ასტროლოგიური მაღაზია

მშვილდოსანი – ანტი-ჰოროსკოპი

მშვილდოსანი_ანტი-ჰოროსკოპირაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს, ამ ნიშნის ძირითადი ნაკლი გადამეტებული ოპტიმიზმია. ზოგადად მარტივი ნიშანია. კარგი ცხოვრების სიყვარული და უკონტროლო ხარჯები მათთვის ხშირად გაკოტრებით სრულდება. კონკრეტული ადამიანების მიმართ უხეშობა და უყურადღებობა პრობლემებს უქმნით ურთიერთობებში, რის არშემჩნევასაც ბეჯითად ცდილობენ, გამოუვალ მდგომარეობაში მოხვედრისას კი საერთოდ უფრო საინტერესო თემებზე ერთვებიან. ნათლად გამოხატული განდიდების მანია მშვილდოსანს აიძულებს იმაზე კარგად წარმოაჩინოს საზოგადოებაში თავი, ვიდრე სინამდვილეშია. ამ ნიშნის კარგად გაცნობის შემდეგ შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ პატივმოყვარე და უხეშ ადამიანთან გაქვთ საქმე , რომელიც ვერ იტანს თავის მისამართით ვერანაირ კრიტიკას . ( არასდროს აღიარებს , რომ მტყუანია ან რამე არ იცის ). დისკოფორტს ქმნის ამ ნიშნის კიდევ ერთი თვისება – უტაქტობა! ყველაფერს ამბობენ, რაც თავში მოუვათ და სრულიად არ აღელვებთ, რომ ამით სხვა ადამიანების უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება შეუძლიათ. თუ ღრიანკალი იგივეს შეგნებულად აკეთებს , მშვილდოსანს ეს დაუფიქრებლობით მოსდის, რითიც უგულვებელჰყოფს საზოგადოებაში მოქცევის წესებს.

ამ ნიშნის წარმომადგენელების უმრავლესობა გემოვნების დეფიციტს განიცდის. ქალებიც და მამაკაცებიც ცდილობენ შეუხამებელი ტანისამოსის შეხამებას. ამასთანავე ქალბატონები ვულგარული მაკიაჟით გამოირჩევიან. საერთოდ, ეს ნიშანი თავისი ექსცენტრულობით აოცებს ყველას.

ძირითადი უარყოფითი თვისებები: მოუთმენელი, ამბიციური, არათანმიმდევრული, მკვეხარა, ავანტიურისტი, ფანატიკოსი, ასევე დამახასიათებელია: გამჭრიახობის არქონა, სულსწრაფობა, ავტორიტარიზმი, ავანტურიზმი, სუსტების მეშვეობით თვითდამკვიდრება, ხოლო ძლიერ მოწინააღმდეგეებთან – უსუსურობა და სიმხდალე, გამოთქმებისა და ქმედებების უსასრულო გამეორება, ცხოველური მიზნებითა და მისწრაფებებით ცხოვრება (მხოლოდ სექსი და ჭამა), ეგოიზმი.


მოამზადა ცისია დონდუამ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

  1. Nana Dzadzamia

    DD:VAI SHENS PATRONS MARTLAC!!!!

  2. Qeti Gogoladze

    dondua etyoba mshvildosanma shegisrula:))

  3. Mtvaro Mtvaro

    Ra iko dondua es?:))))

  4. თამაზი სანაია

    ეს რომ მართლაც ვინმემ დაიჯეროს თავის მოკვლა მოუნდება უპერსპექტივობის გამო… ნუთუ ასეთი წყალწაღებულნი და უვარგისები არიან მშვილდოსნები?

  5. absoluturi marazmia, saertod aranair logikashi rom ar jdeba iseti 🙂

  6. Natia Beqeladze

    vaimeeee…..

  7. George Mardaleishvili

    saocariaa rogor emrxveva kvelaperi nu aris ik ragac gadametebulic magram dzirtadad emtxvevaa

დატოვეთ კომენტარი