ასტროლოგიური მაღაზია

მორიელი – 2013 წლის ზოგადი სასიყვარულო პროგნოზი

მორიელი_სასიყვარულო_პროგნოზიმორიელებს სიყვარულში წლის დასაწყისიდანვე გაუმართლებთ, თუმცა ოცდაორ წლამდე ოჯახის შექმნის მსურველებს ვურჩევთ ამ სერიოზული ნაბიჯისგან წელს თავი შეიკავონ, რადგან დიდი შანსია, ეს კავშირი საბოლოოდ, წარუმატებელი გამოდგეს. გველის წელიწადში დაუფიქრებლად შექმნილი კავშირები, ნაკლებად ბედნიერი იქნება. ამიტომ როგორც ყოველთვის, ასჯერ გაზომეთ, ერთხელ გაჭერით.

შუა წელიწადში ურთიერთობები, რომლებიც ხელს გიშლით თქვენი ამცხოვრებისეული მისიის შესრულებაში და სულიერ განვითარებაში აუცილებლად დაინგრევა. ამიტომ, არ იდარდოთ დაკარგულ სიყვარულზე. რეალურად ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი იქნება უკეთესი, ჭეშმარიტი და ძლიერი ახალი ურთიერთობის დასწყებად.

მარტო ხელა მორიელებს შესაძლებელია გაუჭირდეთ ერთ კონკრეტულ ადამიანზე ორიენტირება, რადგან მათ ირგვლივ როგორც წესი, ყოველთვის რამდენიმე თაყვანისმცემელი ტრიალებს. არადა უკვე აუცილებელია აირჩიოთ ერთი ადამიანი და შეუდგეთ მასთან თანაცხოვრებას.
შეეგუეთ იმ ფაქტსაც რომ ყოველთვის ვერ იქნებით თავისუფალი და პასუხისმგებლობა თქვენი ცხოვრების ამა თუ იმ სფეროზე შესაძლებელია სხვამაც იტვირთოს. არ არის აუცილებელი ყოველთვის დამოუკიდებლად აკეთოთ ყველაფერი.

მორიელებისთვის ახალი სრულყოფილი ურთიერთობა ნამდვილი სულიერი ჰარმონიისა და სიმშვიდის მომნიჭებელი გახდება. თქვენ თვითონვე იგრძნობთ რამდენად გაკლდათ ეს კავშირი და ყველაფერს იზამთ იმისთვის, რომ არასოდეს დასრულდეს.
თუ ოქტომბერ-ნოემბრამდე ვერავის შეხვდებით შესაძლებელია თქვენი დაბადების დღის მომდევნო პერიოდში საკმაოდ ძლიერმა მელანქოლიამ და დეპრესიამაც კი შეგიპყროთ. თუმცა ეს ყველა მორიელს არ ემუქრება.
ოჯახურ ურთიერთობაში წელს განსაკუთრებით მოგეცემათ საშუალება საკუთარი გრძნობებისა და ზრუნვის გამოხატვის. თქვენი პარტნიორი გაასმაგებულად იგრძნობს თავის სიძლიერეს იმის გამო, რომ ის თქვენი რჩეულია.

ოჯახში შესაძლებელია გარკვეული პრობლემები შეგექმნათ ყოფით საკითხებთან დაკავშირებით. თუ ყველაფრის კეთება თქვენ გიწევთ და ირგვლივ არავინ გეხმარებათ ეს ნამდვილად არ არის მარტივი ასატანი.

აგრესიის შემოტევებისას შეეცადეთ გაანეიტრალოთ მკვეთრი გრძნობები და მაქსიმალურად მშვიდად მოიქცეთ ოჯახში. არავითარ შემთხვევაში არ აჰყვეთ ემოციებს. როდესაც ყვირილი ან ჩხუბი მოგინდებათ გაიხსენეთ, რომ რეალურად ძალიან გიყვართ თქვენი ნახევარი, მიდით და ჩაეხუტეთ მას იმავე სიძლიერით რომლითაც უყვირებდით… თქვენ ხომ ასეთი თბილი და სიხარულით სიყვარულის გამცემი ხართ, სინამდვილეში.

ავტორი