ასტროლოგიური მაღაზია

მურყანი (18 მარტი – 14 აპრილი) – დრუიდების ჰოროსკოპი

მურყანიკელტურ მითოლოგიაში მურყანი დაკავშირებულია (მამალ) ცხვართან – ძლიერ გიგანტთან და ძველი ბრიტანეთის მეომარ მეფესთან. ძველ მითში „ხეების ბრძოლა“ მურყანი იბრძვის პირველ რიგებში, რაც მურყანის გამბედაობაზე მეტყველებს.

ირლანდიის შორეულ სოფლებში, ირლანდიელებისთვის წმინდა ხის – მურყნის მოჭრა დანაშაულად ითვლებოდა. ამის გამკეთებელი ყველა იმ უბედურებაზე იყო პასუხისმგებელი, რაც სოფელში მოხდებოდა. მურყნის ნიმფა აგრესიულობით გამოირჩევა და შესაძლოა ასეთი ადამიანის სახლიც კი გადაწვას.

(მამალი) ცხვრის სიმბოლო – შევარდენი იყო. კელტები შევარდენებს – მეფეებს უწოდებდნენ. ის გრძნეულ ფრინველად, როგორც გამარჯვების, ასევე სიკვდილის ნიშნად მიიჩნეოდა.

მურყნის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ძლიერი პიროვნებები არიან და მზად არიან ცხოვრებაში საკუთარი გზის გასაკაფად, თუმცა ეს უსწორმასწორო გზაა. ამ ნიშნის განმასხვავებელი თვისება – გამბედაობაა.

ეს ადამიანები საიმედო მოკავშირეები არიან. მათ ურჩევნიათ ბრძოლა საკუთარი ინტერესების დასაცავად და სხვების გაყოლიება. მათ მოუსვენარ, მებრძოლ სულს ისინი უხილავ სივრცეებში მიჰყავს.

ახალ მთვარეს დაბადებულები ყველაზე მოუსვენარი და მერყევები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მათი სიმამაცე და გულწრფელობა ეჭვს არ იწვევს, მათ დაფიქრებული ქმედებები ურჩევნიათ, აანალიზებენ მოსალოდნელ შედეგებს.

სასვე მთვარეს დაბადებული ადამიანები სხვებზე უფრო მეტად ფლობენ დარწმუნების უნარს. ისინი გამოირჩევიან საკუთარი ძალების რწმენაში, მაგრამ შესაძლოა არ ჰყოფნიდეთ ის ენერგია, რომელიც ახალ მთვარზე დაბადებულებს აქვთ. თუმცა, თუ კრიზისის დროს საჭირო დროს და საჭირო ადგილას აღმოჩნდებიან, დიდი წარმატებების მიღწევა შეუძლიათ.

მოამზადა ლანა წითელაშვილმა

ავტორი

მსგავსი ფოსტები