მშვილდოსანი – ზოგადი დახასიათება
23 ნოემბერი – 21 დეკემბერი
ასტროლოგიური სტიქია: ცეცხლიპლანეტა: იუპიტერი
სიტყვა: მე ვხედავ! (მივიწევ!)
სიმბოლო: კენტავრი, ვარსკვლავებბი
თილისმა: სალამანდრა, ნალი
ქვები: ამეთვისტო, საფირი, ზურმუხტი, აგატი, კარბუნკული, ოპალი, ფირუზი, ქრიზოლიტი, ოპალი
ლითონი: ცინკი, ფოლადი
იღბლიანი დღე: ხუთშაბათი
უიღბლო დღე: ოთხშაბათი
ბედნიერი რიცხვები: 3, 4, 9
ბედნიერი ფერები: ლურჯი, ცისფერი, იასამნისფერი და ბორდო
ქალაქები და ქვეყნები: პორტუგალია, უნგრეთი, იუგოსლავია, ესპანეთი, ლათინური ამერიკის ქვეყნები (მექსიკისა და ბრაზილიის გარდა), ალჟირი, ტუნისი, მაროკო
პროფესიები (სფერო)
პედაგოგიკა, იურისპუდენცია, უცხო ენები, პოლიტიკა, რელიგია. იდეოლოგიური და ზოგადსაგანმანათლებლო სფერო.
ჯანმრთელობა
მშვილდოსნის სუსტი ადგილებია: თეძოები, გვერდები, ღვიძლი.
თუ მას შესაბამისი ძლიერი დატვირთვა არ ექნა, შესაძლებელია სიცოცხლის ხალისი გაუქრეს და დაავადდეს. იმის გამო, რომ ღვიძლი, დაბადებით, მისი სუსტი ადგილია, ალკოჰოლის მოხმარება შეზღუდული უნდა იყოს.
დადებითი თვისებები
ოპტიმისტი, ენერგიული, პასუხისმგებლიანი, მოაზროვნე, სამართლიანი, მეგობრული, ხალისიანი. მიისწრაფვის ცოდნის მიღებისკენ, აქვს კარგი პედაგოგიური მონაცემები.
უარყოფითი თვისებები
მოუთმენელი, არათანმიმდევრული, უხეში, უტაქტო, ამბიციური, მკვეხარა, ავანტიურისტი, ფანატიკოსი. ასევე დამახასიათებელია გამჭრიახობის არქონა, სულსწრაფობა, დაწყებული საქმის მიგდება, ავტორიტარიზმი, ფატალიზმი, ავანტურიზმი, სუსტების მეშვეობით თვითდამკვიდრება, ძლიერ მოწინააღმდეგეებთან _ უსუსურობა და სიმხდალე, ავადმყოფური პატივმოყვარეობა, განდიდების მანია, გამოთქმებისა და ქმედებების უსასრულო გამეორება, ცხოველური მიზნებითა და მისწრაფებებით ცხოვრება (მხოლოდ სექსი და ჭამა), ეგოიზმი.
მშვილდოსანი სამართლიანი, მოსიყვარულე და თავისუფლებისმოყვარეა. დარწმუნებულია საკუთარ მომავალში, მთავარია, მის თავისუფლებას არაფერი დაემუქროს.
როგორიც არ უნდა იყოს მშვილდოსანი, მისი ნამდვილი ბუნებაა _ ხელგაშლილი და მხიარული იდეალისტი.
მართლაც, ძალიან იდეალისტური, დამოუკიდებლობისკენ მიმართული ნიშანია.
ადვილად პატიობს სხვებს. ახსოვს სიკეთე და მუდამ მზად არის საპასუხო სიკეთისთვის.
ამ ნიშანს აინტერესებს და უყვარს ყველაფერი უცხოური. არის იუმორით სავსე, მზად არის სხვების დასახმარებლად.
თითოეული მშვილდოსანი აზარტული მოთამაშეა.
უყვარს ბევრი ლაპარაკი. ექსტრავაგანტულია.
