თქვენთვის და თქვენი გარემოცვისთვის იქნება საუკეთესო.

წარმატებულ, ბედნიერ, ხვავითა და ბარაქით სავსე ახალ 2013 წელს გისურვებთ, ჩვენო კარგებო ^_^ სამყაროს სიკეთე და კეთილგანწყობა არ მოგკლებოდეთ ახალ წელიწადში !: )

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი