ასტროლოგიური მაღაზია

მშვილდოსანი – 2013 წლის ზოგადი სასიყვარულო პროგნოზი

მშვილდოსანი_სასიყვარულო_პროგნოზიმშვილდოსნის 2013 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპიდან ჩანს, რომ ამ წელს მშვილდოსანს მოუწევს ბევრ რამეზე დაფიქრება. სხვათაშორის, ზოგადად ბევრი მშვილდოსანი უკმაყოფილოა თავისი ცოლ-ქმრული ცხოვრებით. მათ უჭირთ მეუღლის როლის თამაში, უჭირთ ერთად ყოფნა. ამ ნიშანს მოსწონს, როდესაც არავინ აიძულებს მას ამ როლის შესრულებას.

ეს ნიშანი უპასუხისმგებლოა სწორედ ამ საკითხში – არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლისაა. თავქარიანი მშვილდოსნები დარწმუნებულნი არიან, რომ ვიღაცამ ძალით შეაქმნევინა ოჯახი და მათ თავისუფლებას ბოლო მოუღო. სინამდვილეში კი ბედისწერამ მათ შანსი მისცა, რომ თავი დაეღწიათ გართობის იმ ორომტრიალისგან, რომელშიც ღდე და ღამ იმყოფებოდნენ და რაც ხელს უწყობდა მათ ცხოვრებისეულ დეგრადირებას.

ბევრ მშვილდოსანს მოუწევს ამაზე დაფიქრება და ამ ყველაფრის გააზრება, რომ სწორედ ქორწინებამ იხსნა ისინი თვითგანადგურებისგან. ვინც ამას არ გააკეთებს, ის პირით, შეეცდება მეუღლისთვის პრეტენზიების წაყენებას, ზოგს კი საერთოდ, ამ ,,მტანჯველი,, უღლისგან თავის დაღწევა სასიყვარულო თავგადასავლების ძიებით მოუნდება, რაც, როგორც ხვდებით, მისი ოჯახური ცხოვრებისთვის კრახით დასრულდება, ვინაიდან გველი არ პატიობს მსგავს ფალშს და ასეთ ადამიანებს მოუწევთ პასუხიგება იმ ტკივილზე, რაც სხვებს მოუტანეს.

ხოლო იმ წყვილებისთვის, რომელთა ურთიერთობებიც ჰარმონიულობით გამოირჩევა, გველის წელიწადი ძალიან იღბლიანი აღმოჩნდება. ამ წელს მშვილდოსნის ოჯახში იქნება ურთიერთგაგებისა და სიმყუდროვის ატმოსფერო. ამას გარდა, იმ მშვილდოსნებთან, რომლებიც სიამოვნებით ცხოვრობენ ოჯახში, თავიანთ მეორე ნახევრებთან ერთად, წლის ბოლოსთვის მოსალოდნელია სასიამოვნო ცვლილებები – ადვილი შესაძლებელია, რომ მათ ოჯახში მატება იყოს, ასე რომ, დაელოდეთ პატარას გაჩენას.

აი, რაც ეხება იმ მშვილდოსნებს, რომლებიც ჯერ არ აპირებენ დაქორწინებას, მაგრამ უკვე დიდი ხნის მანძილზე ყავთ სასიყვარულო პარტნიორი, გველის წელში ძალიან გაუჭირდებათ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. ამ ნიშანს იმდენად უყვარს და აფასებს თავისულფლებას, რომ კიდევ ერთხელ შეეცდება იპოვოს მიზეზი, რათა არ შეელიოს მისთვის ძვირფას მდგომარეობას. რაღაც დროის მანძილზე მართლაც შესაძლოა, რომ სხვები ამ თქვენს თავისებურებას გაგებით მოეკიდონ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყველაფერს საზღვარი აქვს და თქვენი პარტნიორი დიდხანს ამას ვეღარ მოითმენს. მით უფრო მაშინ, თუ თავს უფლებას მისცემთ, რომ თუნდაც უმნიშვნელო ფლირტი გააბათ ვინმესთან, ეს ძალიან ძვირად დაგიჯდებათ – დიდხანს მოგიწევთ კეთილგანწყობის დაბრუნება.

2013 წლის ჰოროსკოპი მშვილდოსნებს მოუწოდებს არ გადაუხვიონ დასახული მიზნიდან! ის, რაც თქვენთვის ძვირფასია – უნდა დარჩეს თქვენს პრიორიტეტად და არ ღირს თვქენს ცხოვრებაში შემთხვევითი თავგადასავლების გამო ძალებისა და ენერგიის ხარჯვა, რომლებიც მართლაც არაფერ ღირებულს არ წარმოადგენენ თქვენს ძირითად გეგმებთან შედარებით.
რაც ეხება სრულიად მარტოხელა მშვილდოსნებს, უნდა აღინიშნოს, რომ მათ წელს ყველა მშვილდოსანზე მეტად გაუმართლებს.

მათ აქვთ შანსი შეხვდნენ ადამიანს, რომელთან ერთადაც მთელი ცხოვრება ბედნიერი იქნებიან. მაგრამ, ყველაზე ცუდი ის არის, რომ მშვილდოსნები არასდროს ეპყროებიან თავიანთ გრძნობებს როგორც რაღაც მუდმივს.

ყოველ ჯერზე, როგორც კი მშვილდოსანს ვინმე უყვარდება, ის იწყებს იმაზე ფიქრს, რომ ასეთი ძლიერი გრძნობა არ შეიძლება მუდმივად გაგრძელდეს. მაგრამ არ ღირს საკუთარი ხელებით საკუთარივე მომავლის დანგრევა – შეეცადეთ არ იფიქროთ რა იქნება ხვალ, ისიამოვნეთ იმით, რაც დღეს ხდება. რა იცი, იქნებ მოგეწონოთ კიდეც?!

მშვილდოსნებისთვის ეს წელი წარმატებულად შეიძლება დახასიათდეს, თუ თვითონ მშვილდოსნები იზრუნებენ თავიანთ ბედნიერებაზე.

ავტორი