გულის სიღრმეში ავანტიურისტია, უყვარს გარისკვა. უსაფრთხო და გაკვალულ გზებს გაუკვალავი გზებით ურჩევნია სიარული.
ვერ იტანს რუტინას და ერთფეროვნებას. როგორც კი მიხვდება, როგორ გადაწყვიტოს მოცემული პრობლემა, მისდამი ინტერესს კარგავს.
საერთოდ, თუ ადამიანები ხშირად აქებენ და იწონებენ მის ქმედებებს, ყველაფერს გააკეთებს მათ საამებლად, რა დროსაც უბედნიერესია, აფასებს მეგობრობას და მზად არის უანგარო მსახურებისთვის.
ეს ძალიან კომუნიკაბელური და მეგობრული ნიშანია, რომელიც პირდაპირობით გამოირჩევა. აზრი არ აქვს ამ ადამიანებზე გაბრაზებას, ვინაიდან მათ შოკისმომგვრელ შენიშვნებს მიამიტობის სარჩული აქვს და საერთოდაც არ მოსდით თავში, რომ შესაძლოა ამით ვინმეს შეურაცყოფა მიაყენონ.
მათი შეფასებები პირდაპირობასთან ერთად უხეშობითაც გამოირჩევა, რადგან ყველაფერს მკაფიოდ, შეულამაზებლად ხედავენ და ბევრს ხვდებიან, ამიტომ ასეთივე შეფასებებს აკეთებენ, რის გამოც ადამიანები, ხშირად, მათ უხეშ და უტაქტო ადამიანებად მოიხსენიებენ. ამის მიუხედავად მშვილდოსანი კეთილგანწყობილი, მეგობრული, ოპტიმისტური, ლოგიკური ადამიანია. მთლიანობაში, მასთან ურთიერთობა ადვილია.
ნუ განსჯით მას მკაცრად. მას არ აქვს ცუდი ზრახვები.
მშვილდოსნები დარწმუნებულნი არიან, რომ ყველაზე დიპლომატიური ადამიანები არიან მსოფლიოში. გამუდმებით იმეორებენ: „მე ხომ არ მინდოდა არავის წყენინება“. მართლაც, ყველაფერს გულწრფელად აკეთებენ.
მათი უტაქტო მანერების მიღმა გონიერიება და მაღალი პრინციპები იმალება. ფალში და ტყუილი მათგან შორსაა. ისეთივე გულწრფელი და სერიოზულები არიან, როგორც პატარა ბავშვები, რომლებსაც ხშირად ჩამოჰგვანან.
მშვილდოსანს, როგორც წესი, ბრწყინვალე მახსოვრობა აქვს. მას ახსოვს მრავალი თარიღი, სხვადასხვა წვრილმანი, მაგრამ არ ახსოვს სად დადო გასაღები, ან რაიმე საჭირო ნივთი. ზოგს საერთოდ შეიძლება დაავიწყდეს სად დააყენა მანქანა და ა.შ. საერთოდ, ეს ადამიანები გამუდმებით რაღაცას კარგავენ.
ტიპიური მშვილდოსნები საშიშ სიტუაციებს იზიდავენ. გიჟდებიან ფიზიკურ და ემოციურ რისკზე. ცოტას შესწევს უნარი დიდხანს გაუწიოს მათ წინააღმდეგობა.
ეს, შინაგანად, ძალიან მფლანგველი ნიშანია. მშვილდოსანი კაცები ისე გასესხებენ ფულს, სულაც არ დაინტერესდებიან რაში გჭირდებათ. ქალ მშვილდოსანს კი შეუძლია დედობა გაუწიოს ობოლ ბავშვს, ან უპატრონო ცხოველი შეიფაროს.
ეს ძალიან მიამიტური ნიშანია. ამ ადამიანებს არ სურთ ცხოვრების სერიოზული მხარის დანახვა, თუმცა ბევრ მათგანს უდიდესი პასუხისმგებლობის გამოჩენა შეუძლია. მაგრამ, მაინც, არ უყვართ პასუხისმგებლობების საკუთრ თავზე აღება და ყველანაირად ეცდებიან თავი დაიძვრინონ.
