მორიელი – 2013 წლის ზოგადი პროგნოზი
მორიელებისთვის ფასეულობათა გადაფასების და მომდევნო ეტაპზე გასვლის წელი იქნება.
პირველი თვეების განმავლობაში თქვენ გააკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებები მიიღოთ. თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ ნებისმიერი ქმედება მშვიდად, გაწონასწორებულად, აგრესიის, ბოღმისა და შურისძიების გარეშე უნდა განახორციელოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში დაგიდგებათ სამყარო გვერდში და გამოგიწოდებთ დახმარების ხელს.
2013 თქვენი მორალური და სულიერი გარდაქმნის წელი იქნება. ყველაფერი უკეთესობისკენ, გაუმჯობესებისკენ, უფრო მეტი სიძლიერისკენ და სულიერი სიმშვიდისკენ წაგიყვანთ.
შეიცვლით დამოკიდებულებას ირგვლივმყოფთა მიმართაც. გადაწყვეტთ ვის მიმართ გმართებთ ჩვეული სიმკაცრისა და დისტანციის შენარჩუნება და ვისი უფრო ახლოს მოშვება. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ დისტანციაზე გრძნობთ ადამიანებს, ზოგჯერ მაინც ღირს ურთიერთობა აწარმოოთ ისეთებთანაც, ვინც გულთან პირველივე დანახვისთანავე არ მოგდით.
მორიელები გამძაფრებული ენთუზიაზმითა და სიხარულით გააგრძელებენ თავიანთი საქმის კეთებას, რა სფეროშიც არ უნდა მოღვაწეობდნენ ისინი. სამყარო წელს მრავალფერი და საინტერესო იქნება მათთვის და უარყოფითი ემოციების გაქარვებას ყოველთვის მოახერხებენ დადებითი ქმედებებით, სიკეთით, სიყვარულით, სითბოთი…
პირად ურთიერთობებში სტაბილური და მშვიდი მდგომარეობა გექნებათ. ჰარმონიულობისა და უპრობლემობის უზრუნველყოფას ისევ თქვენ, საკუთარი სურვილებისა და პარტნიორის მისწრაფებების მოსმენით, შეჯერებით, გაანალიზებით მოახერხებთ.
გველის წელიწადში შეეცადეთ არც ერთ გამგზავრების შესაძლებლობაზე არ თქვათ უარი, ქვეყნიდან ყოველი გასვლა ახალი საჭირო კონტაქტების დამყარებისა და საინტერესო შედეგების მომტანი იქნება თქვენთვის.
არ დაზოგოთ თავი ქველმოქმედებისთვის. თითოეული კეთილი საქმე ათასმაგად სიკეთით მოგიბრუნდებათ.
2013-ში 2012 წელს დათესილის მონაგარს აიღებთ. იქნება ეს ემოციურ, საქმიან თუ ფინანსურ სფეროში. რაც გაეცით ყველაფერი უკან დაგიბრუნდებათ და ბოლოს და ბიოლოს იგრძნობთ, რომ თქვენს შრომას შედეგი მოაქვს. ის პროექტებიც კი, რომლებიც უსაშველო ან ჩაგდებული გგონიათ, შესაძლებელია განახლდეს და წარმატება მოგიტანოთ.
ახალ წელს, როგორც იქნა მოგეცემათ განტვირთვის საშუალება და აღარ იქნებით საგიჟეთში – ალბათ, ხშირად, ზუსტად ასე უწოდებთ თქვენს ცხოვრებას : )
არ დაზოგოთ თანხა მშვიდი და ჰარმონიული დასვენებისთვის; წლის განმავლობაში რამდენიმე კვირიანი დასვენება გააორმაგებს თქვენს შრომისუნარიანობას და უფრო პროდუქტიულს გაგხდით.
პირად ურთიერთობებში ერიდეთ მსუბუქ და უპასუხისმგებლო კავშირებს. წელს არავის უნდა ატკინოთ გული და ზუსტად უნდა იცოდეთ, ვისთან რა სახის ურთიერთობა რას მოგიტანთ თქვენ და თქვენს პარტნიორს.
დაოჯახებული მორიელების ოჯახური ცხოვრება ბედნიერებით, ხვავითა და ბარაქით იქნება სავსე. მოსალოდნელია ოჯახში მატება და ბევრი ახალი შენაძენი. იქნება ეს სახლი, მანქანა თუ ოთახის მცენარეები.
დაგეგმეთ თქვენი წელი იანვარშივე და ზუსტად მისდიეთ განსაზღვრულ გეგმას. ყველაფერი გამოგივათ. ეს თქვენც კარგად იცით : )
წარმატებულ, ბედნიერ, ხვავითა და ბარაქით სავსე ახალ 2013 წელს გისურვებთ, ჩვენო კარგებო ^_^ სამყაროს სიკეთე და კეთილგანწყობა არ მოგკლებოდეთ ახალ წელიწადში !: )