მშვილდოსანი – 2012 წლის ზოგადი პროგნოზი
(22.11 – 21.12)
დრაკონის წელიწადი მშვილდოსნებისთვის იმედების გამართლების წელია. რაც უფრო დადებითად განეწყობით სამყაროს და საკუთარი თავის მიმართ მით მეტი დადებითი მოხდება თქვენს ცხოვრებაში.
მთავარია უარყოფითი მუხტი არ გაიკაროთ, პოზიტიურად იაზროვნოთ და ირგვლივმყოფთაც იგივე მოუწოდოთ.
შეწყვიტეთ წუწუნი და შეატყობინეთ ყველას რომ თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად არის.
ეს წელი კარგია პირადი და ოჯახობრივი ურთიერთობების დასალაგებლად. შესაძლებელია თავიდან შეხვდეთ ადამიანს რომელთანაც პირადი ურთიერთობა თავის დროზე არ „ამოგიწურავთ“ და ახალი ურთიერთობა განავითაროთ მასთან.
2012 წელს მშვილდოსნებს თავის გამოვლენის ახალი შესაძლებლობები მიეცემათ. ამა თუ იმ სიტუაციაში კიდევ ერთხელ შეძლებთ დაამტკიცოთ რომ რაღაც განსხვავებული და ფასეული შეგიძლიათ რის შედეგადაც თქვენი თვითშეფასების ხარისხიც აიწევს.
უფრო ღიად და გარკვევით მიუდგებით საკუთარ ცხოვრებას და იმაზეც დაფიქრდებით როგორი მომავალი გინდათ და გჭირდებათ. ყოველი ოცნებისას და მიზნის დასახვისას გახსოვდეთ, რომ ოცნებები სრულდება. ასე რომ მოეშვით გაბრაზებისას უაზრო სურვილების სროლას: „ნეტა მოვკვდე! რატომ ვარ ცოცხალი! ვაიმე! ნეტა საერთოდ დაინგრეს! “
საქმიან სფეროში მკვეთრი ცვლილებები ან არსებული სიტუაციის დასტაბილურება გელით. შეეცადეთ შეინარჩუნოთ არსებული პოზიცია და ახალი სამსახურის ძებნისგან თავი შეიკავოთ, თუ დარწმუნებული არ იქნებით რომ ძველში თავი ამოწურეთ.
2012 წელს, ნებისმიერ სფეროში წარმატების მისაღწევად კარგად დაგეგმილი ნაბიჯების გადადგმა მოგიწევთ. წინასწარ გათვალეთ ყოველი დეტალი და გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ირგვლივ დაძაბული და უარყოფითი ატმოსფეროს შექმნა კარგს არაფერს მოგიტანთ.
იყავით უფრო ტაქტიანი, წინდახედული, ყურადღებიანი სხვა ადამიანების მიმართ და შეეცადეთ ასიამოვნოთ ისინი თქვენი სითბოთი და გულკეთილობით.
შავი დრაკონის წელიწადში მაქსიმალურად ერიდეთ კამათს, ჩხუბს, ოპოზიციაში ჩადგომას, ეგოისტობას და უტიფრობას. ამ ყველაფერს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ თუ ჯგუფს წარმოადგენთ ან ვინმეს სახელით ლაპარაკობთ.
გაუფრთხილდით სხვების გრძნობებს, მშვიდად და აუღელვებლად თქვით თქვენი სათქმელი და იმოქმედეთ აგრესიის გარეშე. იყავით დადებითად განწყობილი სამყაროს მიმართ და ეს წელი წარმატებას მოგიტანთ.
გაითვალისწინეთ, რომ პროგნოზი ეხება მშვილდოსნის ნიშნის ტიპიურ წარმომადგენლებს. რამდენად ხართ თქვენი ნიშნის ტიპიური წარმომადგენელი ამის დადგენა მხოლოდ პირადი რუკის შედგენის შედეგად, დაბადების ადგილისა და ზუსტი საათის გათვალისწინებითაა შესაძლებელი.