მშვილდოსანი, როგორც წესი, ყოველთვის მხიარული და ბედნიერია. მაგრამ ხასიათი ეცვლება, თუ ისეთი ადამიანების გარემოცვაში იმყოფება, რომლებიც ბოროტად იყენებენ მის კეთილგანწყობას ან მის მიმართ ზედმეტად ფამილიარულები არიან. ისინი ასევე ბრაზდებიან, თუ ვინმე ცდილობს მათზე მბრძანებლობას, გავლენის ქვეშ მოქცევას.
ეს ადამიანები საკუთარ თავში დარწმუნებულნი არიან. ვერ იტანენ, როდესაც ვინმე მათ სიამაყეს, ღირსებას ეხება.
არასდროს ამბობენ უარს ბრძოლაზე და არც არავის იხმობენ დასახმარებლად. ბრწყინვალედ შეუძლიათ თავდაცვა. საშინლად ღიზიანდებიან, თუ ვინმე მათ უღირსობას აბრალებს. უსიამოვნო შეხლა-შემოხლის შემდეგ თავს დამნაშავედ გრძნობენ და ცდილობენ გაფუჭებული ურთიერთობის გამოსწორებას.
საერთოდ, მშვილდოსანი საოცრად რომანტიკულია. ბევრი დაუოკებელი ფანტაზია აქვს, რომელიც ყოველდღიურობასა და სექსის სფეროს უკავშირდება.
საყვარელი ადამიანისთვის ბევრის გაკეთება შეუძლია _ შეუძლია ხელის გულზე ატაროს, გაუფრთხილდეს მას, მთავარია, ეს ურთიერთობა არ მოსწყინდეს და მისთვის ერთფეროვანი არ გახდეს. ალბათ, ამის თავიდან ასაცილებლად მას რამდენიმე გატაცება აქვს ერთდროულად და სინდისის ქენჯნასაც არ განიცდის ამასთან დაკავშირებით. და რაც მთავარია, ყველაგან ასწრებს!
მას ადვილად უყვარდება, თუმცა მყისიერად ქრება, მითუფრო პარტნიორის მხრიდან სიტყვა `ქორწინების~ გაგების შემდეგ. როგორც წესი, დიდხანს იღებს დაქორწინების გადაწყვეტილებას. მისი `გამოჭერა~ _ რთულია.
მშვილდოსნები, მედწილად, მაღალი სულიერების ადამიანები არიან, ოღონდ იმ შემთხვევაში, როდესაც არ არიან დაკავშირებულები რაიმე საზოგადოებრივ ან რელიგიურ ჯგუფებთან, რომლებსაც აზროვნების შეზღუდული დიაპაზონი აქვთ.
ასეთ შემთხვევაში ისინიც შეზღუდული აზროვნების ფანატიკოსებად ყალიბდებიან.
შესაძლოა ჰქონდეთ განდიდების მანია, უყვარდეთ ტრაბახი. ხშირად უფრო მეტს ჰპირდებიან, ვიდრე შეუძლიათ შეასრულონ.
მახვილგონივრული ინტელექტისა და მიზანსწრაფულობის წყალობით მშვილდოსნები გამარჯვებულთა რიგებში ხვდებიან.
თუ რაიმე საქმე მოსწონთ, უფასოდაც იმუშავებენ.
შეუძლიათ დიდი სიმდიდრის დაგროვება, თუმცა ასევთივე წარმატებით მისი გაფლანგვაც.
მიუხედავად რთული სიტუაციებისა, ყოველთვის იღებენ სამყაროსეულ დროულ დახმარებას, თითქოს რაღაც იდუმალი, კოსმიური დაცვის ქვეშ იმყოფებიან.
ამ ნიშნის ერთ-ერთი დამახასიათებელი უარყოფითი თვისებაა _ გადამეტებული ჭამა-სმისადმი მიდრეკილება, რასაც ალკოჰოლიზმამდე მიჰყავთ ისინი.
