მშვილდოსანი – მოვინადიროთ ნიშნები
მშვილდოსნები ოპტიმისტური და ზოგჯერ ძალიან მიამიტი ბუნების ადამიანები არიან იმდენად, რომ ხშირად არასერიოზული, უპასუხსმგებლო ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. არ უყვართ ზოზინი. ეს ცეცხლის ნიშანი ძალიან იმპულსურია.
მას უყვარს ინტიმური კავშირის დამყარება უცნობებთან, მით უფრო უცხოელებთან. რა თქმა უნდა, რომ ტიპიური მშვილდოსანი არასდროს აიტკივებს თავს შეკითხვით: ` ღირს თუ არა ინტიმური ურთიერთობის დამყარება პირველსავე პაემანზე?~ პასუხი მუდამ ერთი აქვს _ ღირს!
როგორც კი მიხვდებით, რომ მშვილდოსანი თქვენით დაინტერესდა, იმოქმედეთ სწრაფად და მტკიცედ, წინააღმდეგ შემთხვევაში უცბად გაქრება თქვენი თვალთახედვიდან.
მშვილდოსანი როგორც წესი მზადაა სასიყვარულო `დევნისთვის~. მისთვის უცხოა მორცხვობისა და დანაშაულის გრძნობა სექსთან დაკავშირებით.
მას ვერაფერი აჩერებს, როდესაც ვნებებითაა მოცული. მისთვის სექსი _ სპორტი, ვარჯიშია, ან სულაც ჰობი, ერთგვარი რელიგიაა, ცხოვრების დღესასწაული, გამთლიანება.
მშვილდოსანი მთელი ცხოვრება იდეალური პარტნიორის ძიებაშია. გულის სიღრმეში მას ნამდვილი სიყვარული და მყარი ოჯახის შემნა სურს. საოცრად რომანტიკულია და უყვარს მოგზაურობა, რა დროსაც დიდი ალბათობაა, რომ ვიღაც შეუყვარდეს. რაც უფრო შორ მანძილზე იმყოფება მისგან სიყვარულის ობიექტი, მით უკეთესი!
უყვარს რომანტიკული მიწერ-მოწერა, მესიჯების კითხვა.
ლოგინში მხოლოდ საკუთარ წეს-ჩვეულებებს მისდევს.
იმედი ნუ გექნებათ მშვილდოსანთან სერიოზული ურთიერთობების დამყარების, თუ მის ლოგინში ჯერ არ ყოფილხართ. მისთვის სექსი _ ურთიერთობის დასაწყისია.
ახალგაზრდულ ასაკში, სადღაც 30-32 წლამდე, ეს ნიშანი უამრავი პარტნიორის გამოცვლას ასწრებს. წლების მატებასთან ერთად კი უფრო დინჯი და ერთგული ხდება.
ასე რომ, ან დაელოდეთ როდის გაიზრდება თქვენი მშვილდოსანი, ან მასთან ერთად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ (მშვილდოსნები გიჟდებიან თავგადასავლებისა და მოგზაურობის მოყვარულ ადამიანებზე. მოგზაურობისას უდიდესი შანსია, რომ წრფელი გულით შეგიყვაროთ), ან გადადით სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად.
სხვათაშორის, ბევრ მშვილდოსანს სწორედ უცხოელი მეორე ნახევარი ჰყავს და სწორედ ასე, ორ ქვეყანაში უხდება ცხოვრება, რითიც ძალიან კმაყოფილია.