მორიელი – 2014 წლის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მორიელი
გაითვალისწინეთ, რომ პროგნოზი ეხება ზოდიაქოს ნიშნების ტიპიურ წარმომადგენლებს. რამდენად ხართ თქვენი ნიშნის ტიპიური წარმომადგენელი ამის დადგენა მხოლოდ პირადი რუკის შედგენის შედეგად, დაბადების ადგილისა და ზუსტი საათის გათვალისწინებითაა შესაძლებელი.
ზოგადი მიმოხილვა
2014 ლურჯი (ცისფერი) ხის ცხენის წელი უამრავ სიურპრიზს გპირდებათ. მთავარია ჩვეულებრისამებრ, ყველაფრის საკმის კურსში იყოთ და აკონტროლოთ მოვლენები. ყურადღება მიაქციეთ ახალ იდეებს და გეგმებს. წელს ბევრ ადრე დაწყებულ საქმეს დაასრულებთ წარმატებით და სასარგებლო კავშირებსაც დაამყარებთ. ოჯახის გარემო სიმყუდროვისა და სტაბილურობის შეგრძნებას მოგცემთ, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს მშვიდ და წარმატებულ თვეებს ყველა სფეროში.
კარიერა
კარგი პერიოდია დაწყებული პროექტების დასასრულებლად და იდეის დონეზე არსებული ინიციატივების პროექტებად ქცევისთვის. კარიერული წინსვლა გარანტირებული გაქვთ. შეეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს პერიოდი და იგრძნოთ კავშირი სამყაროსთან ყოველ ასპექტში. თქვენ ყოველთვის მარტივად მოგდით სამყაროსეული მინიშნებები, დაუკვირდით და მისდიეთ მათ…
სიყვარული
სიყვარულში ვნება და ძლიერი ემოციები არც წელს მოგაკლდებათ. თქვენ აბედნიერებთ პარტნიორს თქვენი არსებობით და ბედნიერი თავადაც თქვენი ერთობით. თუ მორიელს ჯერ არ ჰყავს ცხოვრების თანამგზავრი, მაშინ 2014ში მთელი არსებით მოუწევს საკუთარი სურვილების სამყაროსთვის განდობა და იმ ადამიანებთან შესაბამისად მოქცევა, ვისაც გვერდით ისურვებდა…
ფინანსები
თქვენს გამბედაობაზე და მიზანსწრაფულობაზეა დამოკიდებული წელს, შემოსავლის გაზრდა. თუ რაიმე ფინანსური პრობლემები გაქვს დროა, რომ თამამად გაუსწოროთ თვალი და დაუსვათ წერტილი. კარგად გათვლილი გეგმის მიხედვით თუ იმოქმედებთ არაფერი გაგიჭირდებათ.
ჯანმრთელობა
ნუ დაიძაბებით და ნუ დაუშვებთ დეპრესიას ყოველ ჯერზე, როდესაც ვიღაც უსამართლოდ მოიქცევა თქვენთან მიმართებაში ან გაწყენინებთ. არ გადაუხადოთ სამაგიერო, უბრალოდ აპატიეთ და საპასუხო დარტყმა სამყაროს მიანდეთ. ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ გული დაგწყდეთ, ჩაიდოთ წყენა… გახსოვდეთ, ეს ყველაფერი მხოლოდ თქვენს ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობას ვნებს.
სულიერ სიმშვიდეს, და ფიზიკურ ჯანმრთელობას გისურვებთ.ბედნიერების, ხვავის, ბარაქის, წარმატებისა და სიყვარულის წელი გქონოდეთ! ყველა სიკეთის მომტანი სურვილი აგსრულებოდეთ, გეკეთებინოთ სიკეთე და არ მოგკლებოდეთ სამყაროს მხარდაჭერა!
პირადი ჰოროსკოპის შესადგენად გამოაგზავნეთ მონაცემები (სახელი გვარი, ტელეფონის ნომერი, დაბადების ადგილი, თარიღი, ზუსტი ან სავარაუდო დრო) ელ. მისამართზე piradihoroskopi@astrologia.ge
ჩვენ გადავცემთ ინფორმაციას ასტროლოგ ქეთი ვაწაძეს და დაგინიშნავთ პირად ვიზიტს, რომელიც დაახლოებით სამი საათი გაგრძელდება. შეხვედრის დასასრულს, გადმოგცემთ პირადი რუკის ინტერპეტაციის ბეჭდურ ვერსიასაც.
როგორც ჩვენი ჟურნალის მკითხველს, 50 %იანი საახალწლო ფასდათმობით მოგემსახურებით.
ბედნიერ შობა-ახალწელს გისურვებთ!
გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს, Facebookის საშუალებით
ჩვენი მასალების სხვა საშუალებებით გავრცელება აკრძალულია!
თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით: 593 219 621 უკან
4 Comments
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
pasdaklebit anu ramdeni gamodis ? (rukis bechduri versia qartul enaze iqneba xo ? )
ლისა, 100 ლარი არის პირადი რუკის შედგენის ღირებულება, თუმცა ფასდაკლებით 50 ლარი გამოდის 🙂 წარმატებას გისურვებთ.
Tu aris shesazlebeli frangul an ingliaur enaze? Ucxoelia dainteresebuli
me mgonia mwvane unda iyos cxeni:)