ხშირად მათი მახვილგონივრულობა სარკაზმში ან ექსცენტრულობაში გადადის, უჭირთ სხვების საიდუმლოების შენახვა.
მშვილდოსნის ყველაზე მგრძნობიარე და სუსტი ადგილები _ ფილტვები, ხელები და ფეხებია. სპოტრის მიმართ გადამეტებული სიყვარულის გამო ხშირად ემართებათ ტრავმები, მაგრამ, როგორც წესი, არ შეუძლიათ დიდხანს ლოგინში წოლა. მათ სწრაფი გამოჯანმრთელება ახასიათებთ.
საერთოდ, ცხოვრება იშვიათად იმარჯვებს მათზე. მათ ყოველთვის სწამთ, რომ ხვალ უკეთესი დღე იქნება, ვიდრე დღეს იყო. ადვილად შეუძლიათ ნებისმიერი რთული სიტუაციებიდან გამოსვლა.
ამ ადამიანებს მიზანი მუდამ თვალწინ აქვთ, რომლისკენაც გამუდმებით ილტვიან. თუ რაიმეს დაუმიზნეს, სხვა ნიშნებზე უკეთ შეუძლიათ მიზანში გარტყმა.
მშვილდოსნის ინტერესებია: რელიგია, ფილოსოფია, მოგზაურობა, უცხოეთი, უცხოური კულტურა და მსოფლმხედველობა, კანონები, ცხენები, რჩევების მიცემა.
საშიშროება მოსალოდნელია: გადამეტებული პატივმოყვარეობისგან (ხშირად, ასულელებს მათ), კრიტიკის მიუღებლობისგან (საოცრად ღიზიანდებიან და შეიძლება აფეთქდნენ კიდეც), ასევე, გადამეტებული თავქარიანობის, ქეიფებისა და უდარდელი ცხოვრების წესისგან.
მათთვის აუცილებელია საქმის ბოლომდე მიყვანის, კონცენტრირების, თვითდისციპლინის გამომუშავება, მოთმინების სწავლა, ვინაიდან ხშირად კარგავენ თავდაჭერას. ასევე, ზომიერების დაცვა, სიბრძნის დაგროვება, წინააღმდეგ შემთხვევაში რაღაც შეზღუდული იდეის მიმდევარ ფანატიკოსებად ჩამოყალიბდებიან, იმ დროს, როდესაც პირიქით, არაჩვეულებრივი ფართო თვალსაწიერი და ბრწყინვალე გონებრივი შესაძელებლობები აქვთ.
მშვილდოსნისთვის სასურველია ისეთი ცხოვრების წესი, სამსახური, რომელიც მოგზაურობის, ცვლილებების, ახალი ადამიანების გაცნობის საშუალებას მისცემს მას, სადაც შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლინებას.
გაითვალისწინეთ, რომ დახასიათება ეხება კუროს ნიშნის ტიპიურ წარმომადგენლებს. რამდენად ხართ თქვენი ნიშნის ტიპიური წარმომადგენელი ამის დადგენა მხოლოდ პირადი რუკის შედგენის შედეგად, დაბადების ადგილისა და ზუსტი საათის გათვალისწინებითაა შესაძლებელი.
ქალი
კაცი
ბავშვი
ორსული მშვილდოსანში
ჯანმრთელობა
ბიზნესი
თავის მოვლა
ზოგადი შეთავსება
სასიყვარულო შეთავსება
სექსუალური შეთავსება
ეროგენული ზონები
დიეტა
სწორი კვება
პლანეტები მშვილდოსანში
კვანძები მშვილდოსანში
ლილიტი მშვილდოსანში
სელენა მშვილდოსან
8 Comments
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
:)))))))))
ra kargebi vart :)))))))))
:-):-):-)
ase cudi tu viyavi ar vicodiii :/ :/ :(((((((
egaa http://www.quickmeme.com/img/3d/3d8575a87497fd4119a50bdb7d15fdad5eb2536940c6a1e534da49a4c0738905.jpg
<3
umetesoba martali ewera