ასტროლოგიური მაღაზია

მშვილდოსანი – სასიყვარულო შეთავსება

მშვილდოსანი – ვერძი

აი, ვის შეუძლია ვერძის შიშველი ხელებით გამოჭერა! ვერძი და მშვილდოსანი მუდმივად ერთმანეთს ეჭიდება, ძალებს სინჯავენ, თუმცა აანალიზებენ, რომ სამყაროში უკეთეს პარტნიორს მაინც ვერსად იშოვნიან. თუ ორივე ნიშნის წარმომადგენელი კარგადაა აღზრდილი, მაშინ მათი იმპულსურობა არასოდეს გადავა ერთმანეთის შეურაცხყოფაში. ამ ორი ნიშნისთვის სასარგებლოა დროებითი დისტანციური დაშორებები, რადგან ცალცალკე ყოფნა განაახლებს და გაახალისებს მათ გრძნობებს.

მშვილდოსანი – კურო

მათი კავშირი იშვიათადაა წარმატებული. მშვილდოსნის დიქტატორული შეხედულებები და აზრის თავზე მოხვევის თვისება აღიზიანებს კუროს. ინტიმურ სფეროშიც არც თუ ისე იდეალურად ეწყობიან ერთმანეთს. მათი კავშირის შენარჩუნება ბავშვებსაც კი არ ძალუძთ, თუმცა გარკვეული გათვლების ხარჯზე, მნიშვნელოვანი კომპრომისების შედეგად, შესაძლებელია დარჩნენ ერთად.

მშვილდოსანი – ტყუპები

იშვიათი კავშირია, არატიპიური და როგორც წესი, გათვლაზე დამყარებული. მათ ურთიერთობას უამრავი სიახლე და ხალისი სჭირდება. ბევრი მოგზაურობა, სტუმრად სიარული, გართობა. ამ ქორწინებაში ტყუპებს მშვილდოსნის ნების აღმსრულებლის როლი აკისრიათ. თუ ტყუპებს სუსტი ხასიათი აქვს, მშვილდოსანი მის მართვას ცდილობს – წინ მიუძღვის ცხოვრებაში და სწორ გზას უჩვენებს. მათი სრული განსხვავებულობის წყალობით ამ კავშირში სულიერი ზრდისთვის საუკეთესო პირობები იქმნება.

მშვილდოსანი – კირჩხიბი

ხშირი კავშირია, რომელიც თავისი სიკაშკაშით ყალბ ბრილიანტს ჰგავს. მათ შორის ბევრი აღტაცება, სიხარული, ვნებიანი სექსი და სიყვარულია, თუმცა ხშირია წყენა, ჩხუბი და გაწბილებაც, რომელიც დაშორებამდე და სასამართლო გარჩევებამდე მიდის. მშვილდოსნისთვის ძალიან რთულია კირჩხიბის დაუფლება, თუმცა მაინც ბოლომდე ცდილობს მიზნის მიღწევას.

მშვილდოსანი – ლომი

კარგი შეთავსებაა. მათი სიყვარული და ქორწინება ხშირად, საერთო მსოფლმხედველობაზე, ერთობლივ სამსახურზე ან ურთიერთავტორიტეტზეა დაფუძნებული. ორივეს უყვარს თავგადასავლები, მოგზაურობა, მიდრეკილნი არიან აზარტისა და ავანტიურისკენ. მათ ურთიერთობას ზეიმის, სიამოვნების, ნათელი ცხოვრების და ამავე დროს დაძაბული ერთობლივი შემოქმედების ხასიათი აქვს. ეს ორი ნიშანი, ერთად, შეუძლებელს აღწევს.

მშვილდოსანი – ქალწული

იშვიათი კავშირია. ეკონომიის მოყვარე ქალწული იტანჯება მშვილდოსნის მფლანგველობით. მათი გაერთიანება მხოლოდ სოციალურ ან რელიგიურ სფეროში საზოგადოებრივ მოღვაწეობის შემთხვევაშია შესაძლებელი. ამ ურთიერთობაში ქალწული ემსახურება მშვილდოსნის მიზნებს.

