ასტროლოგიური მაღაზია

მშვილდოსანი – თხის რქა – მესაზღვრე ნიშნები

mshvildosani_citelitxisrqa_citeli

(18-24 დეკემბერი)

`შეიარაღებულია და ძალზე საშიში~, _ ასე შეიძლება ამ პერიოდში დაბადებულთა დახასიათება. მშვილდოსნის სიზუსტე, ენერგიულობა, გამრავლებული თხის რქას პატივმოყვარეობასა და შრომისუნარიანობაზე, გვაძლევს ძალზე ნებისყოფიან და მიზანსწრაფულ პიროვნებას (ი. სტალინი). უნდათ მათ ეს თუ არა, ისინი, უმრავლეს შემთხვევაში, მაინც ლიდერებად ყალიბდებიან. მათგან გამოდიან ბრწყინვალე მხედართმთავრები, კინორეჟისორები, ორგანიზატორები, პედაგოგები. ამ პერიოდში დაბადებული ქალები, ცნობილნი არიან, როგორც საბედისწერო ქალები, რომლებიც განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე ატყვევებენ მამაკაცების გულებს, ხშირად კი მათი ტანჯვის მიზეზი ხდებიან.

ავტორი

მსგავსი ფოსტები