მშვილდოსანი – სასწორი

არაჩვეულებრივი კავშირია, რომელსაც სიყვარულისა და მეგობრობის გარდა საერთო მსოფლმხედველობაც ახლავს. ორივე აქტიური ქმედებისკენ იღწვის, როგორც წესი, საკმაოდ კარგ საზოგადოებრივ მდგომარეობას აღწევენ. ეს ხანგრძლივი, საინტერესო კავშირია.

მშვილდოსანი – მორიელი

უცნაური, მაგრამ ხშირი კავშირია. არიან აზარტული საყვარლები, ერთნაირად მოაზროვნე მეუღლეები, ბრწყინვალე მშობლები და ძლიერი პიროვნებები, რომლებსაც ბევრის მიღწევა შეუძლიათ ერთად. მიუხედავად განსხვავებული მსოფლმხედველობისა, მათ მაინც აქვთ შანსი წარმატებული კავშირი შექმნან.

მშვილდოსანი – მშვილდოსანი

ორ მეფეს ერთად ზეობა არ შეუძლია, რომელიმეს აუცილებლად მოუწევს ძალაუფლების დათმობა. ორი მშვილდოსნის ცხოვრება ავტორიტეტისთვის ბრძოლაა. ორივე ცდილობს ოჯახში ლიდერობას. თუ პარტნიორებს ერთიანი საქმე ან მიზანი არ აერთიანებთ, მათი სახლი ორ ნაწილად გაყოფილ საომარ ბანაკს ემსგავსება. ამ ურთიერთობისთვის სასურველია, რომ ერთ-ერთი მაინც არ იყოს მშვილდოსნის ნიშნის ტიპიური წარმომადგენელი.

მშვილდოსანი – თხის რქა

მშვილდოსანი საზოგადოებრივი კანონის, წესრიგის და მიღებული დებულებების მეურვეა, თხის რქისთვის კი მსგავსი რამ არ არსებობს, რადგან მისთვის მთავარი მხოლოდ საკუთარი დადგენილებებია. მათი ქორწინება შეიძება შედგეს გათვლის საფუძველზე, სადაც მეუღლეებს საერთო ინტერესები და საქმე გააერთიანებთ, ან საოცარი სულიერი ერთობა ექნებათ. სხვა შემთხვევაში, ეს კავშირი პრობლემატურია.

მშვილდოსანი – მერწყული

მათ ოჯახში სიმსუბუქე, მეგობრობა, ავანტიურიზმი და ურთიერთგაგება სუფევს. ორივეს უყვარს მოგზაურობა, ცვლილებები, საზოგადოებაში ყოფნა და გართობა. ორივე აძლევს პარტნიორს თავისუფლებას. ფანტაზია და იუმორი მათ გაჭირვების ჟამსაც არ ტოვებს. ბავშვების გაჩენის შემდეგ ისინი თავიდან იწყებენ ცხოვრებას და გადიან მას მუდმივი განახლებისა და გაახალგაზრდავების შეგრძნებით.

მშვილდოსანი – თევზები

აქტიური, ხარბი მშვილდოსანი და ჩაკეტილი თევზები იშვიათად ეწობიან ერთმანეთს. ამ ორი ნიშნის გაერთიანება მხოლოდ რელიგიას, მისტიკას და საერთო ფანატურ იდეალებს შეუძლია. მათი კავშირი მხოლოდ ორივეს მაღალი სულიერი განვითარების შემთხვევაში იქნება წარმატებული. ასეთ შემთხვევაში მათი კავშირი ბედნიერების მომტანი, სრულყოფილი და მტკიცეა.

ავტორი

მსგავსი ფოსტები

  1. Poetius Feradiusi

    kvelaze metad mshvildosnis da merckulis kavshiri momcons

  2. Mari Bazmanni

    kai statiaa 🙂

დატოვეთ კომენტარი